გაიხსენე ბავშვობის დაუღალავი დღეები? თამაში, სიცილი, გულწრფელობა და უბრალოდ ბედნიერება. ეს იყო ლაღი დღეები, მაგრამ ეს არ იყო საუკეთესო დრო! ნუ იფიქრებ ასე!
და ფიქრმა იმაზე, როგორ დარბოდი, თამაშობდი ფეხშიშველი ღიმილი მოგგვარა???
და როდის გახდი ასე სერიოზული? როდის დაკარგე თამაშის გრძნობა? სავარაუდოდ, როდესაც კედები ჩაანაცვლე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით? 🙂 ეს ხუმრობით)
მაგრამ დრო ნამდვილად არის დაიბრუნო მხიარულება შენს ცხოვრებაში და ამისთვის აუცილებელია, შეინარჩუნო შენი ბავშვური დამოკიდებულება , ეს არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოხატვის მძლავრი საშუალებაა, არამედ ძალა რომ ცხოვრებას უფრო მხიარულად შეხედო…
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ცხოვრებას და თუნდაც ჩვენს იოგა პრაქტიკას. ჩვენ გვეშინია, გზად დააბრკოლებების, დაკარგვის, სიახლეების.
გაუზრებლად ვიღებთ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს და და არ გვინდა ამ საკითხების წონის შემცირება;
ჩვენ, ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ შეშფოთებაზე თუ რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს და მშვიდ, წყნარ მომენტებშიც კი ვერ ვახერხებთ ამ ფიქრებისგან მოდუნებას.
მაგრამ მერწმუნე შენ ჯერ კიდევ შეგიძლია დაუბრუნდე შენს ამჟამინდელს – იმას, რაც იცი, ნამდვილს და ჭეშმარიტს.
იოგის ვარჯიში შესანიშნავი შესაძლებლობაა ფოკუსირება მოახდინო ახლანდელ მომენტზე. იყო აქ და ამჟამად.
გააღვიძე შენში მიზეზები ბედნიერების:
იცინე მეტი
როდის მოხდა ბოლოს, როცა ტირილამდე იცინე? რატომღაც ჩვენ, უფროსები, ყოველთვის სერიოზულები ვართ. მოდი ყველამ მეტი ვიცინოთ. ნამდვილად – ვიცინოთ ხმამაღლა . ეს არა მხოლოდ კარგად გვაგძნობინებს თავს, არამედ გაგვათავისუფლებს ნეგატივისგან . ასევე სიცილი
აძლიერებს მუცლის კუნთებს.
უყურეთ კომედიას, სიცილით შეხედე შესასრულებლად ჯერ კიდევ მიუღწევად ასანებს, უთხარი შენს ახლობლებს ხუმრობები და თუ ვერაფერს იპოვი სასაცილოს, მაშინ იფიქრე, რაზეც წარსულში გიცინია და თავს ნება დართე იცინო, იცინოო, ბევრი იცინიო .
იპოვნე საკუთარი თავის სიყვარულის მცირე გზები
უნდა ისწავლო საკუთარი თავის მარტივად მიღება და იპოვო საკუთარი თავის სიყვარულის მცირე გზები. როდესაც საქმე რთულდება, შეეცადე თვითდაჯერებულობა არ დაკარგო. შეისვენე: ამოსუნთქვა- ღრმად ჩასუნთქვით, მოათავსე ხელი მუცელზე ან გულზე…. გაისეირნე სუფთა ჰაერზე, მიიღე აბაზანა, შენი საყვარელი ფლეილისტის მოსმენისას.
ივარჯიშე იოგა, ჩაიხედე სარკეში და ხმამაღლა უთხარი შენს თავს: ლამაზი ხარ, შენს შეგიძლია, შენ ამას იმსახურებ! ♥
ყოველ კვირას დრო დათმე , რომ გააკეთო ისეთი რამ, რაც გულწრფელად გსიამოვნებს – ეს ბედნიერი, გონიერი ცხოვრებაა.
შინაგანი ბავშვის გათავისუფლება:
უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ რომ ყველაფერი სერიოზულად არ მიიღოთ და მაქსიმალურად ისიამოვნო ამ ცხოვრებით.
ჩვენი იოგის ვარჯიშის დროს ხშირად ძალიან კონცენტრირებულები და სერიოზულები ვართ, გვეშინია ცვლილების, დაცემის გარეშე.
როდის იყო ბოლო დროს, რაიმე გადაწყვიტე და შიში არ გქონია , “დაცემის” ? ბავშვები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს; ისინი სურვილებისთვის მიდიან წინ.
ჩვენ, კუნდალინი იოგას ჯგუფში , ვქმნიღ თავისუფალი ნაკადის თანმიმდევრობას, რათა შენს ცხოვრებას დაუბრუნდეს შინაგანი ბავშვი .
სიტუაციის მარტივად მიღებას ზოგჯერ იმაზე დიდი შედეგი მოჰყვება, ვიდრე წარმოიდგენ ! ისამოვნე მედიტაციით "შინაგანი ბავშვი" https://youtu.be/Kko9Ofb6ChQ მოდუნდი, გადაეშვი ფორთოხლისფერ სამყაროში და ითამაშეთ ჩვენთან ერთად იოგა🧘♀️ სატნამ🙏
დატოვეთ კომენტარი