აურა სხეულის გარეთ არის და ის შვიდივე ჩაკრას მოიცავს, ამიტომ მას მერვე ჩაკრას უწოდებენ. აურა, ეს არის დამცავი ფარი, რომელიც სხეულს გარშემო აკრავს და ის იცვლის ფერს და ფორმას ადამიანის მენტალური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის მიხედვით. იმის მიხედვით თუ როგორ ფუნქციონირებენ ჩაკრები..
აურას შეუძლია ყველა მხარეს მოეცვას და თითქმის ერთი მეტრის რადიუსზე შემოეხვიოს სხეულს და დაიცვას ის. თუ კი აურა მუქია და სხეულზე ახლოს ეკვრება ეს მანიშნებელია, რომ ადამიანის ენერგეტიკული მდგომარეობა არ არის ბალანსში ანუ მას ჯანმრთელობის მხვრივ პრობლემები აქვს და მისი ენერგეტიკული ცენტრებიც არ არის ბალანსში. თუ კი აურა ღია ფერის არის და სხეულლის გარშემო ერთი მეტრის რადიუსზე არის გავრცობილი, მაშინ ადამინის მდგომარეობა როგორც ენერგეტიკული აგრეთვე ჯანმრთელობის მხრივაც წესრიგშია.
სამწუხაროდ, არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც დაბალანსირებულად ვერ ვგრძნობთ თავს და ამ დროს აურაც მუქი და პატარა ხდება. ასეთ დროს უმჯობესია გავაკეთოთ მედიტაცია, იოგა, დავიცვათ დიეტა, დავისვნენოთ. ეს ყველაფერო დროებითია და ხვალ ახალი დღე არის და ახალი შესაძლებლობები.
გააკეთეთ ვიზუალიზაცია თქვენი აურის. ეს დაასრულებს ჩაკრების ბალანსს და გააძლიერებს მას.
იგრძენით თქვენი აურის ზრდა და როგორც ფარი ისე შემოახვიეთ და დაიცავით თქვენი სხეული.
იგრძენით, როგორ დღითიდღე უმჯობესდება თქვენი ჯამრთელობა და მენტალური მდგომარება.
ეს მედიტაცია დაგეხმარებათ თქვენი აურა გააძლიეროთ და თავი დაიცვათ უსარგებლო და ნეგატიური ენერგიებისაგან. http://bit.ly/2Ql1qUE
დატოვეთ კომენტარი