ლოტუსი ეს ცნობილი სიმბოლოა. სიბნელიდან, ჭაობიდან იზრდება და გადაიქცევა ულამაზეს ყვავილად, რომელიც ბევრ ქვეყანაში არის ხელახალი დაბადების, თვითგანვითარების და სულიერი ზრდის სიმბოლოდ აღიარებული.
როგორც ლოტუსი ნელ-ნელა გადის იმ გზას, რომელსაც აყვავება ჰქვია, ასეა ადამიანის სულიც, თითქოს ტალახიდან ამოდის და ვითარდება. რთული პერიოდები და ცხოვრებისეული მომენტები, პირიქით ხელს უწყობენ და ავითარებენ სულს. ამ სირთულეების შემდეგ ლოტუსივით ადამიანის სულიც ლამაზი და განვითარებული ხდება.
ლოტუსს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული სპირიტუალური დატვირთვა აქვს. მაგალითად: ეგვიპტურ მითოლოგიაში ის მზის დაბადებას ნიშნავს, რადგან ის ღამით იძინებს და მზესთან ერთად იშლება. ჰინდუისტურ კულტურაში ამბობენ, რომ ღმერთები ლოტუსის ტახტზე ისხდნენ. ბუდიზმში ლოტუსის ყვავილი არის ცნობიერების სიმბოლო. ლოტუსი, როდესაც თავის სრულ ყვავილობაშია, განიხილება როგორც კომფორტის ზონიდან გამოსვლის სიმბოლო და მიღების სიმბოლო, როდესაც ადამიანი იღებს ყოველივეს, რასაც სამყარო სთავაზობს და რაც მის გარშემო ხდება. ბუდიზმის მიხედვით სწორედ ეს არის ის პირველი ნაბიჯი სპირიტუალური და სულიერი ზრდისკენ.
იცოდით, თუ არა რომ ლოტუსის თესლს 1000 წლის შემდეგაც შეუძლია განაყოფიერდეს და მთელი თავისი სილამაზით წარმოგვიდგეს?!
ლოტუსის ფურცლებს არაკებშიდაც აქვს განსხვავებული დანიშნულება. ყვავილის ფოთოლი ნელ-ნელა იშლება და თუ დააკვირდებით ისინი იშლებიან, ერთი მეორეს შემდეგ,მიმდევრობით,უწყობენ ხელს ერთმანეთს რომ გაიშალონ. ეს პროცესი ჩაკრების განვითარებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის შვიდ ენერგეტიკულ ცენტრთან, როდესაც ერთი ჩაკრა გააქტიურებულია, ის ხელს უწყობს მომდევნოს განვითარებას და ლოტუსიც ამ კანონზომიერებით იშლება და აღწევს ზენიტს, როგორც ადამიანი, რომელსაც შვიდივე ენერგეტიკული ცენტრი აქვს გახსნილი.
იოგაში ლოტუსის პოზა დაკავშირებულია პირველი ჩაკრის გახსნასთან. მის ემოციებთან, სიცოცხლის სურვილთან და თვით რწმენასთან. ის ყველაზე რთულია, იოგის პროცესი გვეხმარება დავაბალანსოთ ეს ჩაკრა და მიწაზეც მყარად ვიდგეთ.
მომდევნო სტატიებში და ვიდეოებში ჩვენ განვიხილავთ რომელი ვარჯიშები უნდა შევასრულოთ ლოტუსის პოზაში ჩასაჯდომად და ადამიანის შვიდი ცენტრის გასახსნელად.
დატოვეთ კომენტარი