ინჟნერ-ოპრეტორად მუშაობის პერიოდში, ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა, რადგან ფარმაცევტულ ფირმაში ვმუშაობდი, გარემო სტერილიზებული იყო და ხშირად მზის შუქიც არ შემოდიოდა. ქარხანა ბუნებაში მდებარეობდა. ბუნებას მხოლოდ ფანჯრებიდან ვხედავდი და ბოლოს არც მახსოვდა ბალახი, შიშველ ფეხზე როდის შევიგრძენი. დღესაც მეტად დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ცნობიერი ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნება- საუკეთესო მკურნალია სტრესისაგან. მე ამ მომენტებს „სიმწვანის მომენტებს“ ვუწოდებ და ეს მომენტები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მომადუნებელია. რა სჯობს სიმწვანეში ჩაფლულს ჩიტების ჭიკჭიკი რომ გესმის, სუფთა ჰაერს ისუნთქავ და ეს ყოველივე შემაგრძნობინებს, რომ განტვირთული ვარ. ძალას მმატებს დღის პოზიტურად დაწყებისთვის და დასრულებისთვის. უტრეხტის ჯანმრთიურელობის კვლევის ცენტრმა, დოქტორი დე ვრისის, ვერჰერეისა და გრუნევეგის მეთურობით, ჩაატარეს დიდ გამოკველევა ბუნების პოზიტიურ გავლენაზე. მათ დაადგინეს, რომ ბუნება როგრც ბატარეა ისე მუშაობს ჩვენზე. ანუ ბუნებაში გასვლა „ტენის“ ადამიანს ენერგიით. ეს ბუნებრივია, რადგან აქ უფრო მშვიდად ვიწყებთ სუნთქვას, აქ არ გავწუხებს მანქანების, მუსიკის, ტელევიზორის ხმაური, ქიმიური გამაღიზიანებელი სუნები. ყველა თქვენგანს გამოუცდია, რომ ბუნებაში სეირნობას ერთგვარი მედიტაციური ფიქრები მოაქვს და მათ აწესრიგებს, გრძნობები და ემოცებიც მშვიდდება. მიჩიგანის კვლევითმა ორგანიზაციამ, მარკ ბერნთან ერათად ორი ტესტი ჩაატარა და მოხალისეები სამუშაო პაუზის დროს ჯერ პარკში გაუშვეს, სადაც მათი აზროვნებისს უნარმა 20 % მოიმატა, ხოლო როდესაც ისინი ქალაქის კაფეში გაატარეს, სამუაშაო პაუზის ეფექტი ასეთი არ იყო. 10 წთ ბუნების სურათის ყურებაც კი დამამშვიდებელია.
მე პირადად, ჩემს იოგა და ქოქუჩინგის კომპლექსურ მეთოდში to walk ანუ სეირნობის თერაპიაც მაქვს. თუ ვხედავ, რომ კლიენტს მოდუენბა უჭირს და ეფექტიც ყოველთვის მოლოდინს აჭარბებს.
გაითვალისწინეთ რჩევები, რომ მაქსიმალურად შეძლოთ მოდუნება ბუნებაში:
1. შეისუნთქეთ ნაძვის ეთერული ზეთი, დაისხით ხელზე ორი სამი წვეთი, ხელები მოისრისეთ და შემდეგ ღრმად შისუნთქეთ. შეგიძლიათ აგრეთვე ცხვირსახოცზეც დააწვეთოთ და ღრმად შეისუნთქოთ.
2. გააღეთ ფანჯარა და 5 10 წთ ის განმავლობაში შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი.
3. მიეჩვიეთ ბუნებაში სეირნობას, როდესაც ჯერ კიდევ სძინავს ყველას.
4. დარგეთ ყვავილები, იმუშავეთ ეზოში, თუ ეზო არ გაქვთ მაშინ ქოთნის ყვავაილები.
5. თუ ბუნებაში გადიხართ შეეცადეთ რომ იქვე ახლოს წყალიც იყოს, ამ დროს შედეგი ორმაგი იქნება.
6. ხშირად უყურეთ ცას, ცისფერს მას გნსაკუთრებული მოდუნების უნარი აქვს.
25 მაისს ჩვენ ვიწყებთ 21 დღიან ონლიან-ჩელენჯს სადაც მე გასწავლით ტექნიკებს მარტივად მოდუნებისა და ყოვედღიური სიხარულის შგრძნებისათვის. გაიარე მარტივი რეგისტრაცია: https://lotusi.ge/services/21-day/ და შემოგვიერთდი 25 მაისიდან.
დატოვეთ კომენტარი