გაბრაზება სხვადასხვა ნიუანსებით გამოიხატება, მაგალითად მოუთმენლობით ან გაღიზიანებით, რომელიც შემდეგ უკვე წყენაში გადადის. და წყენას უკვე ერთი ნაპერწკალი სჭირდება რომ გაბარზებაში და გაუკონტროლებელ ქცევაში გადავიდეს.
საერთოდ გაბრაზება ცუდი არა არის, ეს არის ემოცია რომელიც გვიცავს. იცავს ჩვენს საკუთარ საზღვრებს და ამ ემოციის საშუალებით ვიცავთ მათ ვინც გვიყვარს. ანუ ჩვენს ტერიოტორიას ვიცავთ სადაც თავს კარგად ვგრძნობთ.
გაბრაზება.. როგორ დავაღწიოთ მარტივად თავი ამ ემოციას და საკუთარი ემოციების კონტროლი შევძლოთ ?
როგორც ლუკ სკივალკერმა Star Wars -ში თავის ძალის გამოყენება ისწავლა ასევე ჩენც გვმართებს რომ გაბრაზების მართვა ვისწავლოთ. რადგან თუ ამ გრძნობას დაუკვირვებლად ვინმეზე გადაიტან უკურექციასაც ასევე გაუკონტროლებელს მიიღებ.
ძალიან გაბრაზებული ხარ ? აქ გამოგადგება ღრმა ჩასუნთქვა და ნელი ამოსუნთქვა და სრული ფოკუსის გაბრაზებაზე მიმართვა. ჩაისუნთქე ღრმად და შეიკავე სუნთქვა სამ დათვლამდე ეს ხელს შეგიწყობს, რომ ისეთი არაფერი თქვა რასაც მომავალში ინანებ.
ნუ გაღიმება და არაფრის თქმაც არაა გამოსავალი თუ კი შიგნიდან ცეცეხლი გიკიდია გაბრაზებისაგან ეს ჯანმრთელი არაა შენთვის და ბოლო ბოლო ეს ცეცხლი ისე ამოიფრქვევა სადაც ნაკლებად ელოდები ან სულ არ იქნება საჭირო, ან კიდევ გიბიძგებს მსხვერპლის როლში ყოფნას და სამუდამოდ ამ როლში დაგტოვებს სადაც სულ გექნება უძლურობის შეგრძნება და შენს თავს სულ დაგაკარგვინებს.
რა უნდა ქნა როგორ გაუმკლავდე ამ ემოციას და გააკონტროლო საკუთარი ემოციები ?
გურუ მეკჰელ კჰალსა თავის წიგნში Senses of the Soul წერს ემოციანალურ თერაპიაზე იოგის საშუალებით. ის ამბობს იმ ემოციებზე რომელის ბავშობის დროს გვქონდა და ვერეფერს ვუხერხებდით, რადგან მაშინ მათი შეცვლის ძალა არ შეგვწევდა და ახლა როდესაც გავიზარდეთ და ეს ემოციები არ გავაცნობიერეთ მსგავს სიტუაციას წარსულში გადავყავართ და თავს ისევ პატარა ბავშვად გვაგრძნობინებს, რომელსაც ძალა არ შესწევს რაიმე შეცვალოს.
პირველ რიგში უნდა გააცნიბიეროთ და მიიღოთ ის ფაქტი, რომ რაც იყო იმას ვეღარ შეცვლი.
შემდეგ გადადი იმ სიტუაციაში და იმ სიტუაციას შეხედე იმ თვალით რა ასაკის ხარ ახლა და თუ მაშინ რაღაც ვერ გააკეთე ან წყენა გადაყლაპე იმიტომ რომ ძალა არ შეგწევდა საკუთარი თავი დაგეცვა ახლა შენს წარმოდგენაში გააკეთე ის რაც მაშინ ვერ შეძელი. მიეცი საკუთარ თავს ფანტაზიის უფლება.
იქნება ცრემლი, ემოცია, მაგრამ დამიჯერე მეორე დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობ. მეორე დღეს ყოველივე ფურცელზე დაწერე და ფურცელი დაწვი.
კუნდალინი იოგაში ჩვენ გვაქვს არაერთი სავარჯიშო რომელიც გვეხმარება წარსული წყენისა და გაბრაზების ტრანსფორმაციაში.
გარდა ამისა ნაბიჯ ნაბიჯ შეასწავლე საკუთარ თავს რომ კორრეკტულად და დიპლომატიურად თქვა რა გაწუხებს. მაშინ შენი გაბრაზება გახდება ძალა რომელიც მოგცემს საშუალებს რაღაც შეცვალო, მაგალითად თუ მაღაზიაში იმპულსური შენაძენი გააკეთე შეხვიდე და ამოცვლა სთხოვო, თუ ვინმე გადასახადს არ იხდის იმის მაგივრად რომ ყველას ეწუწუნო დარეკე და კითხე რა ხდება, რატომ არ იხდის, ანუ გაბედე და დაიცავი საკუთარი თავი გამოდი მსხვერპლის როლიდან. ეს პატარა ნაბიჯები მეტს ძალას მოგცემენ და იმასაც დაგანახვებენ როგორ დღითიდღე უფრო თავდაჯერებული გახდები და ემოციებსაც გააკონტროლებ.
ეს არის ის რასაც გვასწავლის გაბრაზება.
გაიხსენე როდესაც პატარა იყავი როგორ რეაგირებდნენ შენი მშობლები როდესაც რაიმეს მიღება გინდოდა, თუ კი გაბრაზებით ვერაფერს ხდებოდი აუცილებლად ახლა სხვა ტაქტიკები გექნება შემუშავებული, მაგალითად ხუმრობა ამ წუწუნი. თუ კი ამიტაც ვერრაფერს აღწევ ისწავლე პირდაპირ თქმა ეს ყველაზე საუკეთესო ტაქტიკაა.
გეგმა,
- პირველი ნაბიჯი.
გაბრაზებული ხარ
კითხე შენს თავს რატომ, რაზე ან ვიზე ხარ გაბრაზებული, ვისი ან რისი დაცვა გინდა ? რისი გამოსწორება გინდა ? რისი მიღება გინდა მაგრამ ვერ ღებულობ ? რა გრძნობა ან ადამიანი გენეტრება ან გაკლია ?
- მეორე ბაბიჯი.
რისი გაკეთება ან თქმა შეგიძლია თავი რომ უკეთ იგრძნო ?
წარმოიდგინე რომ აკეთებ ამას, შეიძლება რაღაც წარმოუდგენელია ან ფანტაზია არის, მაგრამ თუ გაგაღიმებს ესეც კარგია გაბრაზება გაქრება, თუ კი მაილია გასაგზავნი ან დასარეკია წარმოიდგინე რომ ეს გააკეთე, როგორ გრძნობ თავს? გააკეთე.
- მესამე ნაბიჯი.
იპოვე ძალა შენს გაბრაზებაში რომ გააკეთო ის რაც გინდა ის რაც წარმოიდგინე.
- მეოთხე ნაბიჯი.
გააცნობიერე როგორ გრძნობ თავს? უკეთ? მშვიდად ? მაშინ ის გაგიკეთებია რაც გჭირდებოდა.
წარმატებები
გაბრაზება ეს ის ემოცია არის რომელიც ძალიან ღრმად არის ჩამჯდარი არ ელოდო რომ მას პირველივე სავარჯიშოს შესრულებისას გააქრობ, მხოლოდ ცნობიერებით და ნაბიჯ ნაბიჯ ისწავლი ამ ემოციის კონტროლს.
დატოვეთ კომენტარი