31 დეკემბერია 90-იანი წლები, ზუსტად წელი არ მახსოვს .. ალბათ 10 -11 წლისა ვარ, ფანჯარაზე ცხვირი მაქვს მიბჯენილი და თოვლის ფანტელებს ვითვლი, თან ფიქრი არ მასვენებს მოვა შუქი? შევძლებ ნაძვის ხის ნათურების ანთებას? შუქი კვირეებია აღარ ყოფილა და ახლაც საეჭვოა, რომ იყოს. რაღაც დიდი ნაწილია გაფუჭებულიო გვითხრეს და თავიდანვე შეგვაგუეს იმ აზრს რომ ახალ წელს უშუქოდ, ელექტრო ენერგიის გარეშე სანთლის შუქზე შევხდებოდით.
ცხრაჯერ დავუსვი ბებიას კითხვა როგორ ხვდებოდით ადრე ახალ წელს სანთლის შუქზე და თითქოს უკვე მივეჩვიე აზრს კიდეც წელს აღარ მოვა შუქი და ნაძვის ხის ნათურებს ვერ ავანთებ.. სადღაც მაშხალა მოვიძიე რომელსაც თვეები ვინახავდი, ბიძაშვილმა რუსეთიდან გამომიგზავნა. საქართველოში მაშინ ეგეთები არ იშოვებოდა.
არ მოვა ალბათ.. აღარ მოვა ცხრაჯერ ვუმეორებდი ჩემს თავს, მინდოდა ის პატარა იმედიც გამქრალიყო და 24 სთ ზე გული არ მტკენოდა.. ნაძვის ხეს შუქები რომ არ გაანათებდა.. ვერც ტელევიზორში ვნახავდი როგორ ჩამოკრა საათმა 24 ჯერ და დადგა ახალი წელი..
არ მოვა არა შუქი ვუძახი ჩემს თავს არადა გულში რაღაცა მეძახის არ შეიძლება როგორ არ მოვა რანაირად, ეხლა ხომ ახალი წელია .. როგორ შეიძლება სურვილი არ ახდეს.. უკვე ბინდდება, თოვლის ფანტელები ცვივა, დიდი და ლამაზი ფანტელებია,
ლაპლანდიაში შეშურდებათ.. დავფიქრდი ნეტავ ევროპაში, ნიუორკში როგორ ხვდებიან ახალ წელს. ელექტრო ენერგიის პრობლემა იქ არ იქნება რა თქმაუნდა..
იზოლდა ბებიას ჭურისთავზე დიდი ლამპიონი ედგა, შუქის მოსვლას იმით ვიგებდით.. და ეხლაც წარამარა ვიხედებოდი..
– იცით რას ვნატრობდი? არც საჩუქარს, არც ტკბილეულით სავსე სუფრას, ერთადერთი სურვილი მქონდა .. 24 სთ ზე ნაძვისხის შუქები ამენთო, დიდი ლამპიონის შუქზე თოვლის ფანტელები დამენახა.. ეს ჩემთვის რაღაც ზღაპრულთან და ძალიან ლამაზთან ასოცირდებოდა, და მეგონა რომ ეს თუ ასრულდებოდა ჩემს შემონახულ მაშხალას გავისვრიდი კიდევ ახალი წელიც საუკეთესო იქნებოდა და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა. რა სასაცილოდ მეჩვენება ეხლა ეს ყველაფერი და ამავე დროს ახლა ამ გადასახედიდან რამხელა რწმენას ვხედავ ჩემში. გაივლის სულ რამდენიმე წელი და ახალ წელს მართლაც ევროპაში შვხვდები …
შუქი კი მოვიდა.. ბაბუას ძმამ და ყოფილმა ავტოქარხნის დირექტორმა იპოვეს ნაწილი რომელიც საჭირო იყო წაუღეს ელექტრო სადგურს და საღამოს 23:30 შუქი მოვიდა.. ჩემებს ეძინათ შუქს აღარავინ ელოდებოდა .. მე კი თვალი არ მომუხუჭავს .. იზოლდა ბებიას ლამპიონმა ჩემი ოთახის ფანჯარაში, რომ შეამონათა, ფეხზე წამოვხტი… ფანჯარას ცხვირი მივაბჯინე და დიდი ფიფქების ცვენა ლამპიონის შუქზე ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო სამყაროსაგან.. მერე უცებ ოთახში გავირბინე და ნაძვის ხის შუქები ავანთე,(ჩართულს ვინ დატოვებდა ზამეკანია არ მოხდეს უცებ მოსული შუქისაგანო 🙂 ) ხმაურზე დედიკო ადგა, ხან ერთადერთ მაშხალას ვუყურებდი და ხან საათს .. ტელევიზორი ვერ ავამუშავეთ რადგან ახლო რაიონებში შუქი არ იყო ანძაც გადაცემებს ვერ იჭერდა.. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ნაძვის ხე ანათებდა, იზოლდა ბებიას ლამპიონის შუქზე მუშტის ოდენა თოვლის ფანტელები ცვიოდა და კიდევ ჩემმა მაშხალამ, რომელიც დედიკომ ამანთებინა (იმასაც ალბათ ჩემსავით სჯეროდა სასწაულის) დაყრუებულ უბანს ახალი წელის მოსვლა ამცნო.
-ბოლო 3 წელია საუკეთესო ფრანგული შამანურით ხელში ჯაკუზსში მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.. ეხლა სადაც არ უნდა მოვინდომო (ცუდად არ გამიგოთ) იქ შვხვდები მაგრამ იმ წელმა საუკთესო ემოციები მომიტანა და ყოველთვის მახსოვს..
რას წარმოვიდგენდი მაშინ ალბათ 10-11 წლის გოგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ სასწაულების ყოველთის მჯეროდა, დედიკომ მასწავლა.. მართალია თვითონ შემდეგ დაავიწყდა… მაგრამ მე იმდენად დამაჯერა რომ სასწაული არსებობდა, წლების შემდეგ ისევ მე გავახსენე 🙂
გჯეროდეთ, რომ საუკეთესო წინ არის, მთავარია გჯეროდეთ ..
გუსრვებთ სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას
სატ ნამ
P.S
თქვენ რას გახსენდებათ ბავშობიდან?
დატოვეთ კომენტარი