ვაგრძელებ გულის ჩაკრის თემას
მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი.
ჩვენი ჩაკრები წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს, შესაძლებლობებს, ადამიანურ თვისებებს…
გულის ჩაკრა ეს არის სიყვარულის ადგილი, თანაგრძნობის არა მარტო სხვების მიმართ არამედ საკუთარი თავის მიმართაც. თუ გულის ჩაკრა ბალანსშია, ჩვენ გახსნილი ვართ უსასრულო სიბრძნის მიმართ, გვაქვს კმაყოფილების შეგრძნება, თავს ვგრძნობთ ბედნიერად განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, გვაქვს ძლიერი იმუნური სისტემა.
გულის ჩაკრის გახსნა, აღვიძებს თანაგრძნობას ყველა სულიერი არსების მიმართ, გონებას თავს ვუხრით და გულით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს გვაძლევს საშუალებას აბსოლუტურ სიმშვიდეს მივაღწიოთ შიგნიდან და გული გაუხსნა, მიიზიდო სამყაროსაგან ნაჩუქარი შესაძლებლობები. არის ეს ურთიერთობები, სიმდიდრე, შანსები და ა.შ
ბოლო ათასწლეულის აზროვნების ცვლილებები გამოიწვია პლანატურმა სისტემის ვიბრაციამ და ჩვენც ამ ჩაკრის გასახსნელად კუნდალინი იოგაში ვიყენებთ ვარჯიშებს ,რომელიც აძლიერებს ვიბრაციებს და რომელიც გულიდან მოდის. ეს არის პერსონალური, შენი საკუთარი ვიბრაცია როგორც ინდივიდის, შენი ტემპი, შენი სიჩქარე, განახლებული გულის,ა ენერგეტიკული ცენტრის ენერგია.
“You don’t relate to the soul. You forget you have a soul. What is the use of you when you can’t complete you within your own elementary nature? Without that, you can’t be happy. You have to remember, you are spirit. As long as you don’t remember you are spirit, then how can you know everyone is spirit?” (YB)
- ეს ენერგეტიკული ცენტრი არის სიყვარულის, მისი ნიჭი არის უპირობო სიყვარული, ემპათია და თანაგრძნობა. ეს არის ნიჭი მიწვდე შეუცნობელს, გააღვიძო ცნობიერი. ეს არის ჩაკრა, რომელიც ყველაზე მეტს გასცემს. გულის ფიზიოლოგიურო ფუნქცია არის სხეული 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს სისხლით, მაგრამ ის ჯერ საკუთარ თავს უზრუნველყოფს, იმისათვის რომ ადგილი ახალს დაუთმოს ჯერ საკუთარი თავი უნდა მოამარაგოს სასიცოცხლო ენერგიით. !რომ გასცე უნდა გქონდეს!
• გულის ჩაკრას ბლოკავს წყენა და სევდა. მარტოობა, გაუცხოება, მიჯაჭვულობა. თუ ეს ენერგეტიკული ცენტრი სუსტია? მაშინ გაგიჭირდება გიყვარდეს და თავს სულ მარტოდ იგრძნობ. მაშინ მარტივად გაწყენინებენ, დამოკიდბეული იქნები სიყვარულზე, გექნება შიში ინტიმური ურთიერთობის, მუდმივად დაგჭირდება სხვისი დამტკიცება და ადამინებს სულ უნდა ასიამოვნო.
- დაუბალანსირებელი გულის ჩაკრა საკუთარი საზღვრები არ ცოდნაა, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, ამ დროს იოგები ამბობენ „გული დაკარგა“, რადგან ეგოიზმი და ძალადობაც დაბლოკილი ენერგეტიკული ცენტრის შედეგია. დაკეტილმა გულმა არც ბედნიერება იცის და არც სიხარული, მხოლოდ იმედგაცრუება და გაბრაზება. ამ დროს ვერც მიღწეული შედეგით ტკბები და ვერც ოცნებობ და ბუნებრივია შენის ურვილებიც არ იცი.
• გულის ჩაკრა მჭიდრო კავშირშია ჩვენს აურასთან, მერვე ენერგეტიკულ ცენტრთან. ჩვენს ენერგეტიკულ ველთან.ჩვენი ფიზიკური მენტალური და ემოციური ბალანსი დამოკიდებულია ძლიერ აურაზე. ანუ აურა თუ კი არის ძლიერი, ინტენსიური, ნათელი ჩვენი სიყვარული ფიზიკური სხეულიდან 9 ნაბიჯით ყველა მხარეს გადის. ამიტომ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია უარყოფითი ენერგიებისაგან, საკუთარი დადებითი ენერგიის მიმართვა იქ, სადაც, ძალიან გჭირდება და გარდა ამისა ჩვენი ახლობლებიც გრძნობენ ამ აურას და გაუცნობიერებლად მათი ცხოვრებას უკეთესობისკენ მიდის მხოლოდ იმიტომ რომ ისინი შენთან არიან კავშირში!
როდესაც ხელს შლი გული იხსნება 😉
დატოვეთ კომენტარი