ყოველ ჩვენთაგანს გვიწევს ცხოვრებისეულ სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება და ყოველდღიურ სტრესს მოტივაციის დაკარგვასთან მივყავართ,მოტივაციის იმისა რომ გავხდეთ ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები, გავაგრძელოთ განვითარება, ვისწავლოთ და შევიმეცნოთ ჩვენი თავი, მაგრამ ნუ შეგეშინდება … შენ მარტო არ ხარ…
´´შენი თავისთვის დაწესებული ლიმიტი, მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაწილია´´
საუკეთესო გზა მოტივაციის ასამაღლებლად თვითმოტივაციაა. მოდი წარმოიდგინე შენი თავი ორ სხვადასხვა სიტუაციაში.
1.გაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაასრულო, რომლითაც აღფრთოვანებული არ ხარ, მაგრამ შენი მოვალეობაა მისი ბოლომდე მიყვანა. აუცილებლობა გაძლევს მოტივაციას რომ ბოლომდე მიიყვანო დაწყებული.
2.გაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაასრულო, მაგრამ ამ შემთხვევაში დაინტერესებული ხარ მისი არსით და უთმობ შენს დროს და მაქსიმალურ ენერგიას.
რომელ სიტუაციაში იქნებოდი ბევრად უფრო ეფექტური და მოტივირებული?დარწმუნებული ვარ ყოველმა თქვენგანმა მეორე ვარიანტი აირჩია. სწორედ ეს არის თვითმოტივაცია, რომელიც საკუთარი თავის განვითარებასა და წარმატებაში გვეხმარება. და თუ შენ იპოვი შინაგან ძალს და საყრდენს შენთვითონ მისცე საკუთარ თავს წინსვლის და ემოციური ინტელექტის განვითარების მოტივაცია, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება.
შენ ალბათ გაგიჩნდება კითხვა – კი მაგრამ როგორ შევძლო საკუთარი თავის მოტივაცია?
მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიარო …
მედიტაცია– მედიტაციას შეუძლია შეცვალოს შენი გონება და ამოაყირავოს შენი ცნობიერი პოზიტიურ დონეზე. ამ დროს უმჯობესდება კონცენტრაცია, ხდები ნაკლებად მღელვარე, იზრდება კრეატიულობა,ხდება მეხსიერების გაუმჯობესება, ფიზიკური გამოჯანმრთელება და მცირდება სტრესი. როდესაც ნეგატიური ფიქრები ქრებიან რჩება მხოლოდ ადგილი საკუთარი თავისთვის და შენც პოულობ იმ მარცვალს რომელმაც შენი წარმატება უნდა გააღვივოს.
მოუსმინე შენს სურვილებს– როდესაც ჩვენი თავის და ჩვენი სურვილების მოსმენას ვიწყებთ მაშინ ვიღებთ სწორ პასუხებს რაოდენ გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს ის სხვისთვის. როდესაც იცი რისი კეთება გინდა მთელი გულით, სად იქნები ბედნიერი, ვინ გინდა რომ შენს გვერდით იყო მაშინ პოულობ მოტივაციას მიაღწიო ამ მიზნებს და შეიქმნა შენთვის სასურველი მდგომარეობა და ჯადოქრობაც აქ იწყება, ერთი ხელის მოსმით არა, მაგრამ ერთი ფიქრის გააზრებით კი აუცილებლად.
გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი– მაშინ როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები და გგონია რომ გამოსავალი არ ჩანს, ნუ იფიქრებ იმაზე თუ როგორ მიაღწიო დასახულ მიზანს, ნუ იფიქრებ დანებებაზე და ნურც მოტივაციის ძებნას დაიწყებ. გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი და დამიჯერე რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სირბილს დაიწყებ და მაშინ მიხვდები რომ ეს პატარა ნაბიჯები თვითმოტივაცია არის.
´´წარმატება არ არის ფინალი, არც დამარცხება არის დასასრული. გამბედაობა არის მნიშვნელოვანი ´´
დააჯილდოვე საკუთარი თავი– დაისახე პატარ-პატარ მიზნები და როგორც კი მნიშვნელოვან ნაწილს გაივლი, დააჯილდოვე საკუთარი თავი. გახსოვდეს შენ ცვლი სამყაროს და შენ ცვლი საკუთარ თავს.
გააცნობიერე სარგებელი– მთავარი მამოტივერებელი მაინც ის სარგებელია რომელსაც ჩვენი საქმით ვქმნით იმ ადამიანებისთვის ვისზეც ვზრუნავთ. ასე რომ დააფასეთ და დაინახე სარგებელი შენს ნებისმიერ საქმიანობაში და მენდე წვიმიან ამინდშიც კი საქმეს ას პროცენტიანი მოტივაციით შეუდგები.
´´არ დაელოდო შესაძლებლობებს, შექმენი ისინი´´
დატოვეთ კომენტარი