-მარიკა შენ სულ კარგ გვერდზე გიყვარს დაჯდომა: მითხრა მეუღლემ და ტახტის კუთხეზე მიმითითა…
ჩვენს ტახტს სამი კუთხე აქვს, არ ვიცი რატომ , მაგრამ მე რომ ვჯდები იქ, ყველას მაშინ ახსენდება განაპირა კუთხე… 🙂
– აქ თუ არ დავჯდებოდი, მეორე კუთხეში ვიქნებოდიი: -ღიმილით ვუპასუხე და ზურგს უკან ბალიში გავასწორე, რომ უფრო კომფორტულად მოვწყობილიყავი და ხელში მიშელ ობამას ავტობიოგრაფიული წიგნი ავიღე… მინიმუმ ერთი საათი ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი და კარგი საყრდენი მჭირდებოდა.. წიგნში ჩავიხედე 186 გვერდზე მიშელ და ბარაკ ობამას ქორწილის ცერემონიალის აღწერა იყო, სადაც მიშელი ბარაკს როგორც საკუთარ საყრდენს აღწერს … წიგნის ფურცლებს თვალი ავარიდე და ფიქრებს გავყევი .. საყრდენი .. საყრდენი .. ამასწინად პოსტიც დავწერე 6 საყრდენის შესახებ, რაც ჩემი აზრით, ყველა რეალიზებულ ქალს წესრიგში უნდა ჰქონდეს.. . იხილეთ ლინკი აქ http://bit.ly/2LCtZ28
მე კი თავიდან დავიწყებ .. წერა ძალიან მიყვარდა სკოლაში, უფრო სწორად თავისუფალი წერა, როდესაც ჩვენი მოგონილი ამბები უნდა გვეწერა და გვეხატა… მაგრამ ორივეს მიმართ ინტერესი მალე დავკარგე, ალბათ მესამე კლასში უკვე წერაც მეზარებდა და ხატვაც შემძულდა, მიზეზი იყო, რომ ყველა ამბობდა ქართული წერა რთული არის და შენ რუსული ენის გავლენა გაქვსო.. ხატვა კი შემძულდა, რადგან გაკვეთილზე ყოველთვის ერთი და იგივეს ვხატავდით და ყოველი ხატვის დაწყების წინ ველოდებოდი ახლა ნახატს, ბოლოს კი იმედგაცუებისგან დავბლოკე ეს სურვილი საერთოთ.
მას შემდეგ მინუმუმ 20 წელი გავიდა, რუსულს ფლომანდიური ენა დავამატე, ინგლისური, ფრანგულის სწავლა დავიწყე, დამიგროვდა უამრავი სათქმელი, მაგრამ სულ ვფიქრობდი სკოლაში ერთ რუსულს ასეთი გავლენა ჰქონდა და ახლა ამდენი ენები სულ დაანგრევდა ჩემს ქართულ წერას, ამიტომ წერას ვერც ვბედავდი ..
ხატვასაც არასოდეს არ მივბრუნებივარ, არადა ხშირად მინდოდა. ემოციები , რომელიც ყველასგან შორს, საზღვარგარეთ მაწვებოდა აქ მაინც გამომეხატა… მაგრამ რა მეხატა?! ხატვა არ ვიცოდი, ჩემს თავსაც ისე დავაჯერე არ ვიცი ხატვა და არც წერა, ყოველ სურვილს ულმობლად ვგმობდი.
ალბათ 5-6 წლის წინ, პირველად მოვხვდი კრეატიულ თერაპიაზე, როგორც ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განხრა, იქ საუბარი იყო ენერგიულს ცენტრებზე (http://bit.ly/2qxAh5O)
7 ენერგეტიკული ცენტრი უნდა დაგვეხატა, თავიდან, მეუცხოვა ეს და არ მესიამოვნა დიდი ხნის გადავიწყებული ჰობის თავიდან აღმომეჩინა, მასწავლებელი მკაცრი იყო და ყოველ ჩემს წინააღმდეგობას არაფრად აგდებდა, ის კი არა და სახლშიც გამომატანა დასახატი მასალა.
თავიდან ფანქრები უინეტერსოდ შევათვალიერე, ფურცელს უღიმღამოდ დავხედე და დავიწყე წერტილების შეერთება პირველი ენერგეტიკული ცენტრის შესაქმნელად. ნელ-ნელა აზარტში შევდიოდი, როდესაც შვიდივე ენერგეტიკული ცენტრი შევქმენი მივხვდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი საქმე იყო, რაც ბოლომდე მივიყვანე.
გაცნობიერებამ დიდი ენერგია მაგრძნობინა, ამასობაში მეგობარმა თექის კურსები შემომთავაზა, ჯერ ინტერნეტით შემდეგ კი ედენაში http://bit.ly/2E5XqTZ ვორქშოპზე შექმნილი ჩემი რამდენიმე ნამუშავარით, ჩემი ბავშობის ჰობი გავიხსენე და ეხლაც როდესაც სიამოვნების მიღება მინდა ჩემს თექას მივუბრუნდები ხოლმე 🙂
ხატვა და ხელოვენბა მე თავად ჩავკეტე ჩემში, მისმა გამოღვიძებამ თვითრწმენა შემმატა, მაგრამ წერას მაინც ვერ ვბედავდი, წერა არა მხოლოდ ქართულად, ფლომანურადაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი მშობლიურ ენაზე მიჭირს და შესწავლილ ენაზე რა უნდა დავწერო?! თუმცა ადამინები გარშემო, უნივერსიტეტეში, კურსებზე, სამუშაოზე უამრავ კითხვას მისვამდნენ, აინტერესებდათ საიდან ვიყავი, როგორ შევძელი ინტეგრირება უცხო ქვეყანაში და ა.შ უამრავი სათქმელი დამიგროვდა, ჩემი გამოცდილება ჩემს ტრენინგებში ჩავდე, თუმცა ვხდებოდი ეს არ კმაროდა, ძალინ მინდოდა ადამიანებს ჩემი გამოცდილება წაეკითხათ კიდეც და გამოეყენებინათ.
რამდენიმე წლის წინ, მწერალი ნატა თვალაძე გავიცანი, მისი წერის სტილი ძალიან მომწონდა და მომწონს კიდეც 🙂 ნატა დამეხმარა რომ სტილი დამეხვეწა, თავიდან ჩემი ჩანაწერი პატარა ბავშვის ნაბიჯებს ჰგავდა, როდესაც პირველ ნაბიჯს დგამს და თან უხარია და ეშინია.
ერთი წელია ბლოგს ვწერ, მართალია ჩემი ჯგუფის წევრებიც მეხმარებიან და მეც უფრო ვიხსნები და ვხვეწ ჩემს სათქმელს ჩემს მკითხველამდე მისატანს. როგორც აღვნიშნე, წელზე მეტია, რაც ჩემი ლოტუსი და ბლოგი არსებობს, კომენტარებიდან ვხვდები, რომ სათქმელი მიმაქვს მკითხველამდე.
გავბედე წელს და ფლომანურშიც ავიყვანე მასწავლებელი წერის სტილის დასახვეწად და წელს ბლოგი ფლომანურ ენაზეც მექნება. 🙂
მართალია ორივე ენაზე იდეალურ წერამდე ჯერ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე ჩემი ბავშობის ჰობი დღეს რეალობად ვაქციე უკვე ძალას მაძლევს ვიარო წინ და ჩემი მისია შევასრულო.
შევაგრძნობინო, რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე 🙂
დატოვეთ კომენტარი