ჩვენი პროექტები არის კომპლექსური და ქალის განვითარების 6 საფეხურს მოიცავს, სხეულზე და ზრუნვა ერთ-ერთი მათგანია და ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ იოგებისათვის შეუცვლელ საშულებას და ეს არის კიტრი, ის ხელს უწყობს სხეულს მიანიჭოს ენერგია და ჰიდრატაცია, სტატაიაში, მე გაგაცნობ რამდენიმე რეცეპტს რომელიც სახის კანისათვის უებარი საშუალებაა. ის სახის კანს შეუნარჩუნებს ბრწყინვალებას, თუ დაკარგული აქვს დაუბრუნებს, გაგათავისუფლებს ნაოჭებისაგან და კანს მეტად ელასტიურ გახდის.
ჩემი ინსპირატორი ჩემი პიჟამა -მამას რედაქტორი სოფია იყო.
ალბათ უკვე ხშირად გინახავს ქალის ფოტო კიტრის რგოლებით თვალებზე ეს უკვე გაცვეთლი ფრაზაა და კლიშე, მაგრამ იცი ეს ნადვილად კარგად მუშაობს.
კიტრი შეიცავს არაჩვეულებრივ თვისებებს, რომ კანი გლუვი და ელასტიური გახადოს, თუ საჭიროა განაახლოს და დაბერებას გადაარჩინოს.
- კიტრი შეიცავს 96% წყალს რაც იმას ნიშნავს რომ დამატენიანებელი საშუალებაა, სხეულს დეტოქს უკეთებს და ტოქსინებისა და შლაკებისაგან ათავისუფლებს.
- კიტრი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: C, B1, K და A, კოფეინის მჟავას, რაც კანს ააცილებს შეშუპებას.
- კიტრი შეიცავს სასარგებლო მინერალებს, მაგნიუმს, კალიუმს, უნარჩუნეს კანის ქსოვილებს დამაკავშირებელ ნივთიერებას ამაღლებს კოლაგენს, კანი ელასტიური ხდება და ნაოჭების რაოდენაბაც მცირდება.
- კიტრი ატენიანებს კანს
გადავიდეთ რეცეპტებზე:
პირველ რიგში მინდა მოგცეთ
კიტრის სკრაბი.
1/2 საშუალო კიტრი
3/4 ჩ.ჭ შაქარი
1ს.კ ქოქოსის ზეთი
4-6 პიტნის ფოთოლი ან პიტნის ეთერული ზეთი
აურიე ყველაფერი ბლენდერში და სველ სახეზე წრიული მოძრაობებით შეიზილე. ეს სკრაბი სხეულზეც შეგიძლია გამოიყენო, თუ მეტი ენერგია და ეფექტი გინდა სკრაბი მოამზადე და მაცივარში შეინახე და შემდეგ კანზე ცივი წაისვი, თბილი წყლით ჩამოიბანე, სხეულს და კანს აღარც ბოდის ლოსიონი და აღარც კრები არ დასჭირდება.
ვის არ ქონია მომენტი, დილით სარკეში ჩახედავ რომ გეზარება შეშუპებული თვალის უპეების გამო. უარეს შემთხვევაში ჩალურჯებულიც, კიტრის და პიტნის თვალის პატჩები ეხლა მისწრეა იქნებოდა. კიტრის და პიტნის კომბინაცია კაპილარებს ჯამრთელობას აღუდგენს და სისხლის ცირკულაციასაც განაახლებს. გარდა ამისა უპეების სილურჯესაც ხსნის.
ეს პატჩები წინასწარ შეგიძლიათ გაამზადოთ და საყინულეში შეინახოთ.
რეცეპტი:
1/2 საშუალო კიტრი
2 ს.კ ალოეს გელი
2, 3 ფოთოლი პიტნა
10, 12 ბამბის პატჩი.
გაატარეთ ინგრედიანტები ბლენდერში, ჩადეთ შიგ პატჩი, ემდეგ გაწურეთ ოდნავ ისე რომ სისველე მთლიანად არ გავიდეს პატჩი მწვანე უნდა იყოს.
ჩადე პაკეტში და საყინულეში შეინახე.
საჭიროების შემთხევევაში ოდნავ გაალღვე და დაიდე თვალებზე.
სახის ნიღაბი:
ეს ნიღაბი კანს ელასტიურობას, სიმშვიდეს და განახლებას მიანიჭებს.
შვრიის ანტელუ წმენდს და აღადგენს კანს, რეჰანი და იოგურტი ახალგაზრდობას უნარჩუნებს, კიტრი კი ამშვიდებს და წმენდს კანს.
ეს რეცეპტი ძალინ მგრძნობიარე კანაც კი მოუხდება დაამშვიდებს და ელასტიურობას შესძენს.
1/2 საშუალო კიტრი
1 ს.კ შვრიის ფაფა
2ს.კ იოგურტი
3, 4 ფოთოლი რეჰანი
ყველაფერი აურიე ბლენდერში და სუფთა სახეზე დაიდე, გააჩერე 25 წთ, ჩამოიბანე თბილი წყლით უსაპნოდ,
და დღეისათვის ბოლო კიტრის რეცეპტი
კიტრის გამაგრილებელი წყალი რომელიც არა მარტი სიცხის დროს გაგარილებს არა მედ ზამთარშიც როდესაც წყლის მიღება ძალით გვიწევს გაამარტივებს.
ის შეიცავს ვიტამინებს, წნედს სხეულს შლაკებისაგან და ტოქსინებისაგან. რაც მთავარია ჩვენთვის ქალებისათვის კანის გახაალგაზრდავებას უწყობს ხელს.
არა ნაოჭებს და დააბერებას 🙂
1/2 საშუალო კიტრი
1/2 ლიმონი
1,5 ლ წყალი
დავჭრათ ლიმონი და კიტრი თხელ ნაჭრებაც დავასხათ წყალი და 2, 3 საათი გავაჩეროთ. გემრიელად მიირთვით
ეს მართლაც საუკეთეს რეცეპტებია რომ ჯამრთელად და ენერგიულად შეიგრძნო თავი ამიტომ გამოიყენე და მეგობრებსაც გაუზიარე.
დატოვეთ კომენტარი