კარგი კომუნიკაციის მთავარი მიზანი არის ამაღლება. იოგი ბაჯანი გამოყოფს კომუნიკაციის რამდენიმე სტილს : მითითება, პროვოცირება, დაპირისპირება (კონფრონტაცია), განმტკიცება (არ დაგავიწყდეთ ბოლო ნაბიჯი!)
მითითება მომართე შენი გონება და გული ადამიანზე.
პროვოცირება შეაჯამეთ ის გარემოებები და შედეგები, რომელიც დაკვირვებისას მიიღეთ. დასვით კითხვები, რომელიც წააქეზებს და უფრო მეტად დაგანახებთ სიტუაციის სიღრმეს. გაიგეთ და ასახეთ იგი.
დაპირისპირება აიღე ჩაკრისა და აურის პასუხისმგებლობა. ისაუბრე პირდაპირ ისე რომ ადამიანმა არ დაკარგოს საუბრის ფოკუსი. გამოწვევის წინაშე დააყენე ჩვევა და არა ადამიანი.
განმტკიცება განამტკიცეთ ადამიანი ენერგიის ამაღლებით, მოახდინეთ მისი პროექტირება. ტრანსფორმაცია დაფუძნებულია ინსპირაციაზე, მხარდაჭერასა და იმედის მიცემაზე.ჩაკრების ცოდნა და კომუნიკაციის სტილი რომელიც დაკავშირებულია თითოეულ მათგანთან არის ეფექტური კომუნიკაციისთვის დიდი დახმარება.
სტუდენტმა იოგი ბაჯანს ჰარმონიულ კომუნიკაციაზე ჰკითხა.
სტუდენტი : არსებობს თუ არა უნივერსალური წესები ჰარმონიული კომუნიკაციისთვის და დგას თუ არა მის მიღმა რაციონალური გონება? არსებობს თუ არა უნივერსალური წესები ჰარმონიული კომუნიკაციისთვის და დგას თუ არა მის მიღმა რაციონალური გონება?იოგი ბაჯანი : აქ არის წესები, რომლებიც უნდა დაიმახსოვროთ.
- წესი პირველი
შენ კომუნიცირებ უკეთესი ხვალინდელი დღისათვის და არა იმისთვის რომ გააფუჭო დღევანდელი დღე.
- წესი მეორე
რაც არ უნდა თქვა ის იცოცხლებს სამუდამოდ და შენ მოგიწევს მისით ცხოვრება. ასე რომ გაფრთხილდი თუ არ გინდა შენივე კომუნიკაციის ტალახში ცხოვრება.
- წესი მესამე
ერთმა არასწორმა ნათქვამმა სიტყვა შეიძლება იმაზე ცუდი შედეგი გამოიწვიოს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
- წესი მეოთხე
ნათქვამი სიტყვები არის შანსი კომუნიკაციისთვის. არ გადააქციო ისინი ომად.
- წესი მეხუთე
როცა კომუნიკაციაში ხარ იფიქრე რომ ეს მეორედაც მოგიწევს. ასე რომ გაიმარტივე გზა.ჰარმონიული კომუნიკაცია არის ყველაფრის საფუძველი რაც შენ ამ პლანეტაზე გჭირდება.ამიტომ თუკი აღმოაჩენთ ამ დეფექტს აქ არის მისი გამოსწორების ორი გზა.
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვისწავლე კარგი კომუნიკაციისთვის არის ის რომ დადგეთ სარკის წინ და ესაუბროთ თქვენს გამოსახულებას, ხოლო შემდეგ უპასუხეთ იმ სახელით თითქოს განსხვავებული პიროვნება ყოფილიყოს.
- მეორე საშუალება არის რომ გქონდეთ ხმის ჩამწერი და მთელი დღის განმავლობაში თან იქონიოთ, რათა ჩაიწეროთ თქვენი ნათქვამი თითოეული სიტყვა. საღამოს დაჯექით და მოუსმინეთ ამ ჩანაწერს. შემდეგ მიხვდებით თუ როგორი შეურაცმყოფელი, ნერვიული და არაჰუმანური ხართ. მოუსმინეთ ამ ჩანაწერს ძალიან ხმამაღლა. შექმენით ჰარმონიული კომუნიკაცია თქვენივე ჩანაწერიდან. მას დაარქვით ´თვით გამოსწორების ჰიპნოზური კომუნიკაცია.´
თარგმნილია სპეციალურად ლოტუსისთვისწყარო KRI ( Kundalini Research Institute )
მთარგმნელი და სტატიის ავტორი : თეონა თეთრაძე
დატოვეთ კომენტარი