მოგესალმები საყვარელო მკითხველო. ვაგრძელებ სტრესის თემას, უფრო სწორად უკვე მრავალჯერ პირადად გამოცდილ ტექნიკკებს გიზიარებ, როგორ გათავისუფლდე სტრესისგან. დღეს მინდა შემოგთავაზო მედიტაცია სანთლით, ეს არის ბევჯერ გამოცდილი მეთოდი ჩემს მიერაც, რომელსაც სრული სიმშვიდე და სიმსუბუქე მოაქვს. ის აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს. ყველამ იცის, რომ მედიტაციას და მანტრას ერთად ძალიან დიდი შედეგი აქვს და შეიძლება ითქვას, ჯადოსნურად მუშაობს, მაგრამ მედიტაცია სანთლით, სრულ სიჩუმეში, არანაკლებ ეფექტურია. მისი დახმარებით მარტივად უშვებ ცხოვრებიდან არასასურველ მდგომარეობას. თითქოს ყველაფერი არასასურველი ცეცეხლში იწვება, იფერფლება და განიცდის ტრანსფორმაციას. თუ სანთელი ნატურალურია, აქვს თაფლის, ლავანდის… სუნი მაშინ შედეგი ბევრად უკეთესია. მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო, გადავიდეთ მედიტაციაზე.
5 ნაბიჯი თუ როგორ მოვემზადოთ მედიტაციისთვის:
- შეარჩიე ადგილი, სადაც დაჯდები და შეასრულებ მედიტაციას, რადგან მედიტაცია სანთლის საშუალებით ხდება ნაკლებად განათებული ოთახში. ჩააქრე შუქი, დააბნელე ოთახი ფარდებით და დაარეგულირე ოთახის ტემპერატურა, რათა ყურადღება არ გაგეფენატოს სიცივე/სიცხეზე ოთახში.
- აანთე სანთელი შენი თვალის სიმაღლეზე და შენიდან 50 სმ-ით მოშორებით, თავად აარჩიე იატაკზე დაჯდები თუ სკამზე, მთავარია ზურგი იყოს გასწორებული.
- მიმართე შენი ყურადღება ცეცხლზე, წარმოიდგინე, როგორ იწვება ის და შეიგრძენი ამ ცეცხლის სითბო შენს სხეულში, (ვიცი სათქმელად მარტივია, მაგრამ ნელ-ნელა გამოგივა), ეს დაგეხმარება მარტივად გათავისუფლდე სტრესული ფიქრებისგან. თუ ცრემლები წამოვიდა, ნუ შეაჩერებ, მიეცი საშუალება გათავისუფლდე და თუ ფიქრი სადმე გაგექცევა, მშვიდად მიაბრუნე ისევ ცეცხლზე შენი ყურადღება.
- როგორც ნებისმიერი მედიტაციის დროს, სუნთქვას აქ მნიშვნელოვანი როლი აქვს, ისუნთქე ღრმად და მშვიდად, ასე უფრო გააცნობიერებ შენი სუნთქვის რითმს და მაქსიმუმს მიიღებ მედიტაციისგან. მოუხადე მადლობა ამ მდგომარეობას.
- თუ მედიტაციამ კარგად ჩაიარა და სიამოვნება მოგიტანა, შეიგრძენი ეს მდგომარეობა, ეს არის წმინდა და სუფთა ენერგიის შეგრძნება, სტრესული ფიქრებისაგან გათავისუფლებული გონება, მადლიერების გრძნობა. შეიგრძენი ეს სენსაცია, შეავსე სხეული მადლიერების და ჰარმონიის შეგრძნებით, საკუთარი თავის მიმართ. მოუხადე მადლობა საკუთარ თავს და სამყაროს.
თუ შენთვის ეს მედიტიაცია არ არის და გიდირებულ მედიტაციას, დახუჭული თვალებით, მეტი სიამოვნება მოაქვს შენთვის, მაშინ მოუსმინე ამ მედიტაციას.
წარმატებებს გისურვებ http://bit.ly/2sNkkcN
და ყოველდღიური სიხარულის შეგრძნებას
სატ ნამ ?
დატოვეთ კომენტარი