იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება. ?
ნამასტე ცხოვრების გზა და ცნობიერი ცხოვრების წესია. ადამიანები ხშირად ნამასტეს რელიგიასთან აიგივებენ რაც არასწორია. თუ ნამასტეს ცხოვრების წესად აქცევთ, მეტად ცნობიერი და ამავე დროს ბედნიერი იქნებით.
ნამასტე ეს არის ყველაზე ლამაზი და თავმდაბალი მისალმება. ის ძველი სანსკიტიდან ითარგმნება, როგორც “ჩემი ღვთისეული მისალმება შენს შინაგან ღვთისეულს”. მას ყოველთვის თან ახლავს ანჯალი მუდრა. ორივე ხელს ადებთ ერთმანეთს გულთან და თავს ოდნავ დაბლა ხრით. ეს თავმდაბალი მისალმება გულიდან მოდის.
ნამასტეს სულიერი მნიშვნელობაც აქვს, როდესაც თავს დაბლა ვხრით და ორივე ხელი გულთან მიგვაქვს, თვალებს ვხუჭავთ მანიშნებელია, რომ ჩვენს შინაგანს, ჩვენს საკუთარ თავს, ჩვენს სულს ვუღრმავდებით და ღვთისეულს ჩვენში ვაღიარებთ, გულში სიყვარულსა და რწმენას ვაღრმავებთ.
ნამასტე სიმბოლური მნიშნელობაც აქვს.
ანჯალი მუდრის დროს ხუთი მარცხენა ხელის თითი, ხუთ მარჯვენა თითს ეხება. მარცხენა ხელის თითები ხუთი ძირითადი გრძნობის გამომხატველია, ხოლო 5 მარჯვენა თითი შემეცნებითი ორგანოების.
ანჯალი მუდრის საშუალებით ათი თითი ერთმანეთთან კავშირშია, ათი მისტიური რიცხვია, რაც ჰარმონიას, მთლიანობას გამოხატავს. ანუ ჩვენი გრძნობები ჰარმონიაშია ჩვენს სხეულთან, სხეულის ორგანოებთან. ჩვენი ცოდნა უნდა გამოვიყენოთ და ცნობიერად ცხოვრების ხარჯზე, მთლიანობა, სისრულე და უწყვეტი კავშირი შევქმნათ ცოდნასა და მოძრაობას შორის,
ნამასტე ეს ცხოვრების წესია, ცხორების გზა. ეს არის გზა, დაანახო სიყვარული გარშემომყოფებს, ამაღლდე საკუთარ ეგოზე და დაამყარო ჰარმონიული კონტაქტი სამყაროსთან, ბუნებასთან, გარშემომყოფებთან. ადამიანებში სიკეთე და სიყვარული დაინახო და ამით საკუთარი თავი მთლიანი და ჰარმონიული გახადო.
ამ გზით ისწვლი მიიღო ცნობიერად და შეიყვარო ის რაც რაც გაქვთ, ის რაც თქვენს გარშემოა.
მიხვდება, რომ გიყვარდეთ ადამიანი მისი განსხვავებული რწამსის თუ რელიგიის გამო, მის აზრს პატივი სცეთ. თუ კი ადამიანებს გაემიჯნებით, კედელს ააშენებთ თქვენსა და მათ შორის და თქვენი პიროვნული ზრდაც შეწყდება.
ყოველთვის, როდესაც ადამიანთან კონტაქტს იწყებთ, იფიქრეთ რომ მას იღებ ისეთს, როგორიც არის. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრებაში მხოლოდ უნდა მიიღო და არაფერს არასოდეს შეეწინააღმდეგო. როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ თქვენგან განსხვავებულ ადამიანებთან, ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარ თავთან კონფლიქტი შეწყვიტე და საკუთარი თავი მიიღე ისეთი როგორიც ხარ. სწორედ აქედან იწყება თქვენი პიროვნული და სულიერი ზრდა.
დაიჯერე და დაინახე უფალი ყველა ადამიანში. უფალმა ხომ სახედ თვისად შეგვქმნა და საკუთარი სული შთაბერა ყველა ადამიანში.
დატოვეთ კომენტარი