მოგესალმები საყვარელო და ერთგულო მკითხველო,
დღეს მინდა კუნდალინი იოგის კულისების მიღმა შემოგახედო და დაგანახო რა ხდება ამ სასწაული იოგის მიღმა და რა სადუმლოებებს მოიცავს ის.
მოგეხსენება კუნდალინი იოგა იოგი ბჰაჯანმა შემოიტანა დასავლეთში. ის მოვიდა რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი გაეზარდა, მასწავლებელი არა მარტო იმ გაგაებით, რომ იოგის მასწავლებელი არამედ ადამიანი როგორც მასწავლებელი.
ვინ არის მასწავლებელი?
ადამიანი, რომელიც განსაცდელში ზრდას ხედავს და იცის რომ ყველა დაღმართს აღმართი მოყვება. რომ ყველაფერი დროებითია, არაფერზე უნდა გახდე მიჯაჭვული რადგან მიჯაჭვულობა და დაკარგის შიში თესავს შფოთს და შიშს ადამინის გულში, აკარგვინებს მოსვენებას.
კუნდალინი იოგა უძლიერესი იოგა არის ამ მხრივ, მისი ვარჯიშები და მედიტაციები ისე არის აწყობილი, რომ ის ათავისუფლებს ადამიანს ყველა მიჯაჭვულობისაგან, რწმუნებულებისა და შიშისაგან.
მინდა ჩემი პირადი გამოცდილება მოგითხროთ.
იოგით 2014 წლიდან ვარ დაკავებული 2016 წლიდან კი უკვე ინეტსიურად დავიწყე ვარჯიში, ჩემს ცხოვრებაში კუნდალინი, იოგა როდესაც შემოვიდა, წესიერად არც ვაცნობიერებდი ამ იოგის ძალას.
ჯერ ჩაკრების კურსი გავიარე, შემდეგ ნუმეროლოგიის, ცოტა ხანში თავად გავხდი იოგის ინტრუქტორი.
2017 წლიდან იოგას პროფესიულად ვასწავლი ბელგიაში და საქართველოში.
კუნდალინი და ჰათჰა იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
ეხლახან გადავწყვიტე კუნდალინი იოგას კიდევ უფრო ჩავღრმავებოდი და Kundalini research institut – ინსტისტუში ჩავეწერე.
პირველივე სემინარზე თავსაბურავის თემა აგვიხსენეს.
საბურავს არანაირი რელიუგიური უფალმა დაგვიფაროს არაქვს. მას ვიკეთებთ რომ უფრო ცნობიერი ვიყოთ მედიტაციის დროს და გარდა ამისა კუნდალინის ვარჯიში დროს ენერგიის მომატებამ თავის ტკივილი იცის და თავ საბურავი თავის ტკივილსაც აგარიდებს და შენს აურას დაიცავს, რომ ვარჯიშის დროს სხვა სტუდენტების ენერგია არ მიიღო.
რადგან არ მიყვარს თავზე არაფრის დახურება, მხოლოდ კაშნი მქონდა წაღებული რომ მხრებზე მომეხურა. თავზე დახურვა კი იმიტომ არ მიყვარს, რომ ეს ჩემში ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევდა, ეს ასოცირდებოდა ქალის უფლებების დარღვევასთან და მეორე თავის ტკივილთან, გლოვასთან.. საქართველოში ვინც გაიზარდა და ცხოვრობს ამას გამიგებს.
მოკლედ სწავლა კი გავაგრძელე მაგრამ იმ პირობით რომ თავსაბურავს არ გავიკეთებდი ვარჯიშის დროს, მე თავისუფლება მიყვარს ამაყად განვაცხადე და კაშნი მხრებზე გავისწორე.
კარგიო მითხრა მასწავლებელმა ჰარი კრიშანმა. ეს შენი გადასაწყვეტია, თბილად გამიღიმა და მხარზე ხელი დამადო.
დღის მეორე ნახევარში როდესაც მესამე კრია დავამთავრეთ საშინლად ამტკივდა თავი. დავაბრალე, რომ დილით ყავის დალევა ვერ მოვასწარი რადაგნ სადჰანა დილის 5 სთ დაიწყო.
ყავა ვთხოვე ჩვენს მზარეულს, გამიმზადეს. ცოტა ხანს დავისვენე, თავის ტკივილი ვერ მოვიშორე. ამ დროს ოთახში ჩემი მეორე მასწავლებელი სანგეტა შემოვიდა. მას ჩემი პოლემიკა გაგონილი არ ჰქონდა და ჩემი სახე, რომ დაინახა რა მოხდაო მკითხა.
როდესაც ჩემი მჟავე სახის ამბავი ვუთხარი მითხრა კაშნი თავზე მოიხვიე, აქ სხვადასხვა ენერგები ტრიალებს და თავი იმიტომ გტკივაო.
აღარ დავიწყე ჯიუტობა და თავზე ჩემი კაშნი მოვიხვიე, 5 წთ-ში თავის ტკივილმა გამიარა.
ამის შემდეგ როდესაც ჯგუფურად იოგას ვაკეთებ სულ ვიფარებ თავზე და მომწონს კიდეც მართლაც უფრო ცნობიერი ვხდები მედიტაციის დროს და რაც მთავარია თავი აღარ მტკივა.
შეიძლება ეკლესიაშიც ამ მიზნით ვიხურავთ ქალები თავზე?
მაინტერესებს შენი უკუკავშირი.
დატოვეთ კომენტარი