ბოლო წლებია, გარშემო თითქმის ყველა მეკითხება : ” ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ? ან ასეთი მშვიდი რატომ ხარ?” თავიდან ცოტა მიკვირდა, მაგრამ რადგან კითხვას საქართველოშიც და ბელგიაშიც მისვამენ, დავრწმუნდი, რომ კითხვის ადრესატი ნამდვილად მე ვიყავი : )
ადრე, სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი და არც მიფიქრია ამ კითხვაზე რა მეპასუხა, ახლა კი მაქვს ზუსტი და პასუხებია და ეს არის – იოგა, მედიტაცია და პერსონალური განვითარება.
დღეს მე ჩემს ბლოგში გულახდილად გესაუბრებით იოგაზე.
იოგა- ეს არის უწყევტი წყარო იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, გქონდეთ ჯანსაღი, ლამაზი და მოქნილი სხეული. ეს, ალბათ თქვენთვის ახალი არ არის , რომ იოგა სხეულს მოქნილობას მატებს, როგორც კი იოგას ახსენებთ, უმრავლეს ჩვენგანს წარმოგვიდგება ადამიანის სხეული რომელიმე პოზაში გაკვანძული. ))) ხომ მართალია? მართალია, რადგან იოგა, სხვა სპორტისაგან განსხვავევიბით, მოქნილობას უწყობს ხელს და არამარტო სხეულის მოქნილობას, ასევე , ტვინის მოქნილობასაც.
ის ვინც იოგათია დაკავებული დააკვირდით, ადრე ის რაც ძალიან გაღიზიანებდათ, იოგის შესრულების პროცესშივე თქვენ შეცვლით მათთან დამოკიდებულებას. ყოველი ასანა უფრო მეტ შემართებას გაძლევთ და თუკი რომელიმე მათგანი ადრე სულ არ გამოგდიოდათ (და ეს ხომ ნორმალურია, სხეული თავიდან არ არის ისეთი მოქნილი), როდესაც ყოველდღე უფრო და უფრო სინჯავთ თქვენი სხეულის საზღვრებს, ესა თუ ის ასანა უკეთ გამოგივათ, უფრო თვითდაჯერებული და დარწმუნებული გახდებით საკუთარ ძალებში და დამიჯერეთ, ეს საპირისპირო სქესს შეუმჩნეველი არ დარჩება. 🙂
იოგა ქმნის კუნთოვან სიძლიერეს, ჩვენ ხომ დაგვაჯერეს, რომ მუცლის პრესი 50-ჯერ მაინც უნდა გააკეთო დღეში, რომ ლამაზი მუცელი გვქონდეს, იოგას დროს კი არანაირი ზედმეტი დაძაბულობა არაა საჭირო, დგახარ ასანაში და ყველა კუნთი იჭიმება, სხეული მაგრდება და კუნთები ღრმად მუშავდება, რჩები შენი სხეულის პროპორციებსა და რელიეფში, იოგა შეიძლება სკულპტორს მიამსგავსო, რომელსაც ნელნელა, მაგრამ მტკიცედ და მზრუნველობით გამოყავს სხეულის ულამაზეს ფორმები.
მე პირადად, სანამ იოგას დავიწყებდი, სულ მოხრილი დავდიოდი მხრებში, მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მხრებში გავსწორებულვიყავი. იოგა დავიწყე, მხრებში ბუნებრივად გავსწორდი, რადგან იოგა მთლიანად მიმართულია სხეული იყოს სიმეტრიული . იოგა ხელს უწყობს, რომ მკერდის კუნთებიც კი იყოს დაჭიმული და ფორმაში და ეს ჩვენთვის, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ასევე აწესრიგებს ჰორმონებს.
იოგა ჩვენ, ქალებს გვეხმარება როგორც ფეხმძიმობაში, ისე მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგაც. თუ კი თქვენ იოგას აკეთებთ ნუ შეგეშინდებათ ფეხმძიმობის და მშობიარობის, რადგან იოგის დროს სხეული მოქნილი ხდება და წელის ან სხეულის სხვა ნაწილების ტკივილები გამორიცხულია. გარდა ამისა ყველა სუნთქვა, რასაც პროცესში ვასრულებთ, არის იოგას პრანაიამა და ბუნებრივია, როდესაც იოგით ხარ დაკავებული, ფეხმძიმობის დროს დაგროვილი წონა პრობლემას არ წარმოადგენას, რადგან ის ჯერ ერთი, მინიმალურია და მეორეც, მისგან გათავისუფლება არანაირ პრობლემას და სირთულეს არ წარმოადგენს. ასე, რომ ჩემს ასაკში, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ მესამე შვილსაც გავაჩენ :))
ხშირად, განსაკუთრებით – ევროპაში, კაფეში, როდესაც დააკვირდებით – ქალბატონს, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება, ადგომისას შეამჩნევთ, რომ უჭირს მოძრაობა. ართრიტი ხომ უმოძრაობის ბრალია. . როგორ გვახსენდება სიბერე? ჯოხით? მაგრამ დამიჯერეთ, თუ რეგულარულად იოგას შეასრულებთ, ეს აგცდებათ და სიბერეში უფრო ლაღი და ჯანმრთელი იქნებით, იოგას მოძრაობები თქვენს სახრებს ახალი ჯანმრთელი სითხით კვებავს და ეს სითხე ყოველი ასანის დროს ახლდება.
იოგა რომ ხერხემალს იცავს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ხერხემლის დისკებს მოძრაობა ესაჭიროებათ – თან მრავალმხრივი და სხვადასხვანაირი, იოგას ასანები საუკეთესოა ამ მხრივ, რადგან ყველა ასანა ერთმანეთისაგან განსხვავაებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემლის დისკებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და, პირიქით, მოქნილი და ჯანმრთელი იქნება.
თუ კი თქვენს ნათესავებში ინსულტისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხშირი შემთხვევაა, უნდა გითხრათ, რომ ეს ავადმყოფობა გენეტიკურია და არ არის გამორიცხული, რომ თქვენც ადრე თუ გვიან შეგეხებათ, მაგრამ სწორი კვებით და სწორი მოძრაობით ეს ავადმყოფობა თქვენი პრობლემა აღარ იქნება. და აქაც იოგა პიონერია, რადგანაც ყველა ასანა სისხლის მიმოქცევსს უწყობს ხელს. სისხლის მიმოქცევა ნიშნავს ჯანმრთელ სისხლს, რომელიც ჟანგბადს შეიცავს და ყველა კუნთსა თუ ორგანოს ჟანგბადი კარგად მიეწოდება და ორგანიზმს ტონუსსა და ჯანმრთელ მდგომარეობაში ამყოფებს. და არ დავუკარგოთ იოგას ისიც, რომ ის სისხლში შაქრის რაოდენობას ამცირება და ავითარებს hdl ანუ კარგ ქოლესტერინს.
და, დღეს ისე როგორც არაოსდეს ეს ჯანმრთელობა და სიმშვიდე, რასაც იოგა გვაძლევს გვჭირდება, ამიტომ მე, ჩემს პროექტებზე :
1️⃣სტრესისაგან თავისუფალი – თუ გინდა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდე სტრესისაგან ;
რეგისტრაციის ლინკი👉https://academy.lotusi.ge/course/stresisgan-thavisuphali/
2️⃣ ჩაკრების ბალანსი, 40 დღიანი იოგა გადატვირთვა ;
რეგისტრაციის ლინკი 👉https://academy.lotusi.ge/…/40-dghiani-onlain-ioga-gadatvi…/
3️⃣ ჰარმონიული ქალი – 6 საყრდენის გამაგრება;
რეგისტრაციის ლინკი👉 https://academy.lotusi.ge/course/2×21-harmoniuli-qali/
❌ მაქვს საკმაოდ დიდი ფასდაკლება.
🌺სტრესისაგან თავისუფალი 27 ლ.
🌸ჩაკრების ბალანსი, 40 დღიანი იოგა გადატვირთვა 127ლ.
🌼ჰარმონიული ქალი – 6 საყრდენის გამაგრება; 227ლ.
გამოიყენე ეს დრო და შეხვდი კარანტინის შემდეგ ცხოვრებას განახლებული და მომზადებული.
სატ ნამ.
დატოვეთ კომენტარი