ინ იოგა, ჰათჰა იოგა, აშთანგა და ვინიასა იოგა, ბიკრამ იოგა: არსებობს კიდევ რამდენიმე იოგას ფორმები. კუნდალინი იოგა კი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ის ერთ-ერთი ძლიერი სახეობის იოგაა.
ის სამი უძლიერესი იოგისაგან არის შემდგარი, ტანტრა იოგა, ლაია იოგა და კუნდალინი. ამიტომ ის იოგის სამივე ასპექტს ერთად მოიცავს, ასანას, სუნთქვას და მედიტაციას. მედიტაცია ყოველთვის მანტრის ფონზე ხდება ეს პროცესს კიდევ უფრო ეფექტს მატებს სედეგის საბოლოოდ უძლიერესია. სამი წუთი კუნდალინის შესრულება საკმარისია რომ ეფექტი იგრძნო.
კუნდალინი ასანებს რომელსაც თქვენ კუნდალინი იოგაში ასრულებთ არ არის რთული, მაგრამ ისინი სისწრაფით ეცვლებიან ერთმანეთს რაც სხვა იოგისათვის არ არის დამახსიათებელი. ეს სიჩქარე, კომბინირებული სუნთქვის ტექნიკასთან (პრანაიამა), უზრუნველყოფს თქვენი ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) გახსნას. ეს განაპირობებს უდიდესი ენერგიის გაღვიძებას რასაც კუნდალინი ენერგიას უწოდებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერებულია მანტრების სიმღერის ფონზე.
კუნდალინი იოგის განსაკუთრებული ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ამ იოგის საშუალებით თავენ მომენტალურად გრძნობთ ეფექტს, ეფექტი რომელიც გრძელ ვადიანი პერსპექტივით რჩება თქვენთან და თქვენს ტრასფორმაციას და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა ხელთ გრჩებათ ინსტრუმენტები, რომელნიც გაცნობიერებული წესით ცხოვრებაში დაგეხმარებათ და სტრესს, შიშს და სხვა ნეგატიური ემოციების ტრანსფორმირებას მოახდენს პოზიტიურ ენერგიად.
კუნდალინი იოგის გაკვეთილი 1 სთ – 1,5 სთ გრძელდება და რამდენიმე კრიისაგნ შედგება. კრიები შედგება ასანებისაგან და მათ თითოეულ კრიაში მკაცრი განლაგება აქვს. კრების დარღვევის უფლება მასწავლებლის გარდა არავის აქვს. მასწავლებელი ირჩევს თავად რომელი კრია შეესაბამება გაკვეთილს და თემას, რომ სესიამ სასურველი შედეგი გამოიღოს.
კუნდალინი იოგა საიდუმლო იყო, რომელიც ზეპირ მეტყველებით გადადიოდა. მას მხოლოდ მაღალჩინოსნები მეფეები ვარჯიშოდნენ, უბრალო ხალხს მასზე წარმოდგენა რა ჰქონდა. 1969 წელს იოგი ბაჯანმა ის ჩრდილო – დასავლეთ ინდოეთიდან დასავლეთში ჩამოიტანა, მაგრამ კუნდალინი იოგის ტრადიცია რა-თქმუნდა საუკუნეები არსებობს ის ჰიმალაიის მთებში მცხოვრებმა იოგებმა წარმოქმნეს. იოგი ბაჯანი თვლიდა თავის მოვალეობად ეს იოგა მსოფლიოსათვის გაეცნო.
გინდა მეტი გაიგო კუნდალინი იოგის შესახებ?
გადადი ლინკზე https://lotusi.ge/ დარეგისტრირდი და მიიღე საჩუქრად კუნდალინი იოგის კრია, რომელიც დაგეხმარება განთავისუფლდე სტესისაგან.
გისურვებ სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას,
სატ ნამ 🙂
დატოვეთ კომენტარი