მედიტაცია
მედიტაციის ხსენებისას სხვადასხვა აზრები აქვთ ადამიანებს, ვიღაცა ამას დროის დაკარგვას ეძახის, ვიღაცას, რაღაც მისტერიული რიტუალი წარმოუდგენია, და მაშინ მიჩნდება კითხვა აქვთ თუ არა ამ ადამიანებს საქმე რომელიც მათ ერთიანად იპყრობს, ვიღაცისათვის ეს სადილის მომზადებაა, ვისთვის სეირნობა ვის რა და ვის რა ..მაგრამ მედიტაცია ეს პროცესში ყოფნაა, როგორც თქვა ჯონ კაბატცინმა სადაც მიდიხარ იქ იყავი.. ანუ იყავი მომენტში.
მედიტაცია ეს მომენტში ყოფნაა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინა შეცდომებიდან არაფერი უნდა ისწავლო და უკან აღარ გაიხედო, არა, ეს ნიშნავს მომენტში ყოფნას და შენი სასიცოცხლო ენერგიის მომენტში გამოყენებას და არა იქ ხარჯვას რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. აქვე გირჩევთ შესანიშნავ ეგხარტ ტოლლეს წიგნს მომენსტის ძალა. როდესააც მომენტში ცხოვრობ უფრო მეტს განიცდი და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ წარსულზე, რომელიც შენს მომავალს მაინც აღარ შეცვლის. მეტ სიამოვნებას განიცდი წვრილმანი რაღაცეებისაგან. მაგ, გემო რაც ადრე არასოდეს შეგიგრძვნია, ფერები შენს გარშემო. მომენტში ყოფნა ანუ გააზრებული ცხოვრება ეს საუკეთესო სტრეს მენეჯმენტია. ყურადღებით ხარ და ცხოვრებას რუტინასავით არ მიუყვები და მავნე ჩვევებს არ იძენ შეუცნობლად.
რაც უფრო დიდხანს აკეთებ იოგას და მედიტაციას უფრო ცნობიერად ცხოვრობ და ჰარმონიულად ხარ განწყობილი ყველაფრის გარშემო, რა თქმა უნდა ხდება რაღაც სტრესული სიტუაციები, მაგრამ მათ უფრო ცნობიერად დახვედრას სწავლობ და მათ სწრაფად აუღელვებლად მოგვარებას.
თუ კი გჭირდება ფოკუსის მიმართვა მაგრამ მედიტაცია ეს შენთვის მიუწვდომელია აარჩიე რომელიმე საქმე და შეეცადე მაქსიმალურად ცნობიერად შეასრულო ის. ამასთანავე დაინიშნე დრო და ამ დროში შეეცადე შეასრულო ცნობიერად.
მედიტაციის სარგებელი
დღეს დღეობით ცხოვრების რითმი დამეთანხმებით ძალიან სწრაფია..
რაც უფრო მაღალია რითმი, მაღალია დაძაბულობაც. ეს იწვევს ჯანმრთელობასათან არსებულ პრობლემებს, ასეთივე პრობლემა ჰქონდათ პაციენტებს რომელთაც ექიმი ჰეპბერტ ბენსონი მკურნალობდათ. კერძოდ წნევები, რასაც ექიმი სთავაზობდათ ეს იყო წნევის დამწევი და დამარეგულირებელი რაც რა თქმა უნდა პრობლემას არ ხსნიდა, მას მხოლოდ დროებით უგვარებდათ. გარდა ამისა წამალს უკუჩვენებაც ჰქონდა.
70 იან წლებსი ბენსონმა გადაწყვიტა მიემართა ტრანსცენდენტული მედიტაციისათვის. ეს ის მედიტაცია არის რომელსაც მია ფაროვი ბიტლზში მიმართავდა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ 1800 ადამიანი რომელიც მედიტაციას ასრულებდა წნევა სრულიად დაურეგულირდა. ბენსონი იმდენად დაინტერესდა რომ საკუთარი მედიტაციის ტექნიკა შეიმუშავა და წიგნიც გამოუშვა. 4მლ ადამიანმა შიძინა ეს წიგნი და დადგინდა, რომ მედიტაცია უამრავ ჯანმრთელობის პრობლემებს კურნავს.
მედიტაცია, ენერგიის დაზოგვა
მედიტაციის დროს ადამიანი მხოლოდ 10% იყენებს ენერგიისას და ვინაიდან მედიტაციის შემდეგ ეფექტი მთელი დღე რჩება, შესაბამისად სხვადასხვა საქმის შესრულებისას ნაკლები ენერგია გეკარგებად.
მედიტაციის დროა მოდუნებული ხარ, მაგრამ ამავე დროს არაფერი გეპარება მხედველობიდან, უბრალოდ პროცესს აკვირდები და არ აფასებ.
მედიტაცია გეხმარება მავნე ჩვევების თავიდან მოსაშორებლად. ადამიანებმა რომელთაც ბენსონთან თერაპია გაიარეს მედიტაციით ამტკიცებენ, რომ მედიტაციის დროს უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობდნენ ვიდრე მორფის მიღებისას ან კიდევ სხვა მავნე ჩვევების შესრულებისას.
მედიტაციის დროს ამუშავებ შენს ტვინს, დადგინდა, რომ ადამიანები რომელნიც მედიტაციას ასრულებენ ტვინი უფრო აქტიური აქვთ. ის ვინც რეგულარულად მედიტირებს ის სოციალურ სფეროში უფრო აქტიურია, პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად აგვარებს და ემოცია და საკუთარი ქცევები კონტროლის ქვეშ აქვს.
და კიდევ მედიტაცია ეხმარება დეპრესიული ფიქრების, შიშების, თავის ტკივილების, მიგრენის თავიდან მოსაშორებლად. ააქტიურებს სექსუალურ ცხოვრებას, კორექტირებას უკეთებს წონას, და გამბედაობასა და მოთმინების გამომუშავებაში გეხმარება.
მედიტაცია უკვე კანონზომირება გახდა
დღეს დღეობით მენეჯმენტში, დიდ საწარმოებში და სხვა ცნობილ ჰოლდინგებში მედიტაციას ფარტოდ იყენებენ. აქვთ სპეციალურად მოწყობილი ოთახები სადაც გარკვეულ პერიოდში პერსონალი თავს იყრის კოლექტიური მედიტაციისათვის, მედიტაციის შემდეგ ტვინი წყნარდება და ადვილად ითვისებს ყველა ინფორმაციას გარდა ამისა ფოკუსის მიმართვას ადვილია და ვინ იტყვის ასეთ გარიგებზე უარს. ვილიამ საქსი მედტრონიკის ყოფილმა CEO ფინანსიალ თაიმში ისაუბრა მედიტაციის სარგებლობაზე უკვე 1974 წელს. სტივ ჯობსი ხონ საერთოდ ზენ ბუდისტია. ის განსაკუტღებით აღნიშნავს კოლექტიური მედიტაციის სარგებლობას, ამ დროს იქმნება განსაკუთრებული კონექტი კოლეგებს შორის და ისინი მიმართულნი და ფოკუსირებულები ხდებიან საერთო საქმეზე. თავის ბიოგრაფს ვალტერ ისააკსონს ერთხელს უთხრა ჯობსმა რომ დააკვირდე შენს თავს გარედან რამდენად მოუსვენარის ჩვენი სული, მაგრამ როდესაც მედიტაციას იწყებ და სულის დაშოშმინებას იწყებ ამით საქმეს მხოლოდ აუარესებ ამიტომ უბრალოდ დააკვირდი სულის ფორიაქს დროთა განმავლობაში ის დაწყნარდება ეს მხოლოდ დროის და დისციპლინის საკითხია.
გამოკვლევებმა დაადგინეს რომ ადამინები ვინც იწყებს მედიტაციას მალევე ჩერდებიან და უდროობას აბრალებენ მაგრამ როგორც ერთერთმა ბრძენმა თქვა ვისაც დრო აქვს მედიტაცია 20 წთ გააკეთოს დღეში ვისაც არა 1 საათი
მედიტაცია სულაც არაა დროის ხარჯვა პირიქით მისი საშუალებით დროის შეგრძნებას ისწავლით.
მედიტაცია კუნდალინის ტრადიციაში
ადამიანებს უჭირთ 1 ან ორი წუთი წყნარად ჯდომა, ზედმეტია საუბარი 1-2 სააtი ბუდისტივით. ამიტომ ბევრს უჭირს მედიტაციის დაწყება.
კუნდალინი მედიტაცია ეს არის მორგებული თანამედროვე აქტიურ და მოუთმენელ ადამიანებზე. ზოგიერთი მედიტაცია მხოლოდ სამი წუთი გრძელდება და დამხმარედ აქვს მანტრები, მუდრა ( ხელის პოზიცია) და სუნთქვის განსაკუთრებული რითმი. როგორც კი მედიტაცია მთავრდება და ჩერდები განიცდი საოცარ სიმშვიდეს და რელაქსაციას. იოგი დჰარმა სინგჰ კჰალსა თავის წიგნში მედატიცია როგორც მედიცინა აღწერს კუნდალინი იოგის სარგებელს.. თუ კი მედიტაციას მანტრას და შანთვას ანუ მანტრის ტექსტის ხმამაღლა განმეორებას დაამატებთ შედეგიც საოცარი იქნება. ექიმმა სარა ლაზარიმ განმარტა რომ ტრანსცენდენტულ მედიტაციას რა თქმაუნდა კარგი შდეგი აქვს, მაგრამ მედიტაციას რიტუალით დათვირთულს, რომელსაც მანტრა ონგ ნამო გურუ დევ ნამო ახლავს და დამთავრებისასა სატ ნამით ვასრულებთ და აურას ვკრავთ რა თქმაუნდა შედეგი არაჩვეულებრივი აქვს. ეს უფრო მიზანმიმართული მედიტაცია არის შეკრული 1000 წლიანი იოგის ტრადიციითა და რიტუალით. მაგრამ მტავარია მედიტაცია ყოველდრიური სიხარულის შეგრძნებას ამძაფრებს და თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გაგრძნობინებს.
როგორ დავიწყოთ
მედიტაციის კლასიკური მეთოდი ეს არის ლოტუსის ფორმაში დაჯდომა, ან სკამზე ან დივანი, კრესლო არა ააქვს მნიშვნელობა მთავარია თავი კომფორტულად იგრძნო. ფოკუსს მიმართავ შენს სუნთქვაზე, გონებრივ მზერს ცხვირის წვერზე. თუ კი ფოქრობ რომ როგორც კი მედიტაციას დაიწყებ შენი სული ეგრევე დაწყნარდება და ტვინი ფიქრს შეწყვეტს და პროსესში ჩაერთვება,უნდა გაგაწბილო.. ტვინი გამალებით დაიწყებს წრიალს, გაგახსენებს უამრავ გადადებულ საქმეს რომელიც რატომღაც ზუსტად ახლა გახდა მნიშვნელოვანი. მოკლედ სიწყნარეზე და სიმშვიდეზე საუბარიც ზედმეტია, აზრები თავზე ბუზებივით დაგეხვევა და ფოკუსი ათას ნაწილად დაიყოფა ისე რომ ვეღარც გაიგებ საით მიმართო. აი სწორად აქ არის საკვანძო ელემენტი, როგორც კი გააცნობიერებ რომ ფოკუსი არარის სუნთქვაზე მიმართული, დააბრუნე ის და კვლავ სუნთქვაზე მიმართე და ასე ყოველთვის, იმდენჯერ რამდენჯერაც დაგჭირდება.. პრაქტიკა ქმნის სრულყოფილებას. დროთა განმავლობასი შეატყობ რომ უფრო ხანგრძლივად შეგეძლება ფოკუსის შენარჩუნება და შედეგიც არ დააყოვნებს შენს ცხოვრებაში. უფრო ცნობიერი გახდები და ცხოვრება შენს გარშემო უფრო ეფექტური.
მედიტაცცის დროს მთავარი გააცნობიერო ის ფაქტი რომ აზრები რომელნიც მოდის, მათ უბრალოდ დააკვირდე, ეს არარის ობიექტური სამყარო შენს გარშემო, აზრები არაა ნეიტრალური .. ეს შეფერადებული სამყაროა შენს გარშემო და რაც უფრო ჩაუღრმავდები უფრო ჩაგითრევს. შეეცადე შენს ფიქრებს უბრალოდ დააკვირდე, ნაიტრალურად .. როგორც ღრუბლებს.. მიეცი მათ საშუალება იყონ, მაგრამ თავად ფიქრის პროცესში არ ჩაერთო. ასევე ემოციებსმ შეეცადე ზრვარი გაავლო შენს და შენს ემოციას შორის, ეს ემოცია არის, ეს შენ არახარ .. მაგ. მე გაბრაზებული ვარ … არა ეს შენ არახარ გაბრაზებული ეს ემოცია არის შენში და თუ კი იმისაგან განცალკავდები, ნეიტრალურად დადგები მიხვდები შენს ემოციის მართვაც შეგიძლია. არ იფიქრო ვინც შენტან ერთად იოგის გაკვეთილზე ზის მათ უკვე მიაღწიეს სიწყნარეს საკუთარ თავში თუნდაც წყნარად, რომ ზიან.. მათ თავშიც იგივე ხდება რაც შენთან… ამაიტომ თუ პირველივე სესიაზე არაფერი გამოგივიდა მაცივარს ნუ მიადგები და იქ შვებას ნუ მოძებნი, გამოიმუშავე დისციპლინა ყოველდღიურად და შედეგიც არ დააყოვნებს.
დატოვეთ კომენტარი