ჩვენს ბედს, ჩვენ თავად ვქმნით და თუ ჩვენ დღეებს სწორად დავგეგემავთ , ეს დადებითად იმოქმედებს მომავალში ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.
და რა ახდენს ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ გავატარებთ დღეებს? პირველ რიგში- შინაგანი ფაქტორები, ურთიერთობები ოჯახში, სამუშაოზე და ყოველდღიური საქმეები. ბევრი მათგანზე ჩვენ არც გვაქვს კონტროლი ან ვფიქრობთ, რომ ვერ ვაკონტროლებთ… და მართალიც არის. ჩვენ არა გვაქვს გავლენა უფროსის ხასიათზე, საცობზე, ამინდზე და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ჩვენს ხელშია, ეს არის ჩვენი ენერგია. თუ ის ბევრია და მისი ხარისხი მაღალია, ჩვენ შეგვიძლია:
- მივიღოთ სიამოვნება მომენტისგან
- ნებისმიერ დაბრკოლებას შევხვდებით როგორც გამოწვევას და მარტივად გავუმკლავდებით.
- ყოველდღე გავხდებით უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ.
ამ სტატაში მე გავაანალიზე ჩემი ბოლო 2 წელი და გამოვყავი 5 მთავარი ფაქტორი, რომელთაც უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა, ყველაფერი არის გამოცდილებიდან და თუ ეს გამომივიდა მე, გამოგივა შენც…
კვება
კიდევ გავმეორდები, რომ რასაც ვჭამთ ის ვართ, ამიტომ კვება ჩემთვის უმთავრესია. ყოველ დილით ჩემი საუზმე შედგება:
- რთული ნახშირწყელბისგან ანუ ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ‘კენკრა გაყინული‘
-
ცილები, ბარდა, ნუტი, სოიო;
-
სასარგებლო ცხიმები, ავოკადო, თხილეული;
-
კვირაში ორ-სამჯერ შავი შოკოლადი;
-
თვეში ორ-ჯერ საყვარელი დესერტი;
ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო, ესაა დღის მეორე ნახევარში აღარ მიირთვა ტკბილეული. დაამატე დილით კენკრა შენს საუზმეში და სადილის წინ 30 წთ ადრე შეჭამე ვაშლი.
თავად გაგიკვირდება იმდენად მარტივად მოგვარდება შენი კვების საკითხი.
მოქმედება
მოქმედება და მოძრაობა… გინდა რომ ხასიათი აიმაღლო? გაისეირნე ან წადი სპორტ დარბაზში. ეს გამოცდილი ხერხია :-)
როგორც ტონი რობინსი ამბობს ემოცია იქმნება მოქმედებით, იმოქმედე დადებითად და სასარგებელოდ შენთვის და ემოციაც დადებითი იქნება.
არც ისე მარტივია ყოველდღიურად ივარჯიშო, გეთანხმები თავადაც გამომიცდია, მაგარამ აქ შეიძლება გააკეთო ასე: ივარჯიშე არა საათობით, არამედ მიზნად დაისახე მაგალითად 30 წთ ვარჯიში. დამერწმუნე მეტ სიამოვნებას და შედეგს მიიღებ. ოღონდ პირობაა, რომ აუცილებლად უნდა გაოფლიანდე, ცოტა მაინც. ასე რამდენიმე თვეში შეძლებ მოძრაობა გადაგექცეს ჩვევაში, რა შეიძლება 30 წთ გააკეთო, იკითხავ ალბათ? და გაოფლიანდე კიდეც?
გადადი ლინკზე და ამ სავარჯიშოებით გათავისუფლდები ტკივილისაგან https://lotusi.ge/services/7-day/
გათავისუფლება უარყოფითი ემოციებისგან
როდესაც მე ცუდად ვგრძნობ თავს, მე ვცეკვავ…
თუ ქალი არასოდეს არ ტირის მას პრობლემა აქვს ემოციის გამოხატვის. თუ ის სულ ტირის, მაშინ მის შიგნით დიდი რამ იარაა, რომელიც არ ლაგდება.
თუ ჩვენ ისევ ვბრაზდებით ადამიანზე, 10 წლის შემდეგაც საკუთარ თავს ვიდანაშაულებთ მომხდარზე და უამრავი სხვა დაუმუშავებელი ემოციები გვაქვს , გახსოვდეს, რომ დაუმუშავებელი, უარყოფითი ემოცია იგივეა, რაც ზედმეტი წონა.
დღეს, ირგვლივ ძალიან მოდაშია ბრჭყვიალა ჟურნალები, ლამაზი სხეულით აჭრელებული აპლიკაციები. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეს მოდელებია და ეს მათი ცხოვრებაა. ყოველდღიურობაში ასე ვერ იბრწყინებ, მითუმეტეს თუ ოჯახი გყავს. ჯანმრთელი, ლამაზი სხეული კი შეიძლება გქონდეს, მაგრამ პოზოტიური განწყობა ეს ნადვილად უნდა მოახერხოს ყველა ქალმა. ამიტომ ძალიან ვეწინააღდეგები არაჯანსაღ კვებას, სულ მჯდომარე მდგომარეობას, მოსაწყენი ცხოვრების სტილს, რასაც მოყვება ნაადრევი დაბერება, სტრესი, დეპრესია… ანტისრესს ვარჯიშების კომპლექსის ლინკი შეგიძლია იხილო აქ http://bit.ly/2VPZCFz
როდის იყავით ბოლოს სასეირნოდ ან ბოლოს როდის იცურავეთ, ალბათ წყალი ძალინ სუფთა იყო. შლაკები რომ ყოფლიყო, ხომ არ შეხვიდოდით. წარმოიდგინეთ რამდენი შლაკები არის ქალის ორგანოების გარშემო, რომელსაც 10 კგ წედმეტი წონა აქვს. ეს ხომ ხელს უშლის ტვინის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებას? რა გასაკვირია რომ სიცოცხლეც ძალიან მოსაწყენი იყოს ამ დროს?
მე პირადად ძალიან მშველის, როდესაც გაბრაზებული ვარ და ვცეკვავ…
სასაცილოდ კი ისმის თუ გაბრაზებული ხარ რა გეცეკვება, მაგრამ არავინ რომ არ დამინახოს ვიკეტები ოთახში, ვრთვა აჭარულის მუსიკას და ვცეკვავ, შეიძლება არაბული მუსიკაც:) ძალინ მიყვარს მუცლის ცეკვა ან ყველაფერს სჯობს სხეული მიუშვა და თვითონ შეასრულოს ის, რასაც გრძნობს დინამიური მედიტაციის ერთ-ერთი სახე სწორედ ეს არის.
სხვათაშორს ესპანელები ხომ ემოციებს ცეკვით გამოხატავენ? იმიტომ ცხოვრობენ ალბათ დიდხანს და არა იმიტომ რომ წითელ ღვინოს სვამენ
მუშაობა პოზიტიურ ემოციებთან
ბედნიერი სამყარო ჩემგან იწყება.
ყოველდღე დადებითად უნდა ვიცხოვროთ, ეს იმას არ ნიშნავს გაიკეთო ვარდისფერი სათვალე და არ შეამჩნიო რა ხდება სამყაროში, მაგრამ როდესაც შენ ზემოთ მოცემულ ყველა პრაქტიკას აკეთებ და იყენებ, შენ უკვე გაქვს ენერგია შეცვალო არა მარტო საკუთარი თავი, არამედ სამყაროც ანუ შენ ხდები შემოქმედი შენი ცხოვრების. კიდევ უფრო შესავსებად, დადებითი ემოციებით, გთავაზობ ძილის წინ ასეთ პრაქტიკას.
ყოველ დღე ძილის წინ გაიხსენე:
-
დღის საუკეთესო მომენტები;
-
რომელი კეთილი საქმეები გააკეთე დღის განმავლობაში;
-
რატომ ხარ მადლობელი, თუ ის ადამიანები იქვე გყავს მათ მოუხადე მადლობა. ამას ჩემს შვილებთან ხშირად ვაკეთებ და ძალიან ლამაზი და გულის ამაჩუყებელი მომენტია.
შეგიძლიათ ჩაიწეროთ კიდეც ეს მომენტები და დაინახავთ კარდინალურად შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება სამყაროსთან და რაც მთავარია ნდობა გაგიმტკიცდება არა მარტო საკუთარი თავის მიმართ, არამედ სამყაროს მიმართაც, დამეთანხმები ეს ნდობა ძალინ აკლიათ ადამიანებს.
დასვენება
დაისვენეთ ყველგან, სადაც კი მოახერხოთ.
რა სასაცილოდ ისმის, ქართველი დედისათვის კი განსაკუთრებით. აბა რა დამასვენებს ფიქრობ ახლა, როდესაც კითხულობ…
ფიქრობ დასვენება მხოლოდ სახლში, ტელევიზორის წინ და დივანზე შეიძლება ან დასასვენებლად თუ ხარ ზღვაზე, ბუნებაში . მე კი ყველგან ვისვენებ, ყველგან ვცდილობ კომფორტი შევიქმნა.. თუ ვზივარ ვცდილობ რბილი კრესლო ავარჩიო, თუ სირბილე აკლია, რაღაც დავუფინო, სულ მაქვს ჯაკეტი აქ, ბელგიაში რომ არ შემცივდეს. დასვენება, ეს პირველ რიგში არის, როდესაც სხეულში არ არის დაძაბულობა და ეს ყველგან შესაძლებელია მოხერხდეს, თუ გიყვარს და პატივს სცემ შენ სხეულს. ამიტომ ყოველთვის დასვი კითხა მე ახლა კომფორტულად ვგრძნობ თავს?
და დაამატე ის მცირედი, რაც გაკლია. თუ დასვენებული და მოსვებულია სხეული, მით უფრო უკეთესად გამოიყურები და თავსაც კარგად გრძნობ. სხეული ამ დროს არ ხარჯავს ენერგიას .
დააკვირდი ქალებს, რომლებიც დიდ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ ძალინ ქალურად გამოუყურებიან. მათი გასაღები არის ის, რომ ისინი არ იძაბებიან.
ძალიან დაგეხმარება ამ შემთხევაში მედიტაცია, იოგა და რასაც ვეძახი მიკრო დასვენებას, თუნდაც 15 წთ დასვენაბა შუადღეზე.
აქვე შეგიძლია ნახო მედიტაცია და ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც დაგეხმარება მოდუნდე და უფრო ეფექტური იყო.
მინდა გითხრა, რომ მედიტაციის დანიშნულება არ არის მოიშორო ფიქრები, მისი დანიშნულება არის ისწავლო კონცენტრაცია ერთ საკითხზე ან გააღრმავო ის თვისებები, რომელიც გჭირდება. რაც უფრო მეტ მედიტაციას აკეთებ, მით მშვიდდები … მინდა გითხრა მედიტაციის დროს მიმართე ფიქრები კეთილ საქმეებზე, პოზიტივზე და ისიც მოიმატებს შენს ცხოვრრებაში.
ეს არის ჩემი გამოცდილება. გაგვიზიარე შენი…
დატოვეთ კომენტარი