თითქოს მიუტევე, აღარც გაბრაზებული ხარ, აღარ გაღიზიანებს ქალაქში მოძრაობა, უფროსის მუდმივად გაღიზიანებული ხმა, კოლეგების ჩივილი, ბავშვებისა და მეუღლის უკმაყოფილო ბუზღუნი. მაგრამ საიდან ეს დაძაბულობა მხრებისა და კისრის არეში? თავის ტკივილი, უძილობა, არტერიული წნევა, შეუჩერებელი წონის მატება და ზოგჯერ ტირილი, როდესაც ცრემლები დაუპატიჟებელი სტუმრებივით გაწვებიან თვალებში და ხან რას მოიმიზეზებ და ხან რას რომ უცებ საპირფარეშოში გავარდე და ცრემლი მოიწმინდო..
საქმე იმაშია, რომ შენი ნეგატიური გამოცდილებები სხეულმა შემოინახა და დრო და დრო თავს გახსენებს. როგორ ათავისუფლებს იოგა სტრესის გამომწვევი ემოციებისაგან დეტალურად ქვემოთ მოცემულ სტატიაში.
საღამოა, კუნდალინი იოგის გაკვეთილი უკვე დასასრულს უახლოვდება, დაძაბულობა ჰაერში ტრიალებს ისე რომ ხელსაც ჩავჭიდებ თუ მოვინდომებ, დღეს ემოციებზე ვმუშაობდით … ყველა თავისი ემოციის საზღვარს ეძებს, ცდილობს მას არ გასცდეს, არ იტიროს და წლების ნაგროვები წყენა და იმედგაცრუება აქვე, ხალიჩაზე არ გაგვიზიაროს… გადავედით “ჩვილის პოზაში” და ჯგუფს შავასანასათვის მოვამზადე, როდესაც ტირილი მომესმა. ერთ-ერთი მონაწილე გატყდა… ცრემლები უწყეტად მოსდიოდა..
მე არ მინდა ტირილი…
რამდენიმე დღეში მისი წერილი მივიღე .
-მარინა რამდენიმე გაკვეთილს გამოვტოვებ… მივხვდი რაღაც ხდებოდა…
კუნდალინი იოგის დროს ეს ნორმალური ფაქტია . ეს ჩვეულებრივი იოგა არ არის, კუნდალინი იოგა ტრანსფორმაციული იოგაა, რომელიც გათავისუფლებს წარსული წყენებისა და ნეგატიური გამოცდილებებსგან, სტრესისაგან, დაძაბულობისაგან, მაგრამ გაკვეთილზე არ მოსვლა, რომ საკუთარი ემოციების გეშინია და სხვისთვის დანახვა არ გსურს,- ეს გამოსავალი ნადვილად არა არის …
რატომ ამოდის ემოციები, როდესაც იოგას ვიწყებთ?
კუნდალინი იოგას ვარჯიშის პროცესში, შეამჩნევდით ალბათ რომ ეს საკმაოდ დინამიური იოგაა, , ამ დროს ჩვენ ვამოძრავებთ სხეულს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვბერტყავთ და ვწურავთ სხეულიდან არსებულ ემოციებს. სხეული ყველაზე მეტად ინახავს ემოციებს, იოგური მოძრაობა და სუნთქვა კი ქმნის ადგილს, რომ ეს ემოციები დამუშავდეს. ზოგჯერ სხეულში არის ადგილები, რომლებსაც ვეღარ ვამოძრავებთ, ტკივილისა და დაძაბულობისგან. ყოველივე ეს დაგროვილი, დაუმუშავებული და გაუცნობიერებელი ემოციებია.. ჩვენ ამ ემოციებს ვამუშავებთ, თავიდან ვათამაშებთ სცენარებს, განვიცდით სიძულვილს, ტკივილის, იმედგაცრუებას. სხეული კიდევ უფრო ინახავს ამ ემოციებს და შედეგად ვიღებთ დაძაბულ და ტკივილით სავსე სხეულს. ბევრ ფიქრობს რომ უკვე გაუშვა ესა თუ ის სიტუაცია. ტვინი ამბობს -ჩვენ ხომ უკვე მივუტევეთ…
იოგის გაკვეთილზე, როდესაც კრია იწყება ისევ ისმება შეკითხვა, მაგრამ ამჯერად მას უკვე შინაგანი მე სვამს. მართლა გაუშვი და დაამუშავე ეს ემოცია? მწარეა სიმართლე.. თუმცა სიმართლე ყოველთვის მწარეა. 🙂
თუ შენ ამ ტექსტის წაკითხვისას ფიქრობ რომ ეს ტრენდული სისულელეა, მაშინ შენ მიუბრუნდი მტკივნეულ მხრებს და წელს, ეს ხომ რეალობაა.. თუ ტკივილი არსებობს, ესეიგი ემოციაც არ არის ბოლომდე დამუშავებული. როგორ გვეხმარება იოგა გათავისუფლებაში? იოგა გაკვეთილის დროს შენ იხრები
- უკან- ხსნი გულს,
- იხრები წინ- სწავლობ სიტუაციის მიღებას,
- ამუშავებ ბარძაყის კუნთებს -სწავლობ სიტუაციის გაშვებას,
- ხსნი თეძოებს- ამუშავებ წყენას,
- ამუშავებ ღვიძლს უშვებ- წყენას და გაბრაზებას.
- მღერიხარ მანტრას- სწავლობ საკუთარი თავის მოსმენას,
- აკეთებ მედიტაციას- აცნობიერებ შენს სხეულს და ფიქრებს.
- შენი სხეული- ეს არის შენი ნადვილი ხმა და მისი მოსმენით ისწავლი საკუთარი თავის მოსმენას.
- სხეულის დამუშავების პროცეში პარალელურად ამუშავებ შენს ცნობიერებას და ენერგიულ სისტემას.
- თავისუფლდები ეგოს ნეგატიური გავლენისგან, როდესაც ემოციას მართლა დაამუშავებ და სიტუაციას გაუშვებ, შედეგად დიდი ენერგიულ ტალღას და შენი სულიერი სამყაროს ზრდას მიიღებ.
როგორ მიხვდები ემოციის დამუშავებას? ეს შეიძლება გაცნობიერებლად ან გაუცნობიერებლად მოხდეს, მაგრამ როდესაც სიტუაციიდან მხოლოდ მელანქოლია დარჩება და მეტი არაფერი, მაშინ დამუშავებული და გაშვებულია…
კუნდალინი იოგა ამ პროცესს მარტივს ხდის და ემოციურ ბლოკადებს ხსნის და წმენდს, რადგანაც ეს იოგა მედიტაციის, ასანის და სუნთქვის ტექნიკების მოიცავს… პროცესი ყოველთვის უსაფრთხოთ მიდის თუ მას არ ეწინააღმდეგები. მაგრამ თუ ემოციებს ბლოკავ, თავს თუნდაც ტირილის უფლებას არ აძლევ , მაშინ შედეგი ნულია.
მნიშვნელოვანია დაიმახსოვრო ერთი გარემოება, პროცესის დროს, თუ სავარჯიშოს შესრულება გაგიჭირდა, ეს დროებითი, სავარჯიშოს დასრულების შემდეგ იქნები მადლიერი. ყოველთვის გქონდეს თან ბლოკნოტი და არსებული ან უკვე დამუშავებული ემოციები იქ ჩაინიშნე, შედეგად უფრო გაცნობიერებული იქნება.
თუ პროცესში სხეული გეწინააღმდეგება, დააკვირდი რა ტკივილია. მწვანე თუ წითელი, ფიზიკური თუ უბრალოდ ტვინი უშვებს სიგნალებს,
– რას აკეთებ საქმე არა გაქვს? სვამს ტვინი კითხვას … ამ დროს უნდა გააგრძელო სავარჯიშოს გაკეთება.
ესაუბრე მასწავლებელს, ქოუჩს ამის შესახებ, ისაუბრე თანამოაზრეებთან. ყველას პროცესი მართალია ერთნაირად არ მიდის, მაგრამ ისინიც ბევრს გაგიზიარებენ. შიყვანე იოგა შენი დილის რიტუალებში, დაიწყე 5 წთ და ნელ-ნელა მიამატე დრო,
ჩემი პრაქტიკა ძალიან განხვავადება მაშინ როდესაც დავიწყე. უმარავი წყენა და იმედგაცრუება მქონდა დაგროვილი, მაგრამ იოგისს და ქოუჩინგის საშუალებით მე დღეს ყველა ჩემს მიზანს მივაღწიე, მადლობა უფალს.
ჩემს გვერდით, წინ, უკან უამრავი ადამიანია, რომელთაც ჩემი კომპლექსური მეთოდის საშუალებთ შეცვალეს ცხოვრება და მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნად ჩემს მისიას ვასრულებ- შევაგრძნობინო რაც შეიძლება მეტ ადამიანს ყოველდღიური სიხარული.
დატოვეთ კომენტარი