სტრესი- არ არის ერთჯერადი მოვლენა. ის დროთა განმავლობაში გროვდება, ფენებად იწყობა, ადამიანის ცნობიერში ილექება და ბოლოს იფეთქებს დეპრესიის ან სხვა რომელიმე გამოვლინებების სახით. პირველ რიგში, როდესაც ვატყობთ რომ სხეული სტრესმა მოიცვა, უნდა გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების გრაფიკს და გავაანალიზოთ. მიხვდებით, რომ ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ.
- შეცვალე ცხოვრების წესი, ეს არ არის მარტივი. იცით თუ არა რომ , თუ კი ჩვევას 21 დღის განმავლობაში ყოველდღე გაიმეორებთ ის უკვე ცხოვრების ნაწილი გახდება, 21 დღეში შესაძლებელია ტვინის ჰერპროგრამირება.
- პირველი რიგში უნდა შეცვალოთ თქვენი მანერა. როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებაში რაღაცებს. მაგალითად : იმის ნაცვლად რომ თქვა მე არასოდეს არაფერი გამომდის, თქვი მე ეს ერთჯერ არ გამომივიდა და მოდი ახლა სხვანაირად ვცდი.
- არ თქვა მე ეს არ გამომივა, თქვი მე ეს გამომივა.
- არ თქვა მე მაინც დავკარგავ ჩემს სამუშაოს, თქვი მე ყველაფერს ვცდი და თუ არ გამომივა, დრო არის ახალი აღმოჩენები გავაკეთო.
- მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს და ნეგატიურ ადამიანებს.
- მოერიდეთ სიტყვებს არასოდეს, ყოველთვის, ყველა და ყველაფერი.
- იცოდე, რომ ყოველდღე თავად აძლევთ ფორმას თქვენს ცხოვრებას, თუ როგორ ხედავ ამათუ იმ სიტუაციას და როგორ ფიქრობთ. ყოველ მზის ჩასვლას მოყვება მზის ამოსვლა. იცოდე რომ ყოველი წარუმატებლობა გაძლევთ ინსაითს. შეეცადე ეს ყოველ ჯერზე გააცნობიეროთ იმის ნაცვლად, რომ დაღონებულმა ბედს შესჩივლოთ.
- პოზიტიურად იფიქრეთ. გავცვითეთ ეს ფრაზა ქოუჩებმა 😉
და მაინც რა მოაქვს პოზიტიურად ფიქრს ?
ის, რომ თქვენი შინაგანი ხმა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერზე კომენტარი აქვს ჩუმდება და აღარ გაწუხებთ ეჭვნარევი კითხვებით, რას იტყვის ის შენზე ? რას ფიქრობს ის შენზე ? გარდა ამისა ეს აღარ იწვევს უსარგებლო ემოციებს.
დაიმახსოვრე რომ ყველას ვერ მოეწონებით და ეს არც არის საჭირო. ისწავლე არას თქმა და იცოდე, რომ კონფლიქტი ცუდი არ არის, ეს თქვენს საზღვრებს გაგაგებინებთ. თქვენც და იმასაც ვინც თქვენთან კონფლიქტშია. დამეთანხმები თუ თქვენი საზღვარების დაცვა არ იცით ან საერთოდ არ იცით სად არის თქვენი, როგორც ადამიანის საზღვრები, რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე და აირიდო სტრესი.
დატოვეთ კომენტარი