ჩვენი სურვილები, პირდაპირ კავშირშია ჩვენს გულთან, ისინი გამოძახილია ჩვენი ღრმა ლტოლვების. ოცნებების ასრულება მარტივი როდია. ჩვენ არ უნდა მივენდოთ მხოლოდ ბედ-იღბალს. მის ასახდენად საჭიროა ვიმოქმედოთ, დავუთმოთ მათ დრო და ენერგია.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დაბნეულობა და ქაოსი სუფევს, ამიტომ სურვილიც უფრო ძლიერი ხდება და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარად გვიცავს კიდეც ამ ქაოსიდან.
ჩაიფიქრე სურვილი.
როგორც ბავშვს, ალბათ ხშირად ჩაგვიფიქრებია სურვილი, როდესაც დაბადების დღის ტორტზე სანთლებს ან ბაბაუწვერას სულს ვუბერავდით, ხურდას შადრევანში ვაგდებდით, უცებ ჩავიფიქრებთ სურვილს, როდესაც ვარსკვლავი ციდან ან ხელებზე წამწამი ჩამოვარდება. ჩვენი ბავშვობა სავსეა ასეთი მოგონებებით და ამ ტრადიციებს ერთი რამ აერთიანებთ- რწმენა ჯადოსნური იმ სამყაროს, რაც ჩვენს ბავშობის წლებს ასე განსაკუთრებულს ქმნის.
ასაკის მატებასთან ერთად ოცნებები და სურვილებიც სერიოზული გვიჩნდება. მაგ: აღარ იყოს ომი, გვინდა ვიყოთ უფრო ბედნიერი, გვქონდეს ბევრი ფული და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სურვილი ყოველთვის არ უნდა იყოს დიდი და აბსტრაქტული. ის შეიძლება პატარა ფიქრით იწყებოდეს და შემდეგ უფრო გაიზარდოს, როდესაც მას სამყაროში გავუშვებთ.
ერთი რამ კი ფაქტია „რასაც დათესავ იმას მოიმკი“.
იყავი კეთილი გარშემომყოფების მიმართ, გიყვარდეს უპირობოთ, გაეცი და მიიღე სიყვარული, ეცი პატივი სხვებს და უკან ნურაფერს დაელოდები, დაეხმარე გასაჭირში ადამიანებს და იყავი ის ცვლილება სამყაროსათვის, რაც გინდა რომ სამყარო იყოს შენთვის.
რა არის სურვილი?
სურვილი, უმრავლეს შემთხვევაში არის ჩვენი ლტოლვა, ის რაც სინამდვილეში ზალიან გვინდა და ეს არ არის რთული განსახორციელებელი, ადამიანი რომ არ ართულებდეს თავად. მაგ. მე მინდა მეტი თავისუფალი დრო მქონდეს… მე მინდა ჩემი გულის ძახილს მივყვე… ზოგჯერ გვიფიქრია ნეტავ ამდენი არ მემუშავა, ნეტავ ის გამეკეთებინა, რაც მე მინდოდა და არა ის რასაც ჩემგან მოელოდნენ. მესმის რომ პირველ რიგში ჩვენ პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენს თავთან, ოჯახთან და სამყაროსთან, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ :-)
დაიმახსოვრე ერთი რამ, იცხოვრე ლამაზად და განუხორციელებელი ოცნება შემდეგ მონანიებად არ აქციო. თუ გსურს მეტი თავისუფალი დრო გქონდეს, შეეცადე ცნობიერად მეტი დრო დაუთმო შენთვის მნიშვნელოვან მომენტებს, გააცნობიერო და მიიღო სიამოვნება. გაქვს შეგრძენება რომ არ აკეთებ იმას, რაც გულით გინდა? ამისათვის, პირველრიგში გაარკვიე რა გაკავებს? რა არის ხელის შემშლელი პირობა? რაც შეეხება ბევრ სამუშაოს , იქნებ გჭირდება უფრო მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავს და დაისვენო და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამუშაო არ მოგწონს.
ოოოო ჩვენი სურვილები… მსოფლიოში ათასობით ადამიანი ნატრობს, ოცნებობს და სურვილების ახდენას ელის. ახლა ხომ ნამდვილად ჯადოსნური დროა სურვილების ასახდენად.
სურვილების ახდენის ტექნიკები
მე შევკრიბე ჩვენგან გასხვავებული სურვილების ახდენის ტექნიკები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მოდით რაღაც სრულიად განსხვავებული მოვსინჯოთ, რადგან თუ სურვილი არ სრულდება ან სურვილი უნდა შეიცვალოს ან მისი თხოვნის ტექნიკა. 🙂
სურვილები მსოფლიოში
ყველა კულტურასა და რელიგიას აქვს თავისი ჩვეულება, ჩაიფიქრონ ან სურვილი, მაგრამ ამ სხვადასხვა კულტურას აერთიანებს ფოკუსი. ყველაფერი იწყება ფოკუსიდან. ფოკუსისა და კონცენტრაციის გარეშე შედეგს ვერ მიიღებთ.
- ქრისტიანები, ლოცულობენ უფლის მიმართ, რომ მან სურვილი აუსრულოს მათ. ამას სხვადასხვაგვარად აკეთებენ: სიჩუმეში, ხმამაღლა, დაჩოქილი, ეკლესიაში, მაშინაც კი როდესაც სეირნობენ ან სპორტით არიან დაკავებულნი.
- იპონური ვარსკვალების ზეიმი ტანაბატა. ეს არის სიყვრულის ზეიმი, ყოველ წელიწადს ადამიანები, პატარა ქაღალადებზე წერენ სურვილებს და ბამბის ხეზე კიდებენ. ხეს, როგორც ნაძვის ხეს ისე ამკობენ და ხშირად პატარა საჩუქრებსაც დებენ, რომ მათი სურვილი კარგად ასრულდეს .
- მაჰაშირავატრი ინდური დღესასაწაულია. ქალღმერთი შივა ძალიან კარგ ხასითზეა და ყველა სურვილს ასრულებს თუ შენ ამ დროს მხოლოდ ხილს, წყალს ან რძეს მიირთმევ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ იძინებ და ზეიმობ, მღერი მანტრებს. (დღესასწაული 2019 წლის 4 მარტს არის)
სურვილის მედიტაციის დროს, სურვილს, როგორც თესლს ისე თესავ ტვინში. ამ დროს ცნობიერ არჩევანს აკეთებ და სურვილის ახდენის პროცენტულობა უფრო მეტია.
შენ შეგიძლია ცხოვრებაც შენი სურვილის მიხედვით მართო, ნუ ინანებ იმ რაღაცეებზე რაც არ აგხდენია.დაალაგე სურვილები, შემდეგ კი ნახე რა შეგიძლია გააკეთო მის ასასრულებლად.
ტემარის ბურთები იაპონიიდან
ეს არის მრავალ ფეროვანი ბურთები, რომელიც იაპონიის ძველი ხალხური ტრადიციიდან მოდის. მათ დედები აკეთებენ და ახალ წელს თავიანთ შვილებს აძლევენ. ფერად ბურთებს დედის სიყვარულის ბურთებსაც ეძახიან. ადრე მათ კიმანოსგან აკეთებდნენ, დღეს – ფერადი ქაღალდებისგან, მაგრამ იდეა უცვლელი დარჩა, რომ ბედნიერება და სიხარული უსურვო მას ვისაც აძლევ.
სურვილის ქაღალდი ტიბეტიდან
ლოსარს ანუ , ტიბეტური ახალი წელს, სურვილს ქაღალდზე წერენ და ლუნგტას ანუ ქარის ცხენს ჰაერში ატანენ, ეს ქაღალდი შეიძლება იყოს საკუთარი სურვილი ან შეყვარებულის ან მთელს სამყაროს უსურვო მშვიდობა. ძალიან ლამაზია, როდესაც სურვილს სამყაროს ანდობ და უშვებ ასახდენად.
საი სინის რიტუალი ტაილანდიდან
პატარა, თეთრი თოკით ბუდისტები ადამიანებს ბუდას ძალას და ენერგიას გადასცემენ. თეთრი ნიშნავს სუფთას. ის უნაწილებს ადამიანებს ბედნიერებას, სიხარულს და ჯანმრთელობას. საი სინის თოკი სამაჯურივით ხელზე უნდა შემოიხვიო და გადაჭრა ისე, რომ შეიკოჭო. ზოგჯერ ბუდისტები ამ თოკს თავზე ან მთელს სხეულზე ავლებენ , რათა ძალა უფრო კარგად იგრძნო და ნეგატივისაგან გაიწმინდო. თოკი სამი დღე უნდა ატარო და შემდეგ გახსნა და არავითარ შემთხვევაში არ გადაჭრა.
და რა არის შენი რიტუალი საახალწლოდ ?
გაგვიზიარე ან გამოიყენე ერთი ჩვენი რიტუალი, ხვალ კი დაელოდე ჩვენს ახალ ტექსტს, თუ როგორ ოპოვო შენი საყვარელი საქმე, რომელიც ბედნიერებას, ფინანსებს და სიხარულს მოგიტანს.
დატოვეთ კომენტარი