შფოთვა, ეს არის განცდა, რომელსაც იწვევს მოუსვენრობა. მაშინ, როდესაც გონება ათასი ფიქრითაა დაკავებული, უამრავი საქმე გაქვს გასაკეთებელი და არ იცი საიდან დაიწყო. თუ კი შენს დამოკიდებულებას შეცვლი, დროს ფუჭად არ დაკარგავ და იფიქრებ პოზიტივზე, დავაფასებთ სიცოცხლეს მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერია შფოთვის გარეშე . მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძნელია გათავისუფლდე ბოლომდე. როდესაც ათას საქმეს ეჭიდები, შენს უკან დგას იმის შიში რომ დაკარგო კონტროლი, არ აღმოჩნდე საკმარისად ძლიერი. სტრესული და დატვირთული ცხოვრების დროსაც კი, ადამიანს შეუძლია იპოვოს გამოსავალი. „ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ (დალაი ლამა). ამის ერთ-ერთი საშუალებაა ორგანიზმზე ზრუნვა, ამ შემთხვევაში ელენთა, პანკრეასი და კუჭი პასუხიმგებელნი არიან ჩვენს სიმშვიდესა და ჰარმონიაზე
ელენთა, ჩინურ მედიცინაში საკვებს ენერგიად გადააქცევს. ნერვიულობის დროს ტკბილეულის მოთხოვნილება, ემოციური კვებაც სწორედ ამ ორგანოსთან არის დაკავშირებული. პანკრეასი საკვების გადამუშავებას უწყობს ხელს, რითაც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს, აკონტროლებს აგრეთვე შაქრის რაოდენობას სისხლში.
კუჭი, ეს არის ცენტრალური ორგანო მუცლის ღრუში, ის გადაამუშუავებს საკვებს და მერე პატარ-პატარა ნაწილებად უშვებს 12 გოჯა ნაწლავში.
- ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების ბალანსში ყოფნისთვის ტკბილი საკვები უნდა მიირთვათ, მაგრამ დანამატების გარეშე და გარკვეული რაოდენობით. მაგ: შაქარი ნატურალური პროდუქტებიდან: ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი. თუ კი ორგანიზმი არ არის მიჩვეული მიჩვეული შაქარის მიღებას ნატურალური პოდუქტებიდან, მიეცი საკუთარ თავს დრო, რომ ამას მიეჩვიოს.
- საკვების კარგად მონელებისთვის, საჭიროა, ის კარგად დაიღეჭოს, გარდა ამისა ამ დროს უფრო ტკბილი ხდება , ნერვიულობ დროს ხომ ორგანიზმი ტკბილეულს ითხოვს. როდესაც იცი რომ ახლა რთული პერიოდი გაქვთ და ემოციური მჭამელი ხართ იყიდეთ სტაფილო, და არა შოკოლადი ის ტკბილიცაა და თან ნერვულ სისტემას მოწესრიგებას უწყობს ხელს.
- შეგიძლიათ ხილის ჩირიც მიირთვათ, მიეჩვიეთ წყნარად ჭამას, განსაზღვრეთ პორციები სწორად და მიირთვი იმდენი რამდენიც გჭირდებათ და არა იმდენი რამდენიც გინდათ. გახსოვდეთ, ყოველ 1 კგზე 30 მლ წყალი უნდა მიირთვა ე.ი თუ 60 კგ ხართ 1800 ლ წყალი უნდა დალიოთ.
- რეგულარულად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, ზუსტად იმ მომენტებში როდესაც ფიქრობთ, რომ დრო საერთოდ არ გაქვთ, ამ დროს იპოვეთ დრო საკუთარი თავისათვის. თუ რჩევებს გაითვალისწინებთ ნაკლებად მოუსვენრად იგრძნობთ თავს და ამით უფრო პროდუქტიული და შემოქმედებითი ხდები. ამით ბევრ ჯანმრთელობის პრობლემას მოიხსნით, რომელიც დროთა განმავლობაში უამრავ დროს და თანხებს დაგაზოგინებთ.
თუ კი კიდევ უფრო გაინტერესებთ როგორ განთავისუფლდეთ სხვადასხვა ორგანოების ტკივილისაგან, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, ჯანმრთელობა და სილამაზე, მიიღეთ მონაწილეობა 21 დღიან იოგა–ჩელენჯში, რომელიც დაიწყება 25 მაისს. გადადით ლინკზე და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია http://bit.ly/2FUTYK5.
გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და შეიგრძენით ყოველდღიური სახარულის ძალა :-)
სატ ნამ.
დატოვეთ კომენტარი