ჩინელმა ექიმებმა, ათასწლეულების წინ იცოდნენ, რომ მათ ვისაც ჯანმრთელი ღვიძლი აქვთ, თავდეჯერებულები, დინჯები და მომთმენნი არიან. ისინი ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებენ. ხოლო მათ ვისაც პრობლემები აქვთ ღვიძლზე არიან მუდამ გაღიზიანებული და იმპულსურნი. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, არიან ყოველთვის უკმაყოფილოები და კრიტიკულნი გარშემო მყოფებისადმი.
თუ მიმოვიხედავთ ირგვლივ, დავინახავთ, რომ ადამიანთა უმეტესობა არის გაღიზიანებული, გაბრაზებული და მოწყენილი. ღვიძლი სწორედე ის ორგანოა, რომელსაც ხშირად განტვირთვა სჭირდება. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ ეს იმის ნიშანია, რომ ნაღველიც არ არის წესრიგში. მისი დაბალანესიბით უფრო თავდაჯერებული გახდებით და თვითშეფასების უნარს აიმაღლებთ. გადაწყვეტილებასაც უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღებთ, რაც ცხოვრებას შესამჩნევად გაგიადვილებთ და გაგიმრავალფეროვნებთ.
ღვიძლს ორგანიზმში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარად ამისა მას შეუძლია რეგენერაცია. თუ კი პატარა ნაჭერს მოვაჭრით ის კლავ აღდგება. ღვიძლი არის მულტიფუნქციონალური. მას ყველაზე მეტი ფუნქცია აქვს ორგანიზმში ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანოს. ის აკონტროლებს ქოლესტეროლისა და ჰორმონალურ მდგომარეობას ორგანიზმში, ინახავს გლუკოზას, იმ შემთხვევისთვის, როდესაც ორგანიზმში იქმნება ენერგიის ნაკლებობა. ის წმენდს დღეში 400– ჯერ სისხლს ანუ დღეში ღვიძლის გავლით 2000ლ სისხლი იწმინდება.
ნაღვლის ბუშტი, ეს არის მსხლის ფორმის კუნთოვანი პარკი, რომელშიც ნაღველი გროვდება. ნაღველს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: მონელების ხელშწყობა და ზოგიერთი ნარჩენი პროდუქტის სხეულიდან მოშორება, ამიტომ დეტოქსში მისი როლი შუფასებელია. ნაღველი ღვიძლიდან გამოედინება და სადინარების მეშვეობით ნაღვლის ბუშტში ჩადის.
- როგორ დავიცვათ ეს ორგანოები და როგორ გავხვდეთ მათი მეშვეობით უფრო თავდავდაჯერებულნი ?
- რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და უმიზეზოდ გაბრაზებული და იმედგაცრუებული არ ვიყოთ-პირიქით თავადაჯერებული და ჰარმონიული.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და რეცეპტს.
- პირველ რიგში აკონტროლეთ კვება, რომელ საათზე მიიღეთ ბოლო ულუფა ? თუ საღამოს 6სთ–ზე , მსუბუქად ივახშმეთ, მაშინ ღვიძლს საკმაო დრო აქვს რომ უპრობლემოდ გადაამუშაოს საკვები.
- ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილეული მძიმედ მოსანელებელია და თუ კი დეტოქს აპირებთ მაშინ ეს პროდუქტები შეამცირეთ ან საერთოს ამოიღეთ ცოტა ხნით რაციონიდან.
- მიიღეთ ბოჭკოვანი საკვები. ისინი იწოვენ ნაღველს და მასში არსებულ ტოქსინებს გამოდევნიან ორგანიზმიდან. ეს ღვიძლს საშუალებას აძლევს ახალი ნაღველი წარმოქმნას და უკეთესად იმუშაოს. თუ კი საკვებში არ არის საკმარისი ბოჭკოვანი ნივთიერება, ტოქსინები მსხვილი ნაწლავის მიერ შეიწოვება და ისევ ღვიძლში ბრუნდება. ყოველ ულუფასთან 8 -12გ ბოჭკოვანი ნივთიერება უნდა მიიღოს ორგანიზმმა. თუ კი თქვენ საკმარის ხილს და ბოსტნეულს მიირთმევთ მაშინ ეგ პრობლემას არ წარნოადგენს.
- მიირთვით მწვანე ბოსტნეული. ისინი ბევრ ბოჭკოვან ნივთიერებას შეიცავენ. მაგ: ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი, ნიორი, კურკუმა, ჭარხალი, ბროკოლი, შპინატი.
გთავაზობთ სასმელს, რომელსაც თუ ყოველ დილით მიირთმევთ, 21 დღის განმავლობაში და ამასთანავე ზემოთ მოცემულ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, თქვენი ღვიძლი და ნაღველი სწორად იფუნქციონირებს. თქვენ ადვილად გააკეთებთ არჩევანს, სიბრაზეს და იმედგაცრუებას შეცვლით ყოველდღიური სიხარულის შეგრძნებით.
- ყოველ დილას უზმოზე ვიღებთ შემდეგ ნაყენს: წყალი ლიმონით ან წყალი ვაშლის ძმრით. ლიმნიანი წყალი შედარებით რბილი წმენდაა ორგანიზმის. ანუ მათ, ვისაც კუჭის წვა აწუხებს, მჟავე ან ცხარე საკვების მიღებისას.
- ვიღებთ ერთ ჭიქა თბილ წყალს, ვამატებთ 2 ნაჭერ ლიმონს და მივირთმევთ უზმოზე.
- წყალი ვაშლის ძმრით, ეს უფრო ძლიერი ნაყენია, მაგრამ გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ კუჭ–ნაწლავის პრობლემებისაგან ხართ დაზღვეული. ნაყენი შემდეგნაირად მზადდება,
- 2 ს/კ ვაშლი ძმარი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ თაფლი
თუ სურვილი გაქვთ წითელი პილპილი.
მწიკვი დარიჩინი. - 1ჩ/ჭ თბილი წყალი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით.
თუკი გსურთ მართოთ საკუთარი სხეული, ემოცია და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა , მაშინ 25 მაისს, სახლიდან გაუსვლელად(!) შემოუერთდით ჩვენს 21 დღიან იოგა- ჩელენჯს.
მეტი ინფორმაცია და მასალები თქვენთვის აქ>> http://bit.ly/2HVn2XS
იყავით ჯანმრთელები და ლამაზები
სატ ნამ
დატოვეთ კომენტარი