ხუთი ეტაპი სიბრძნის გზაზე
Saram pad – ეგრედ წოდებული ´´თაფლობისთვე´´ როდესაც ჩვენ გაცნობიერებულად ვიწყებთ ურთიერთობას ჩვენს სულსა და ჩვენი სულიერი გამოცდილების გასავლელ გზასთან. ჩვენ ვართ ბედნიერნი. უკან მოვიტოვეთ წარსულის ტკივილი და ახალი ცხოვრების განახლებული შეგრძნებით გავუდექით ჩვენს სულიერ გზას. ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი სულიერი მასწავლებელი და გზა, რაც სიხარულს გვგვრის.
Karam pad– ამ ეტაპზე ვიწყებთ პერსონალურ მუშაობას საკუთარ თავთან. ჩვენ უკვე მივიღეთ საკუთარ თავზე მუშაობის და ზრდის აუცილებლობის გამოცდილება, რათა გავაგრძელოთ უფრო ღრმა ურთიერთობა ჩვენს სულიერ და შინაგან სამყაროსთან.
Shakti pad– ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ცვლილებებით სავსე და რთული ეტაპი. გადაწყვეტილება უნდა მიიღო აქ. ტრანსფორმაცია რომელიც აუცილებლად მოხდება უნდა მიმართო და განვითარება მისცე იმგვარად რომ გახდე ოსტატი და დარჩე სწავლების საფეხურზე ან მთლიანად დატოვო სწავლება. ამ ეტაპზე შეიძლება მარტივად დავივიწყოთ და დავკარგოთ საკუთარი თავი, რადგან დაგროვილი უნარების ძალის ძლიერმა და სასიამოვნო შეგრძნებამ ჩვენზე ჰიპნოზური გავლენა იქონიოს. თუ შევწყვეტთ ჩვენი გასავლელი გზის გაკონტროლებასა და მასთან ჭიდილის და ვკონცენტრირდებით ცოდნის გაღრმავებაზე, მაშინ აღმოვაჩენთ ჩვენი ურყევი მიმართულების ძალასა და რწმენას.
Sahej pad– სიმსუბუქის, ბალანსისა და მადლიერების ეტაპი, როდესაც ყველაფერი ერთად კომბინაციაში მუშაობას. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ის მანიფესტირდება. განსაკუთრებული(კრეატიული) ძალა რომელიც სპონტანურად ემსახურება ჩვენს სურვილებს როდესაც ჩვენ ჩვენს ბედისწერასთან შესაბამისობაში ვართ. ჩვენ ვგრძნობთ თუ რა ხდის მომენტს განსაკუთრებულს, ვეხებით, ვტოვებთ სივრცეს რათა მივცეთ წარმატებას განვითარების და გამოღვიძების საშუალება, რადგან ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია და მანიფესტირდება, ჩვენ კი ვიღებთ სიამოვნებას ცხოვრების თამაშით, ისე როგორც გურუ ისწრაფვის გამოღვიძებისა და შეცნობისკენ.
Sat pad– ჩვენ ვართ სამყაროსთან ჰარმონიაში, ვცხოვრობთ სიმშვიდეში, ჰარმონიასა და ბედნიერებაში როგორც უფლის მსახურნი. არ ვაცალკევებთ ერთმანეთისგან ჩვენ საკუთარ და მსოფლიოს სურვილებს. არის თანასწორობის და ტრანსცენდენტულობის შეგრძნება.
სულიერი მასწავლებლის მოვალეობაა რომ თავის მოსწავლეებს გამოწვევებისა და გამოცდების გზის მისცეს საშუალება გადავიდეს სიბრძნის ერთი ეტაპიდან მომდევნო ეტაპზე. შესაძლებელია რომ უმაღლესი ეტაპიდან ჩამოხვიდეთ უკან სხვა ეტაპზე მანამ სანამ უმაღლესი ეტაპი იქნება მყარი ახალი პერსპექტივებით.
დატოვეთ კომენტარი