ბოლო დროს ყველგან, გვესმის და ვკითხულობთ “მოდუნდი, შინარჩუნე სიმშვიდე”, მაგრამ გაბრაზებულ გულზე ეს სიტყვები უფრო სტრესში გვაგდებს, ვიდრე სიმშვიდეს გვმატებს. ახლა როგორ უნდა დავმშვიდდე? პირველად ეს აზრი მოდის თავიდან.
გეთანხმები, რა თქმა უნდა ამ დროს მოდუნება უკვე საკმაოდ რთულია, ემოციების ტალღას მარტივად ვეღარ უმკლავდები. კარგი იქნებოდა ეს მდგომარეობა თავიდანვე, რომ დააფიქსირო და საკუთარი თავი ემოციის კორიანტელში არ ჩააგდო.
თითქოს ლოგიკურად ისმის კითხვა თუ კი არაფერი არის სანერვიულო, მაშინ მოდუნებული ვარ.
მოდუნება უმრავლესობას აქვს წარმოდგენილი, როგორც ფიზიკური მოდუნების მომენტი. ვინც იოგით არის დაკავებული მოდუნებისას მას თვალწინ წარმოუდგება შავასანა, რომლითაც იოგის სავარჯიშოებს ვასრულებთ. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მთავარი სიმშვიდის სიგნალი არა სხეულიდან, არამედ ტვინიდან მოდის.
იოგი ბჰაჯანი ამბობდა: “ადამიანის ბედნიერება მის ტვინშია, ტვინის შესაძლებლობა უსაზღვროა, მაგრამ პრაქტიკაში მას ძალიან ბევრი საზღვრები აქვს რაც შესამჩნევად ამცირებს ჩვენს შესაძლებლობებს”.
ძალინ ხშირად მხრებში დაძაბულობა მაშინ მიგრძვნია, როდესაც ეს გამიცნობიერებია და სწორედ ტვინიდან წამოვიდა სიგნალიც, რომ ახლა დროა ჩემი მხრები დაბლა დავუშვა.
ალბათ უკვე მიმიხვდი საით მიმყავს ჩემი საუბარი, დიახ შენ უნდა ისწავლოთ ტვინის მოდუნება. ეს უფრო რთულია, ვიდრე სხეულის მოდუნება დამიჯერეთ. ტვინს ხომ კონტროლი უყვარს და კონტროლის დაკარგვა მისთვის სიკვდილის ტოლფასია, საბედნიეროდ ეს მხოლოდ ფიქრია და სიმართლე ის არის, რომ სიმშვიდეში და სიჩუმეში როდესაც საკუთარი თავის გესმის ხდება სასწაული. ტვინის მოდუნების არაერთი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტურად მე ცნობიერად ყოფნა მიმაჩნია, თითქოს რთულად ჟღერს, მთელი დღის განმავლობაში ცნობიერად ყოფნა,თუმცა აქაც არსებობს ერთი ტექნიკა, რომელიც დაგეხმარება:
დღეში რამდენჯერმე დააფიქსირე შენი მდგომარეობა 3 საყრდენის მიხედვით.
- პირველი ფიზიკური, როგორ დგახარ, მხრები დაშვებული ხომ არაგაქვს დეპრესიულ მდგომარეობაში ან პირიქით დაჭიმული და ყურებამდე აზიდული?
- მეორე შენი ემოციური მდგომარეობა, როგორ გრძნობ თავს, გიხარია თუ გწყინს რაიმე? როგორია შენი ემოციური ფონი.
- მესამე ეს ტვინის მდგომარეობის დაფიქსირებაა, რაც ფიქრით განისაზღვრება. დააფიქსირე ის რასაც ფიქრობ, რამდენად აქტუალურია, რისი მომტანია ეს ფიქრი, ხომ არ არის ეს უკვე წარსული, არაფრის მთქმელი და მხოლოდ ნეგატიური ფიქრი ან შფოთი,რომელიც მომავალზე არის ორინეტირებული და აქ და ამჟამად დავიწყებული.
როდესაც ამ 3 საყრდენის მიხედვით აფიქსირებ შენს მდგომარეობას, ხვდები იმ მომენტს,სად არის შენი ცნობიერება და ფოკუსი მიმართული. ამ გაცნობიერებით ასევე შეძლებ ენერგიის კონტროლს, ენერგია აღარ გაგეფანტება, არც წარსულზე, არც მომავალზე და მომენტს აქ და ამჟამად შეიგრძნობ, ეს არის ზუსტად ის მოდუნების და სიმშვიდის მომენტი,როდესაც სამყაროს და ენერგიულ ნაკადს გრძნობ შენში.
ეს 3 მომენტი შეგიძლია ტელეფონზე დაინიშნო და როდესაც წამზომი დარეკავს დაიწყო დაფიქსირება თავიდან ამ ჩვევის დანერგვა მოგიწევს საბოლოოდ კი ის უკვე ახალ ნეირონულ კვანძებს შექმნის და შენც გაცნობიერებულად და ბედნიერად იცხოვრებ
მომწერე კომენტარებში რაზე გაინტერესებს მომდევნო სტატია და მე სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას.
წარმატებებს გისურვებ და ყოველდღიურ სიხარულის შეგრძნებას.
დატოვეთ კომენტარი