სწორი სუნთქვა, ისევე როგორც სპორტი და ჯანსაღი კვება განაპირობებს, ჯანსაღ ცხოვრების სტილს.
ამიტომ სწორი სუნთქვა ჯანმრთელობის და ცხოვრებაში ბალანსის წინაპირობაა. სუნთქვა სხეულის და სულის დამაკავშირებელი საშუალებაა და სუნთქვის რითმი ჩვენ ცხოვრების რითმს ჰგავს ანუ სწრაფი და ზედაპირული. როდესაც არასწორად ვსუნთქავთ, ეს ზეგავლენს ახდენს ფიქრზე კერძოდ ნეგატიურ ფიქრზე, როგორ რეაგირებ გარშემო ფაქტორებზე, რას გრძნობ სხეულში, კერძოდ დაძაბულობას. არასწორი სუნთქვა მოკლედ რომ ვთქვათ სტრესს იწვევს. ამიტომ მას ყურადღება უნდა მიექცეს.
დაიდე ხელი მკერდზე და შეამოწმე შენი სუნთქვა. თუ მკერდი ზემოთ ქვემოთ იწევა ეს ნიშნავს, რომ მკერდით სუნთქავ და ეს არასწორია. სუნთქვისას მუცელი უნდა მოძრაობდეს.
ხელი მუცელზე დაიდე და ღრმად ჩაისუნთქე, შეეცადე რომ სუნთქვისას ჰაერი მუცლამდე ჩავიდეს და მუცელი მოძრაობდეს, ანუ ჩასუნთავისას მუცელი წინ გამოდის, ამოსუთქვისას მუცელი ხერხემალს ეკვრება. გაიმეორე 1წთ განმვლობაში. შეეცადე დღეში რამდენჯერმე გაიმეორო და დროც გაზარდო ხოლო მომავალში ჩვევაში მუცლით სუნთქვა შეიყვანო.
დატოვეთ კომენტარი