შემოდგომა დადგა: რა უნდა გააკეთო რომ დარჩე ბალანსში სეზონური ცვლილებების დროს, ალბათ არაერთხელ დაგისვამს ეს კითხვა. ზაფხულის დასასრულს არა მხოლოდ ფოთლები იცვლიან ფერს არამედ ცვლილებები ხდება ჩვენშიც და შემოდგომის დადაგომისას ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება. მას შეუძლია იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, ხასიათზე, შენი ენერგიის რაოდენობაზე და შენს ბიორითმზე. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი იყო კავშირში შენს საკუთარ სხეულთან და ასევე ბუნებასთან. სეზონის ცვლილებისას გთავაზობ რამდენიმე ნაბიჯს და ამ უბრალო ნაბიჯების დახმარებით შესძლებ დარჩე ბალანსში და ჰარმონიაში ყველაფერთან რაც შენს გარშემო ხდება.
- შეაჩერე სიცივე: დიდი რაოდენობით სეზონური ბოსტნეულის მიღება ძალიან სასარგებლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ასევე აიმაღლებ იმუნიტეტს. მოხარშული საკვები არის ძალიან აუცილებელია ბალანსის შესანარჩუნებლად. ცივ ამინდში კი განსაკუთრებით ამ დროს, შეგიძლია საყვარელი სეზონური ბოსტნეული მოთუშოთ. ესეთი კერძები გაგათბობს შემოდგომის წვიმიანი ამიდების დროს.
- შეგიძლია აგრეთვე კარგი შედეგი მიიღო ჯანჯაფილის ჩაის მიღებით. საერთოდ ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლოა მოქმედებს სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, თუ მას ყოველდღიურად მიიღებ.
- ორივე ფეხით მიწაზე: საკმაოდ ბანალაურად ისმის ამას თითქოს ვაკეთებთ კიდეც, მაგარ ხანდახან გეჩვენება, რომ ჩვენ გჭირდება ბიოლოგიური საათის თავიდან გასწორება რათა დარწმუნდე, რომ ის ისევ შეესაბამება შემოდგომის რიტმს. ეს ყველაზე ადვილია თუ რჩები კონტაქტში საკუთარ სხეულთან. მიაქციე ყურადღება იმას თუ რას ითხოვს ის და შეძლებისდაგვარად გაუკეთე კორექტირება ყოველდღიურ გრაფიკს.
- აგრეთვე იოგას სავარჯიშოები დაგეხმარება შეინარჩუნო ბალანსი და დინამიური სასიამოვნო საშემოდგომო რითმი.
- მზის სხივი: შემოდგომას მოაქვს წვიმა და ნაცრისფერი სიცივე, მაგრამ არ შემოუშვა ის შენში. ისეირნე ბუნებაში საწვიმარი ლაბადითა და რეზინის ჩექმით, ქოლგის წვერით შეეხე და ააშრიალე ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები და მიიღე მზის სხივები თუნდაც ღრუბლებში დამალული. ისე არცერთი შუქი და სითბო არ აგაგათბობს როგორც მზე?! თუნდაც ღრუბლებს მიფარებული. შეეცადე შენს გარშემო სილამაზე დაინახო, ის ასახავს შენს კავშირს ბუნებასთან და სეზონის ცვლილებასთან ერთად გადაჰყავხარ ახალ სასიამოვნო, საშემოდგომო რიტმში. სახლში დაბრუნებული კი გაეხვიე თბილ პლედში, დაისხი ჯანჯაფილის ჩაი ან ცხელი ქაფქაფა კაკაო და დატკბი, დატკბი შემოდგომის ფერებით 🙂
- გათავისუფლების ხელოვნება: შემოდგომაზე გვიმძაფრდება მელანქოლიკული განწყობა. შემოდგომა არის მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ხშირად იწვევს დეპრესიულ და ნეგატიურ ფიქრებს. დაიწყე უკვე შემოდგომით ცხოვრება? აქაც რამდენიმე რჩევას მოგცემ როგორ განთავისუფლდე ამ ნეგატიური ფიქრებისაგან. პირველ რიგში უნდა გაერკვიო რა ხდება შენში, რა ფიქრებია ეს? შეგიძლია აიღოთ ნოუთბუქი/ფურცელი და დაწერო თუ რა ხდება შიგნით. დაიმახსოვრე, რომ ახალი სეზონის დასაწყისი არის ყველაზე კარგი დრო აღიარო, დაასახელო და გათავისუფლდეთ ძველი ემოციებისგან. ამ გზით შექმნი სივრცეს ახალი ენერგიის მისაღებად. ზოგჯერ იგრძნობ ენერგიის ნაკლებობას, მაგრამ ნუ იფიქრებ როგორ აიმაღლო რადგან, ენერგიის გაზრდაზე ფიქრი წაგართმევს უფრო მეტ ძალას. უბრალოდ მოდუნდი. ჰკითხე შენს სხეულს რა სჭირდება. გაიკეთე მასაჟი,ივარჯიშე იოგა ამით გაიმჯობესებ სისხლის მიმოქცევას და ამასთანავე ერთად განწყობას, დამშვიდდები და დაიბრუნებ ძალას, რათა არასოდეს იგრძნო ახალი სეზონის დაწყებისა ენერგიის ნაკლებობა.
- ბედნიერ და სიხარულით სავსე შემოდგომას გისურვებ. სხვათაშორის ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი სეზონია 🙂
დატოვეთ კომენტარი