💮🏵 ჩაკრების პროექტის მეორე კვირაა 🧘♀️
მეორე ჩაკრას ვასრულებთ, გადავდივართ მესამე ენერგეტიკულ ცენტრზე. 👉ეს ცენტრი ბოლოა დაბალ სამკუთხედში, რომელიც პასუხისმგებელია გაშვებაზე.🙏
🔺️ დაბალი სამკუთხედზე, როდესაც ვმუშაობთ ბევრი ემოცია მოდის. ჩნდება კითხვები იწყება ანალიზი.
ერთ-ერთი კითხვა შეეხო საკუთარი თავის სიყვარულს, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და ბევრ კითხვებს აჩენს.
როგორ შევიყვარო საკუთარი თავი❓
❤საკუთარი თავის სიყვარული …❤
ჩვენ ხომ ამას არ გვასწავლიან, თუ კი საკუთარი თავით ვინმე ზედმეტად გართულია , მაშინვე მოდის კრიტიკა, “ეგოისტი, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს”, “თავი ვინ გონია” და ა.შ
გვსურს კი ვინმეს საკუთარ თავზე ამის მოსმენა ?
-არავის!
ალბათ ასეთ დროს აირჩევ, დათრგუნო საკუთარი თავის სიყვარული და სხვისგან მოითხოვო ის …
🙏შემიყვარე, მე ხომ ასეთი კარგი ვარ .. ზუსტად ვჯდები საზოგადოების ჩარჩოებში.
👉 მე არასოდეს ვსაუბრობ საკუთარ თავზე ..
ვზრუნავ ყველაზე ..
ვკითხულობ ყველას..
ვეხმარები ყველას…
და კიდევ მრავალი 🌼🌼🌼
მაგრამ ის სხვაც შენ გგავს … მასაც სურს სიყვარული და შენგან ითხოვს…
🥂ორი ცარიელი ჭურჭელი როგორც არ უნდა ატრიალო, ვერ შეავსებ ვერცერთს, ერთსაც კი.
აბა რა უნდა ვქნა მე?
ისმის ლოგიკური კითხვა.
შეიყვარო საკუთარი თავი 😄 კლიშე 😄
უკვე მოსინჯულიც გექნება 💥 უამრავი სტატია, თემა, დისკუსია თუ ტექნიკები, ამოუგდია გუგლს ამ თემაზე…. .. მაგრამ არცერთი მუშაობს..ან არც ისე ეფექტურია, ან მუშაობს და ცოტა ხნით.
👉შენ არ მოგწონს საკუთარი თვალის ჭრილი, ცხვრის ნესტო, ნეკა თითი, სიმაღლე და რავიცი უმრავი სხვა… 😑 და რითაც მე პირადად წლების განმავლობაში ვტანჯავდი საკუთარ თავს.
Aguste Rodini-ს ერთ-ერთი ნამუშევარი ვნახე და მასში ჩემი თავი ამოვიცანი.
უამრავი ადამიანის გარემოცვაში თავს მარტო ვრძნობდი.
სიცარიელე… 😑 იმდენად ღრმა რომ მტკიოდა გული და ბოლოს გულიც მერეოდა ამ მდგომარეობიდან გამომდინარე.
⚡ 2013 გავეცანი პიროვნულ ზრდის ტრენიგს და პირველივე ტრენინგიდან საოცრად დამუხტული წამოვედი , მას შემდეგ როდესაც ტრენიგებს მოვკრავდი თვალს სულ ვფიქრობდი, აი, ამასაც გავივლი და მორჩა ვიქნები ბედნიერი ..😊 გავდიოდი ტრენინგებს და ეს ბედნიერების შეგრძნენება არადა არ მოდიოდა..
2020 წელი …
ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, კუნდალინი და ჰათჰა იოგას ინსტრუქტორი, ლაივქოუჩი.🧘♀ გავლილი მაქვს ბოდი თერაპია და რეიკის მეორე საფეხურის ინიციაცია.
წარმატებული საექპორტო ფირმის თანამფლობელი, ბედნიერი დედა და მეუღლე. 👨👩👧👧
მოკლედ მთელი კომპლექტი 💐💐💐და ვარ ბედნიერი ? კი !
↗️ მაქვს ყველაფერი რაც 2013 არ მქონდა? რა თქმა უნდა არა… აბა ბედნიერი რატომ ვარ?
🙏 იმიტომ რომ აქ და ამჟამად ბედნიერების არსი ვისწავლე.
იოგა ქოუჩინგი ჯადოსნური ჯოხი არ არის, თუ ტექნიკას ისწავლი დამთვრდება პრობლემები? ⛔ არა.
ჩემო კარგებო, მაშინ როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული?
ნაბიჯ -ნაბიჯ
და მაინც როგორ?
გრძნობა ვისწავლოთ…
აქ მყოფების 99%-სთვის ეს პირველი ტრენინგი არ არის და ჩემთანაც მოგიყვანათ იმან, რასაც წლების წინ მე ტრენინგებში ვეძებდი.
🌻მე შედეგი მივიღე მხოლოდ მაშინ, როდესაც შეგრძნება ვისწავლე. 🌞 საკუთარი თავის მოსმენა
და როგორ?
მერწმუნეთ იოგა და მედიტაცია ამის არჩვეულებრივი საშუალებაა..
იოგას ვარჯიშის დროს ყურადღება არ მიაქციოთ თუ როგორ ვარჯიშობთ, აკეთებ თუ არა სწორად 🧘♀️ პირველად რომ იოგას ვარჯიშობ, ნორმალურია არწივის ასანას ვერ გააკეთებ.. ამას დრო და რეგულარული ვარჯიში სჭირდება, მაგრამ თუ კითხვას სწორად დასვამ დასაწყიშსი რა მინდა მე ამ ვარჯიშიდან ❓❓❓ დასასრულს რა მომცა მე ამ ვარჯიშმა ❓❓❓❓და რას ვგრძნობ, შედეგი სწორედ მაშინ წამოვა, რადგანაც შენ გაცნობიერებულად ვარჯიშობ🧘♀️
💥წამოიღო სიცარილე და მეუღლეზე გაბრაზება? რატომ ? რა მაკლია? რას ვერ ვეუბნები? რას ვერ ვიღებ ჯერ ჩემი თავისაგან და მერე გარშემომყოფებისაგან?
და თუ პირველ ვარჯიშზე ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა არ ჩავარდე პანიკაში, დღის განმავლობაში ან რამდენიმე დღის შემდეგ ეს პასუხი მოვა… ⚡ფილმში, ახალ ამბებში ფრაზის სახით.. სიმღერის ტექტსში გაიგონებ იმას რაც ათასჯერ გესმოდა, მაგრამ ახლა იგრძენი და გაიგე მესიჯის არსი…. უბრალოდ უნდა ისწავლო მოსმენა, გაგონება და გაგონილის ინტეგრირება ანუ ცხოვრებაში შემოტანა.
როდესაც მხოლოდ მენტალურ სწავლებას და დამუშავებას გადიხარ ეს კარგია,
მაგრამ მე იოგას საშუალებით გასწავლით საძირკველის გამაგრებას, როდესაც მხოლოდ გონებით მუშაობ, საძირკველს მხოლოდ ახალ პოზიტიურ ფენას აფარებ და ეს არ აჩერებს ღრვევას… დროებით, შეიძლება, იოგით ჩვენ ამას ვწევთ მაღლა, ვაყოლებთ ამოსუნთქვას და გარეთ კოსმოსში ვუშვებთ. ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებალად 🌎🌎🌎
⏳არა რის ყოველთვის საჭირო კითხვაზე პასუხი მიიღო, ზოგჯერ ისე გაუშვი ანალიზის გარეშე. თუ გასაშვებია ე.ი აღარ გემსახურება.
როდესაც გეცეკვება ან სიცილი გინდა კითხულობ რატომ ?
მიდიხარ და ცეკვავ 💃💃 ან იცინი 😆 როდესაც გეტირება რატომ იკავებ?
რატომ ეძებ პასუხს რატომ ვბრაზდები? ბრაზდები და მორჩა.😶 მეორე ჩაკრის დამუშავებისას ჩვენ ხომ ემოციის მართვას ვსწავლობთ და არა დათრგუნვას, როდესაც პროცესს ზედმეტი ანალიზით წყვეტთ ამ დროს არ ამუშავებ ამ დროს შენ პროცესს ანელებ❌
იტირე, იცინე, იცეკვე , იყავი ის რაც ხარ !
სატ ნამ – მე ვარ ჭეშმარიტება. 🙏
შენ ხარ, შემ მოგეცა უფლება რომ იყო, როგორიც ხარ, მოგეცა სიცოცხლე და უნდა იცოცხლო.
ჩემო კარგებო ❤
შეიგრძენით და როდესაც შეიგრძნობთ წამოვა პასუხი.
მე გეტყვით რატომ ხარ გაბრაზებული, მე გეტყვი რატომ გრძნობ სიცარილეს, მაგრამ თუ მზად არ ხარ არ გაიგონებ ან გაიგონებ, მაგრამ არ შეიგრძნობ, მხოლოდ შეგრძნებას მოაქვს მოქმედება და პირიქით. 🙏
🔴🔴🔴 მენსტრუაციული ციკლის დროს წმენდა ხდება. ეს პროცესი ინტესიურია და ნორმალურია, მას სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა ახლავს, დააფიქსირე და მიიღე.
🔺️მიეცი თავს უფლება სხეული ინტენსიურად გაწმინდოს, მადლიერი იყავი ამ პროცესის.
🧘♀️რა არის იოგა თუ არა სხეულის მოსმენა, რა არის მედიტაცია თუ არა საკუთარი თავის შეგრძნება? 🧘♀️
შეიგრძნობ, მოუსმენ და გაიგონებ, აღარ გააკეთებ ფოკუსს გარეგანზე, ვიზუალი ისეთივე გახდება როგორიც მოსმენა, შეგრძნება ანუ დაბალანსდება. ჩვენ ხომ მარტო ხედვა არ მოგვეცა.. ჩვენ ვგრძნობთ, ვხედავთ, გვაქვს სმენა და ყნოსვა..🍀 მაგრამ დღეს მხოლოდ ვიზუალი გაძლიერდა სხვა ყველა გრძნობებმა უკანა პლანზე გადაიწია.
საუბარი .. გვინდა სიტუვებით გადმოვცეთ, მაგრამ ენა უძლურია გადმოსცეს ის რასაც გრძნობ, არ გქონია ეს შეგრძნება რომ გადმოცემ გიჭირს ? არა და გრძნობას გულში ვერ იტევ 🙂
რამდენჯერაც გინდა 😁
ალბათ იმიტომ აქვთ ფრანგულ ენას 16 დრო და სქელი რომანები, რომ ყველაფრის გადმოცემა სურთ 🙂
💮💮💮 სწორედ ამიტომ მიმყავხართ პირველ ჩაკრაში, ის პირველადი ინსტიქტები გავაღვიძოთ და დავაბალანსოთ და შემდეგ დავიწყოთ შენება.
რამდენიმე ხნის წინ ვუთხარი ჩემს მოსწავლეს, როდესაც შეყვარებული ხარ ❤ შენი თავი გიყვარს, ის მდგომარეობა გიყვარს, რადგან ამ მამაკაციდან ამას იღებ.
როდესაც საკუთარ თავზე ხარ შეყვარებული, შენი თავი ყველა სიტუაციაში გიყვარს. ❤
🍃🍃🍃 ნუ გეშინია ეს ეგოიზმში არ გადაიზრდება, რადგან წრფელი გულით სიყვარული ისეთივე წრფელ გრძბობებს ბადებს გარშემო და ეგოც მშვიდად არის.
ამ საინტერესო, ღრმა თემას დავასრულებ პირადი მაგალითით 🙂
🌸🌸🌸 გუშინ რესტორანში წავედით მთელი ოჯახი და მეუღლემ კომპლიმენტი მითხრა, “ძალიან ლამაზად გამოიყურები, ანათებ და დღითიდღე”….
– ” რა დაგიმალო და მეც ძალინ მომწონს ჩემი თავი” 🙎♀️ ვუპასუხე სიცილით, დანაშაულის გრძნობის გარეშე.. ხო ბრწყინავო… გააგრძელა
– “შეყვარებული ხარ გეტყობა”
– კი ჩემს თავზე, მოვეხვიე და ვაკოცე…
სხვა კითხვები არ დაგვისვიაა, ამ მოქმედებაში ყველაფერი ჩანდა.
🍀როდესაც ჩემი თავი მიყვარს მიყვარს ყველა და ყველაფერი გარშემო. 🍀
და ბოლოს კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის. ❤
დატოვეთ კომენტარი