Საერთოდ რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე?ან საიდან უნდა დავიწყოთ? Ეს რამდენიმე უბრალოდ იდეა დაგეხმარებათ დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე დღესვე. მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ.
ეს არც ეგოიზმია და არც გადამეტებული თავის სიყვარული, საკუთარი თავის მიღებით ჩვენ სამყაროს მიღებას ვიწყებთ.
Როდის ვიზრუნოთ საკუთარ თავზე?
Მესმის რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე და საზრუნავი აქვს ყოველდღიურად, დროთა განმავლობაში საქმე კი არ მცირდება, პირიქით ყოველწლიურად კიდევ უფრო იმატებს.ამიტომ არ ღირს იმ მომენტისთვის ცდა, როდესაც შეგვეძლება საბოლოოდ გამოვყოთ დრო საკუთარი თავისთვის. Დაიწყეთ ეს დღესვე, ახლავა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. 24 საათში 5/10 წუთის გამოყოფა ხომ შეგვიძლია ჩვენი თავებისთვის რომ ვასიამოვნოთ? Შემდეგ კი ვივსებით შინაგანი სინათლით.
Დასაწყისისთვის შეიძლება ეს ძალიან ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზუსტად ასე მიაჩვევთ საკუთარ თავს განებივრებას ამ რამდენიმე ძალიან საინტერესო და სასიამოვნო რიტუალით.
Აბაზანა ამ დროს ჩვენი სხეული დუნდება, გონება და ემოციები მშვიდდებიან. Წყალს მიაქვს დაგროვილი სტრესი და ნეგატივი და ავსევს გულს და გონებას სიმშვიდითა და სიყვარულით.
Სმუზი Რომელიც გვეხმარება ავივსოთ ენერგიით, გვაძლევს ახალგაზრდობასა და სილამაზეს, ჯანმრთელობას და რაც ყველაზე მთავარია კიდევ ერთი საინტერესო რიტუალია იმისთვის რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. Სმუზების რეცეპტები შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში ან უბრალოდ გახდეთ კრეატიულები და თქვენი სასურველი მიქსი შექმნათ.
მედიტაცია მედიტაცია გასწავლის რომ იყო მომენტში აქ და ამჟამად ეს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი ისწავლო წარსულიდან და აღარც მომავალში დაუშვა შეცდომები. მედიტაცია ეს არის იცხოვრო აქ და ამჟამად იყო გახსნილი ახალი შესაძლებლობებისათვის და მიიღო სიამოვნება. ობიექტურად და ნეიტრალურად შეაფასო მოვლენები.



დატოვეთ კომენტარი