თვითმრფრინავი უკვე ავსტრიის სივრცეში იჭრებოდა როდესაც მარია გონს მოეგო და მიხვდა მას გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გადამხტარიყო თვიფრინავიდან და სამუდამოდ გაეთავისუფლებინა თავისი სული ამ გაუგებრობისაგან რომელიც იყო მის გარშემო თუ ძალა მოეკრიბა დარჩენილიყო, მიეღო გადაწყვეტილება და ებრძოლა თავისი ბედნიერებისათვის. მარია ადგა და თვითმფრინავის კარს მიუხლოვდა.. ილუმინატორიდან უკვე ალპების თოვლიანი ქუდები გამოჩნდა, მარიამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა და დაღლილი მზერა მიაპყრო თავის ოჯახის წევრებს, თვითმფრინავში ოთხნი ისხდნენ, ხელი სწრაფად ჩამოიცვა თავზე თითქოს თავის ქერა გაპუწულ თმას ისწორებდა, შემდეგ ხელი სახეზე ჩამოისვა და აბეზარა ფიქრები მოიშორა.. და ისევ სახელურს მოჰკიდა ხელი. ჩაფიქრდა სად უნდა გადამხტარიყო ? არაფერი ილუზიის გარდა რომელსაც რაღაცა პატარა იმედით იყო განათებული, არაფერი კონკრეტული. სახელურს ხელი მოუჭირა და ეს იყო უნდა გამოეკრა, რომ უკნიდან კისერში ცხელმა სუნთქვამ შეაჩერა, ჯეკმა ჩვეული სიმშვიდით ხელი ხელზე დაადო, და შემოაუბრუნა, თვალებში ღრმად ჩახედა, და შეცბა ამდენ სევდას როგორ იტევსო გაუელვა თავში უცებ, მაგრამ ჯეკი არ იყო სენტიმენტალური და არც გრძნობების აყოლა ჩვეოდა, თანაც გრძნობად რონ საყვარელი ქალი რაღაც დიდი გადაწყვეტილების წინაშე იდგა და არ იყო სენტმენტალურობის მომენტი.
შინაგანად გრძნობდა ყოველთვის ჯეკი, რომ მარია მისი დიდი მონაპოვარი იყო და ძალიან უფრთხილდებოდა ყოველთვის მას, გრძნობდა ჯეკი რომ ოდესღაც დაკარგა ის ალბათ წინა ცხორებაში, სადღაც და ახლა როდესაც აქ იპოვა არავინ და ვერავინ დააშორებდა და წაართმევდა.
ნუ ხუმრობ ასე მშვიდად უთხრა მარიას შეიძლება გაიღოს კიდეც და გადავარდე, სახელურზე ხელი მშვიდად გააშვებინა, ქერა გაპუწული თმები გაუსწორა და თავისაკენ მიიზიდა ძლიერი ხელებით.
მარიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა უაზროდ მისჩერებოდა ხან ჯეიკს და ხან კიდევ სივრცეს ილუმინატორიდან.
ბავშვებმა თითქოს იგრძნეს რომ მშობლებს დახმარება და მათი ძალა სჭირდებოდათ, ფეხზე ადგნენ და მათ ხელი ჩაავლეს, ხელებს იმდენად მაგრად უჭერდნენ ერთმანეთს ძვლებში უსიამოვნო ტკივილმა გაუარა მარიას, მაგრამ ხელის გაშვებას არავინ აპირებდა.
ჯეკმა კიდევ ერთხელ მოიზიდა ქალი თავისაკენ და მარიაც მიხვდა რომ წინააღმდეგობის თავი არ ქონდა, გამოფიტული და დაღლილმა გარშემო მიმოიხედა და გონი დაკარგა.
რატომ არ უშვებ ჩემთან, რატომ არ უშვებ ცრემლ ნარევი ხმით ეკითხებოდა ქალი მარიას, რომლის სახე ნაოჭებს ისე დაეფარა ნაკვთები რთული გასარკვევი იყო. მხოლოდ თვალები. თაფლისფერი, ღრმა და უძირო, უყურებდნენ და მარიამ ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა ამდენ სევდას როგორ იტევსო და მერე მშვიდად უპასუხა
იმოქმედე მე მას არ ვაკავებ და არც არაფერ შუაში არა ვარ.
თვალები გაახილა თვითმრინავი ავსტრიის აეროპორთში ჯდებოდა, მარიამ ხელის ცეცებით ქამარს დაუწყო ძებნა, ისეთი ბურუსი იყო, ვეღარ იგებდა სად სიზმარი იყო სად ცხადი..
დატოვეთ კომენტარი