1. გაიხსენე სიტუაცია წარსულიდან, რომელიც მართალია უკვე გასულია და თითქოს თავიც უნდა დაგენებიბინა მასზე ფიქრისათვის, მაგრამ არ გასვენებს რადგან მასზე რეაგირება არ მოგიხდენია სათანადოთ, ან პასუხი არ გაეცი არ კიდევ სხვა რამ. ეს სიტუაცია ყოველი გახსენებისას შენში იწვევს, ნეგატიურ გრძნობებს და სინანულს რომ სათანადო რეაქცია ვერ მოახდინე.
2. გაიხსენე ეს სიტუაცია და დააკვირდი რომელ სურათები ცოცხლდება თვალწინ, რა ფიქრები მოდის. გააკეთე ფოკუსი ამ სურათებზე და დააკვირდი რას გრძნობ.
ნელნელა გაზარდე ეს წარსულის სურათი. გაამკვეთრე, შემატე ფერები, მოსწიე კიდევ უფრო ახლოს. დააკვირდი შენს გრძნობებს. შენი ნეგატიური გრძნობაც უფრო უნდა გამკვეთრდეს და თთქოს უკვე ყელში მოგიჭიროს.
3. გააქნიე თავი და გაანთავისუფლდი ყოველი ფიქრისაგან.
4. მოიფიქრე შინაგანი ძალა თუ ხასიათის რომელი თვისებები დაგეხმარებოდა, რომ ამ სიტუაციას გამკლავებოდე.
5. გაიხსენე სიტუაცია სადაც ეს ძალა, ხასიათის ეს თვისება უკვე გამოიყენე. ეს შეიძლება იყოს, შემოქმედება, რაციონალურად ფიქრი, რწმენა..
6. ამ ფიქრებთან ერთად ეხლა ახალი სურათი მოვა და წარსდგება შენს თვალიწინ. დააკვირდი მას, დააკვირდი გრძნობებს.. არის ეს ის რაც შენ გჭირდება? მოაქვს ამ შინგან ძალას შენთვის ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება? არის ეს ის რაც გინდა? გაადიდე სურათი, მოსწიე ახლოს, გაამკვეთრე ფერები, იგრძენი მთელს სხეულში ის ძალა და სიხარული.
7. გასწიე ეხლა სურათი გვერდზე, შეეცადე, რომ ყველა ფერმა დატოვოს სურათი, სურათი გახადე უფერო. დააპატარევე ისე, რომ პატარა უფერო ოთხკუთხედ მარკას დაემსგავსოს.
8. ისევ, ამოსწიე წარსულის სურათი, ის სურათი, რომელიც შენში უარყოფით ემოციებს იწვევს.
9. ეხლა იმოქმედე ცნობიერად, წარსულის უარყოფითი ემოციით დატენილი სურათის კუთხეში დაამაგრე, ის პატარა ოთხკუთხედი მარკა, ანუ ის სურათი სადაც შენი ძალაა, შენი ძლიერი თისებები, რომელიც ბედნიერების და სიხარულის შეგრძნებას გაძლევენ.
10. თქვი «სვიშ» და ერთი ხელის მოსმით ან თითების დატკაცუნებით გაანეიტრალე წარსულის უაყოფითი სურათი და გაადიდე, ის ახალი პატარა მარკა. შესძინე მას ფერები და გაამკვეთრე.
11. გაიმეორე «სვიშ» 5 ჯერ. მაგრამ ყოველ ჯერზე შეისვენე. სისწრაფე და გამეორება ამ სავარჯიშოში უმთავრესია.
12. შეგიძლია შენი ახალი შესაძლებლობები დატესტო, წარმოიდგინე მომავალში მსგავსი სიტუაცია და წარმოიდგინე როგორ მოიქცეოდი. თუ გრძნობ, რომ საკმარისი ძალა გაგაჩნია სიტუაციის გასანეიტრალებლად ესე იგი ყველაფერი სწორად გააკეთე.
სხვა შემთხვევეაში სავარჯიშო კიდევ რამდენჯერმე გაიმეორე .
დატოვეთ კომენტარი