რომელს მიეკუთნები შენ ?
- მიწა
- წყალი
- ცეცხლი
- ჰაერი
ქალი მიწა, დედა, დიასახლისი, მშვიდი, ბრძენი ბუნების მქონე ქალბატონი. გაწონასწორებული და გამგებიანი. მას უყვარს ყველა, განსაკუთრებით კი ბავშვები.
მამაკაცისათვის ეს არის ქალი, ვისთნაც ის ისვენებს სულიერად. ესეთი ქალბატონები მამაკაცში აღვიძებს ოჯახის უფროსის ენერგიას. თუ ქალში ეს ენერგია არ არის გაწონასწორებული, ის უკვე მამაკაცის ადგილს იკავებს ოჯახში. ეს მამაკაცის ენერგიას ამცირებს და კაცი დუნდება ოჯახში. თუ კი ქალში ეს ენერგია არის გაწონასწორებული მას ოჯაში სიმშვიდე და ბარაქა მოაქვს.
ქალში ამ ენერგიის გასაღვიძებლად , სამი საკრალური ადგილი უნდა იყოს სახლში, საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა.
ქალი- წყლის სტიქია
პრინცესა. რბილი, ემოციური, კაპრიზული, ნაზი, დრამატული, რომანტიკული, შორსმჭვრეტი და ბრძენი.
მამაკაცში აღძრავს სიყვარულს და მფარველობას. აღიარება მამაკაცის უპირატესობას არა უძლურებისაგან, არამედ სიბრძნისა და ქალურობისგან.
მამაკაცით აღფრთოვანებულია და აძლევს მეტ ძალას, უღრმავებს მისდამი სიყვარულს მფარველობას და ზრუნვას. ის წყალივით ძლიერი და მოქნილია. მისივე სისუსტე მისი ძალაა.
მისი ცენტრი- ეს გულის ჩაკრაა, ამიტომ მისი ბალანსი საკვანძოა მისთვის. მისი გამოწვევაა დისბალანსის დროს არ გადავიდეს მსხვერპლის როლში და არ სძლიოს ემოციურობამ .
ქალი ჰაერი, ქალი დედოფალი, ქალი ვეფხვი
ეს არის ჭკვიანი, დამოუკიდებელი, თვითკმაყოფილი, უზრუნველყოფილი, კარგი გემოვნებით და მაღალი მოთხოვნებით, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი, რომელიც ამის დემონსტრირებასაც ახდენას . გაწონასწორებული ენერგია ამ ქალში იწვევს მამაკაცებში აღტაცებას და აღვიძებს მათში მეომარს, რომ დაიპყრონ ეს ქალი. მამაკაცში ეს პირველადი უძლიერესი ინსტიქტია და თუ ეს ინსტიქტი მასში არის მოდუნებული ესეთი ქალი მას გააღვიძებს და ხშირად ასეთ ქალებს საბედისწერო ქალებს ეძახიან. ქალში ამ ენერგიას აღვიძებს მუდმივი წინსვლის სურვილი, და მისი გაწონასწორებული ენერგია. ქალთა სუსტი წერტილია ჭკუა. დიდი მოთხოვნილეები და მოლოდინები მამაკაცებთან ურთიერთობებს ართულებენ. მიუხედევად იმისა, რომ ეს ჰაერის ნიშანია, მატერიალური ინტერესი მათთვის უმთავრესია.
მათი გამოწვევაა ისწავლონ საკუთარი თავის მოსმენა, დაუბრუნდნენ დაბალ ცენტრებს ანუ პირველ და მეორე ჩაკრას. ისწავლონ გაცნობიერებული ცხოვრება, პრინციპებისა და მოთხოვნების დოზირება. ჰაერის ნიშანი მამკაცების შთაგონებაა.
ქალი- ცეცხლი
აქტიური, ვნებიანი, სექსუალური, კონტაქტშია თავის სხეულთან და მუდამ ფორმაში იმყოფება. შემოქმედი, ამყოლი და პროვოციური.
მამაკაცში აღვიძებს სურვილს, მონადირეს დაეწიოს, დაიპყროს. ცეცხლის სტიქიის ქალბატონები მუდამ კონტაკტში არიან საკუთარ სხეულთან, ისინი ძირითადათ სულ დაბალ ცენტრებში იმყოფებიან ანუ პირველადი ინსტიქტი. ისინი კარგად გრძნობენ თავიანთ სხეულს და თუ მათი ენერგია ბალანსშია, ინტუიციაც კარგად აქვთ განვითარებული.
ენერგიის დაბალანსებისათვის ისინი უნდა იყვნენ დაკავებულნი ხელოვნებით, ცეკვით და დრამატული, თეატრალური ჩაცმით, რომელიც არ უნდა გადავიდეს გამომწვევ ჩაცმასა და ქცევაში. მათ ექსპრესიულობა და თავის გამოხატვა სჭირდებათ. მათი გამოწვევაა დაბალი ცენტრებიდან ანუ მესამე ჩაკრიდან მაღალ ცენტრებში გადასვლა.
თუ ენერგია და მესამე ჩაკრა ბალანსში არ არის, ისინი მამაკაცის მოწინააღმდეგები ხდებიან. ანუ მათში მამაკაცური საწყისი იღვიძებს. რაც მამაკაცებში აგრესიას იწვევს.
მოკლედ მათი გამოწვევაა, დააბალანსონ მესამე ჩაკრა და დაბალი ცენტრებიდან მაღალ ცენტრებში გადაინაცვლონ,
ის მამაკაცში ასევე საწყის ინსტიქტს და დიპლომატიას აღვიძებს.
მამაკაცი მიმართულია როგორ დაიპყროს ასეთი ქალი.
ოთხივე ტიპი ძალიან კარგია როდესაც ისინი ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან ანუ ერთი ქალი ოთხივე ტიპს მოიცავს. მან უნდა ისწავლოს სწრაფად გადართვა ერთი ტიპიდან მეორეზე, ამისათვის არის სპეციალური ტექნიკები, ცოტა ხანში კი ეს უკვე ავტომატურად ხდება.
როდესაც მამაკაცი ასეთ ქალს ხვდება ის საბედისწეროა, მას აღმერთებენ და ის აბედნიერებს გარშმომყოფებს და პირველ რიგში საკუთარ თავს.
ქალი საუკეთესო მდგომარეოაბაშია და ადვილად გადაირთვება ერთი ტიპიდან მეორეზე როდესაც მას არ აქვს სტრესი. სტრესი განაპირობებს ენერგიის დისბალანს. ამიტომ ქალი ყველანაირად უნდა ცდილობდეს აარიდოს თავი სტრესს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს.
დატოვეთ კომენტარი