ოჯახი პარტნიორთან თუ მის გარეშე, ყველაზე დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ხშირად, როდესაც დარღვეულია ბალანსი კარიერასა და პირადს შორის ეს ხდება მიზეზი სტრესისა და თავადაუჯერებლობის.
თქვენ გიყვართ თქვენი სამუშაო და გარდა ამისა გადასახახდებიც ხომ გადასახდელია... : )
რა იქნებოდა რომ ყოფილიყო ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ჰარმონიასა და ბალანს შექმნიდა და თქვენც გაგაბედნიერებდათ ?
ეს ფორმულა არსებობს და ამისათვის ეს 7 ნაბიჯი უნდა გადადგა:
- გააკეთე არჩევანი და იყავი ამ არჩევანით ბედნიერი. დასვი კითხვა სად არის თქვენი პრიორიტეტი ბავშებთან თუ სამსახურში და იხელმძღვანელეთ ამ პასუხით . თუ კი თქვენი ბავშვები ბაღში დადაიან ანუ ბავშვების გაზრდაში მესამე გეხმარებათ, გიხაროდეთ, გამოკვლევების მიხედვით ეს ბავშვებს უფრო სოციალურებს და გამბედავს ხდის. თუ თქვენ არჩევანი ბავშვების გაზრდაა მაშინ დატკბი ყოველდღიური სიმშვიდით, არ გჭირდებათ ადრე ადგომა, არ დგახართ გამთენიას საცობებში, ისეირნეთ ბავშვებთან ერთად და როდესაც ისინი შუადღისას იძინებენ გამოყავი დრო საკუთარი თავისათვის.
- შეთანხმდით მეუღლესთან, ვინ როდის დადის საყიდლებზე და მოუფრთხილდი ამ მოლაპარაკებას, შეახსენე კიდეც თუ საჭიროა ?
- რა არის მნიშვენლოვანი, ჩამოწერე მიზნები, როდესაც წერთ, ამით ისინი უფრო კონკრეტდებიან, გარდა ამისა მიზნები ყოველთვის გამომდინარეობენ ფასეულობებისაგან. იცი ფასეულობა– იცი როგორ დაალაგო პრიორიტეტი. ისიც იცით, რომ ყველაფერი ვერ გექნებათ. გექნებათ ის, რაც საჭიროა და თქვენს ფასეულობებს არ ეწინააღმდგება.
- შეეცადე არ უღალატოთ თქვენს ფასეულობებს, რადგან ფასეულობა სამართავი კომპასი უნდა იყოს თქვენი მიზნის, მაგალითად: თუ მიზანი არის ყოველდღიურად ბავშვებთან 2 საათი ინტენსურად გაატაროთ, მაშინ ფასეულობა არის იყოთ კარგი მშობელი. ეს ფასეულობა ჩენგან შრომას მოითხოვს და არც არასოდეს სრულდება. რა თქმა უნდა თქვენი მიზანი უნდა გინდოდეთ, და არ უნდა გამძიმებდეს.
- თუ მიზანი გამძიმებს შეცვალე კურსი. ნუ აკეთებთ იმას რაც არ არის საჭირო, ვერავინ ხედავს და არც არავინ ელოდება. ნუ აკეთებ მხოლოდ იმიტომ, ეს რომ ასე უნდა იყოს და დედა ან ბებია ასე აკეთებდა.
- ისწავლე არას თქმა უმნიშვნელო ივენთბეზე. უთხარი არა სხვის არარეალურ მოლოდინებს, როდესაც აკეთებთ იმას რაც შეგიძლიათ ეს საკმარისზე მეტია. დღეს ძალიან მოდაშია მაქსიმუმზე ცხოვრება. ამიტომაც ჩვენი შაბათ–კვირაც გამოიყურება: როგორ მოვასწრო? და საიდან დავიწყო? შეეცადეთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან დრო გაატაროთ იქ სადაც თქვენ გინდათ და არა იქ სადაც გინდა, რომ იყო.
- იყავით რეალური, ნუ მოიშლით ნერვებს და იცოდეთ, რომ ნამდვილი ბავშვები ტირიან, ჭიჭყინებენ და წუწუნებენ. უყვართ კომპიუტერი, სირბილი… გაზარდეთ თქვენი შვილები და ჩაუნერგე მათ ფასეულობები და არა ფასი, როდესაც გაიზრდებიან ბედნიერები იყვნენ.
გაგრძელება იქნება…
დატოვეთ კომენტარი