დაფიქრებულხართ ოდესმე თუ რას ნიშანვს იყო ქალი ან საერთოდ რაში მდგომარეობს ამ სიტყვის რაობა? მნიშვნელობას რომ მნიშვნელოვანება მივანიჭოთ, დავიწყებ იმის განსაზღვრებით თუ რა ხდება მაშინ, როდესაც გარემოებებისა და უბრალოდ ჩვენშივე არსებული ენერგიის გავლენით ვხდებით ისეთები, როგორებიც ვართ, თუმცა როგორებიც, არ უნდა ვიყოთ, პირობითად ,,ძლიერი ქალები“.
როლი და განსაზღვრება ამ ცნების, ოცდამეერთე საუკუნეში არაერგავროვანია და შეიძლება ითქვას რომ მოდადაც კი მიიჩნევა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია იმ ქვეყნებში, სადაც ქალები საუკუნეების განმავლობაში იტანდნენ ჩაგვრასა და დამცირებას და ეხლა თითქოს ერთგვარი შურისძიების მგომარეობას ავლნენ, რათა საზოგადობას, მამაკაცბსა თუ უბრალოდ საკუთარ თავს დაუმტკიცონ თუ რაოდენ ძლიერები და დამოუკიდებელები არიან და სად არის ამ დროს მამაკაცი? ხუმრობით რომ ვთქვათ ,,კუხნაში“… ანუ მდგომარეობაში, როდესაც ქალს უბრალოდ კი არ აქვს მართვის სადავეები აღებული, არამედ თავად არის მართული.. მარტივად რომ ვთქვათ ის ქალი წარმოადგენს არა მმართველს კულისებიდან, არამედ მებრძოლს ფრონტის ხაზიდან. განასახიერებს არა ,,მხედარს“ ცხენზე, არამედ თავად ცხენს, მხედრის გარეშე. ვფიქრობ საჭიროა მაგალითი ენერგეტიკულ დონეზე განვიხილოთ, რათა პროცესი, უფრო ცხადად დავინახოთ.
ძირითადი, რაც ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთში რეალურად იზიდავთ არის ენერგეტიკა. არსებობს ორი სახის ენერგია ინ (ქალური) და იან (მამაკაცური), თუმცა რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველა ქალში არის იან ანუ მამაკაცური ენერგია და ყოველ კაცში არის ინ ანუ ქალური ენერგია. დილემა მდომარეობს იმაში, რომ მოიცავდე ორივე სახის ენერგიას და ამავდროულად ავითარებდე იმ საწყისს რომელიც დაბადებიან მოგეცა სქესის სახით. კაცისათვის ეს გამოიხატება იმაში, რომ იყოს მზრუნველიც და ნაზიც ქალთან ურთიერთობაში და ამავდროულად განავითაროს ის საწყისი, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღების უნართან, ვაჟკაცურობასთან, პასუხისმგებლობის აღების უანრთან, იუმორის გრძნბასთან და ყველა იმ თვისებასთან, რაც შეიძლება გახდეს ქალის სიმშვიდის გარანტი ურთიერთობისას. ქალი კი გარდა იმისა, რომ რეალურად უფრო გამძლეა ტკივილისადმი და ხშირად შინაგანადაც უფრო ძლიერი ვიდრე კაცი, საჭიროა განავითაროს და გამოავლინოს უნარები რომელიც მას უფრო ნაზს, სექსუალურს, მიმტევებლს ხშირად მატერიალისტსა და თქვენ წარმოიდგინეთ ჭირვუელსაც კი ხდის და იცით რატომ? რადგან როდესაც ქალი მუდმივად ავლენს ,,მამაკაცურ“ საწყისებს, წარმოადგენს ძირითადი შემომტანს ოჯახში, ტკივილის ამტანსა და იმ პიროვნებას, რომელიც მუდმიავად ,,ამბობს“, თითქოსდა ყოველთვის ,,ყველაფერი კარგადაა“, კარგავს საკუთარ ქალურ საწყისს და ხდება ,,მამაკაცი“. ამ მდგომარეობაზე ერთი კარგი გამონათქვამი მახსენდება, ავტორს ვეღარ ვიხსენებ – ,,სულ მეუბნებიან, ძლიერი უნდა იყო, ძლიერიო და მგონი საბოლოოდ, ჩემი ოცნების მამაკაცას ვემსგავსებიო“ და შემდეგ, ვკითხულობთ კიდეც თუ სად გაქრნენ ძლიერი მამაკაცები და რატომ ვართ მარტოები.
ვფიქრობ ნათელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მუდმივად ვიმუშავოთ საკუთარ თავზე ამ მიმართულებით და ვფიქრობ საჭიროა ცოტაოდენი რამ იმაზეც ვთქვათ, თუ რა ხდება, როდესაც საქმე რეალურად სერიოზულია და აღწერას კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე და ფერი შევძინოთ.
მაშინ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მამაკაცური საწყსის ძლიერად გამოვლენას, კაცი ხდება სუსტი და ეჭვიანი, ინერტული და მშიშარა, სისხლში ტესტოსტერონის დონე ეცემა და სპერმატოზოიდების აქტივობა სუსტდება და ვიღებთ მამაკაცს, რომელიც არის შურისმაძიებელი და არ აქვს მიზანი. ქალი? ქალი ამ დროს ერთი შეხედვით ძლიერი და დამოუკიდებელია, ხშირად წარმატებებული სოციუმში, თუმცა არარეალიზებული პირად ცხოვრებაში. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ქალს შეიძლება ახასიათებდეს მიჯაჭვულობა ან პირიქით, ,,ოცნების მამაკაცის“ ძიების პროცესში პარტნიორების გამუდმებული ცვლა ან სულაც მდგომარეობა, როდესაც მარტო ხარ და თვითონაც ვერ აგიხსნია რატომ ხარ მარტო, როდესაც რეალურად, მარტივად, რომ ვთქვათ ,,ცუდი ტიპი“ არ ხარ… და საბოლოოდ, კვლავ ვუბრუნდებით თემას, საიდანაც დავიწყეთ და საიდანაც იწყება ყველაფერი… ყველაფერი ენერგიაა და ყველაფერი ვიბრირებს.. ჰოდა, ახლა იმაზე დაფირიბეღაა საჭირო, თუ როგორ ვაპირებთ სასურველი მამაკაცის მოზიდვას, როდესაც, მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულო, თავად ვართ ისინი…
დატოვეთ კომენტარი