✅სტრესი, რომ ერთჯერადი მოვლენა არ არის ეს უკვე მრავალჯერ მითქვამს და შენც ალბათ არა ერთხელ წაგიკითხავს ან სულაც პირადი გამოცდილებიდან იცი. ის გროვდება ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში დეპრესიათ ან სხვა რომელიმე დაავადების სახით ბრუნდება და იბუდებს ადამიანის ორგანიზმში.
პატარა ნაბიჯებით და მარტვი ტექნიკების გამოყენებით, შესაძლებელია მისი არამხოლოდ თავიდან აცილება არამედ მართვაც.
✅პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ სტრესი არის ორი სახის, პირველი ეს არის დადებითი სტრესი, ის რაც თანდაყოლილია და მას სხვაგვარად ინსტინქტსაც ვეძახით.. ანუ ეს არის სწრაფი რეაქცია ადამიანის, უჩვეულო მოვლენებზე. ბევრჯერ გქონიათ ისეთი სიტუაცია, როდესაც საფრთხე დაგმუქრებიათ და გიგრძვნიათ დიდი ძალის მოზღვავება და უცებ ისეთი რამ გაგიკეთებიათ, რაც ყოველდღიურობაში ხშირად მოგდომებიათ, მაგრამ არ გამოსულა. ეს არის სწორედ დადებითი სტრესი, რომელიც თანდაყოლილია და თვითგადარჩენის ინსტინქტი ჰქვია. ბუნერიბვია ამ მოდგომარეობაში სულ ვერ იქნებ, რადგან ამ დროს სხეული დიდი რაოდენობით ადრენალის გამოიუმუშავებს.
✅რა არის ნეგატიური ანუ უარყოფიტი სტრესი??? ეს არის ფსიქოლოგიური სტრესი, ანუ შეძენილი, ის ადამიანს სულ საფრთხეზე მიუთითებს და ადამიანს თავდაცვის ინსტიქტით მთელი დღით ბოჭავს, თუნდაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ერთი მხრივ ეს სტრესიც საჭიროა, რადგან ადამიანს მუდუნების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ მას ხშირ შემთხვევაში მართვა და გაწონასწორება სჭირდება, რადგან მისი დამსახურებაა, ზოგჯერ ჩვენი რეაქცია ძალიან ექსტრემალურია, რომელიმე სიტუაციას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვიდრე ეს მართალც ასეა. საბოლოოდ ეს ფიტავს ადამიანის ნერვულ სისტემას, მოქმედებს ადამიანის სხეულზე და ასუსტებს მას. გასაკვირი არაფერია რომ ნერვულ აშლილობას, ადამიანი მიჰყავს დეპრესიამდე და სხეულიც შემდეგ დაძაბულობით და ტკივილით პასუხობს.
როგორ შიძლება აირიდო ეს მდგომარეობა და დააბალანსო სტრესი?
-
აუცილებელია კვების საკითხის დარეგულირება, განსაკუთრებით სტრესულ პერიოდში მიირთვი: ნიახური, კიტრი, ოხრახუში, ჯანჯაფილი, კურკუმა,ისპანახი, ბანანი. შეგიძლია ეს ინგრედიენტები დააბლენდერო რაიმე სმუზისთან ერთად .
-
ჯანმრთელ სხეულში, ჯანმრთელი სულია, 15 წთ დილის ვარჯიშიც, გაწელვები გამოგიყვანს მდგომერეობიდან და ენერგიით აავსებს შენს დღეს.
-
სწორი სუნთქვა, რადგან სტრესის დროს ჩვენი სუნთქვა ხდება ზედაპირული და ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც მას სტრესულ მდგომარეობაში აყენებს და სტრესს უფრო აღრმავებს. სწორ სუნთქვაზე ლინკი შეგიძლია აქ იხილო? http://bit.ly/2rkb0Mw
-
პოზის შეცვლა. მოგეხსენება, რომ ადამინი თუ სტრესშია ან თავს ცუდად გრძნობს მას აგრეთვე შესაბამისის სხეულის პოზა აქვს და დიდი ფილოსოსფია არ სჭირდება ადამიანს, რომ შეხედავ მიხვდე დასტრესილია ის თუ არა. ამიტომ სტრესის დროს შეგიძლია გასწორდე, ხელები მაღლა ასწიო და ერთი წუთის განმავლობაში ესე იჯდე ან იდგე, დამერწმუნე სტრესული მდგომარეობა საგრძნობლად შემცირდება.
-
ფსიქოლოგიური სტრესი როგორც ზემოთ აღვღიშნე, არის სტრესი, რომელიც ძირითადათ შეძენილია და ეს სტრესი მჭიდრო კავშირშია მოლოდინთან. ანუ ადამიანს აქვს რწმუნებულებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და თუ მოლოდინი არ გამართლდა ეს სტრესს იწვევს. მაგ: ელოდები, რომ ყველას კარგი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს შენდამი, ან შენ არავითარ შემთხვევეაში არ უნდა დაუშვა შეცდომა, მკაცრი ხარ აგრეთვე სხვების შეცდომების მიმართ.. და უამრავი ასეთი რწმუნებულება, დარწმუნებული ვარ ამ ჩამონათვალს შეავსებ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. თუ კი შენს ყველა ნეგატიურ რწმუნებულებას, გაანალიზებ მიხვდები, რომ ოდესაღაც დასაშვებია კიდეც, რომ ის საჭირო იყო, მაგრამ უკვე აღარ გემსახურება და დრო არის გაუშვა. ??როგორ?? ყველა შენს უარყოფით რწმუნებულებას დადებითი მიუწერე, მანამ იექსპერიმენტე 1;-) სანამ დადებითი შეგრძნებას არ მოგიტანს მისი წაკითხვა.
-
სტრესის დარეგულირებაში დიდ როლს საკუთარი საზღვრების განსაზღვრაც თამაშობს, თუ საკუთარი თავის ფასი არ იცი და ყველაფერზე თავს აქნევ იმის შიშით ვინმეს არ აწყენინო, ბუნებრივია ეს საბოლოო ჯამში სავალალო შედეგს მოიტანს, რადგან საკუთარ თავს დაკარგავ და სულ სხვის აზრზე ანუ “რას ფიქრობს ის ჩემზე” იქნები დამოკიდებული.
-
საზღვრების თემა ეს საკმაოდ დიდი და ღრმა სამუშაოა, მაგრამ ამ შემთხვევაში იმის თქმა შემიძლია, დაიწყე იმით, ჩამოწერე 10 ადამინის ჩამონათვალი ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და გაანალიზე ვინ როგორ გავლენას ახდენს შენზე. ამით ნათლად გააცნობიერებ სად მიდის შენი ენერგია.
-
სტრესის დარეგულირებაში ჩემი ყველაზე ფავორიტი პრაქტიკა ეს “სამმაგი მადლიერების” პრაქტიკაა, როდესაც უნდა ჩამოწერო, რისთვის ხარ მადლობელი საკუთარი თავის, შემდეგ რომელი 3 გადაწყვეტილებისათვის ხარ მადლობელი საკუთარი თავის, და კიდევ რომელი ყოველდღიური ნივთებისთვის ხარ მადლობელი. აქ შეიძლება იყოს ტელეფონი, ელეტქრო ენერგია და წყალიც კი დაწერო, რადგან მე იმ დროს ვცხოვრობდი საქართველოში როდესაც ეს ელემანტარულიც სანატრელი იყო.
ეს მარტივი ნაბიჯები, ძალიან დაგეხმარება თუ მათ გაანალიზებ და შენს ყოველდღიურობაში ნელ-ნელა დანერგავ.
ხოლო თუ კი შენი სტრესის უფრო ღრმა დამუშავება გაინტერესებს შეგიძლია შემოგვიერთდე 14 დღიან პროექტში, “სტრესისაგან თავსუფალი”
სადაც შენ მოტივირებულ ჯგუფთან ერთად
✨ივარჯიშებ იოგას
✨გააკეთებ მედიტაციას
✨დახვეწავ კვების რაციონს
✨მიიღებ ყოველდღე დავალებებს
✨შეასრულებ ქოუჩინგის ტექნიკებს
შემოგვიერთდი ბმულზე ? https://m.me/LotusiYoga?ref=w6295830
და მიიღე საჩუქრად მედიტაცია რომ პროექტამდე გათავისუფლდე სტრესის ზოგიერთი სიმპტომისაგან?
✨✨✨გისურვებ სიხარულის შეგრძნებას სატ ნამ?
?
დატოვეთ კომენტარი