ქალი…
ქალი…..
ქალი…. და მე, ამ თემაზე საუბარი არასოდეს მომწყინდება, რადგან ჩემთვის ქალიც და მისი ენერგიაც ფართო სპექტრს მოიცავს.
წარმოიდგინე წყალი და დაფიქრდი რამდენად მოქნილი და ამავე დროს ძლიერია? როგორ იცვლება და შეუძლია ნებისმიერ კალაპოტში ჩადგეს?! ამით მას არაფერი აკლდება, მაგრამ თუ სიძლიერით მოდის და კალაპოტი აღარ ყოფნის. ჰოი !
ამიტომ ქალის ენერგია ჩემთვის სწორედ წყალთან ასოცირდება .
ჩემი მასწავლებლებიდან ხშირად მსმენია, ქალი წყლის მსგავსი უნდა იყოს!
ქალის ენერგია მოდის შიგნიდან, ხოლო მამაკაცს გარედან სჭირდება გამოწვევა, რომ გაძლიერდეს, ქალი კი შიგნიდან ბრწყინავს, თავისი ენერგიით. ქალი, თავის სილამაზეში სულ დარწმუნებული უნდა იყოს, როგორც იოგი ბჰაჯანი ამბობდა. თუ ის ძალას და ენერგიას გარეთ ეძებს, ის ამით თავისი ცხოვრების ტრაგედიას ქმნის.
ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული, მტკიცე ქალი ოჯახსაც ასეთს ქმნის, გარშემოც სამი თაობა მამაკაცებისა ძლიერად გრძნობენ თავს:
შვილი- ქმარი- მამა.
ძლიერი ქალი, ძლიერი ერის საწინდარია.
აქვე მინდა ერთ მომენტს დაგაკვირვოთ, ძლიერი ქალი, ქართლის დედა ხმლით არ არის!
ეს დრო იყო ასეთი. გვჭირდებოდა გმირობა ქალებისგან, მაგრამ დღეს ქალმა საბრძოლო იარაღად მხოლოდ თავის ღიმილი და ქალური ენერგია უნდა გამოიყენოს.
ხშირად ჩემი სესიების დროს მესმის ამ სიტყვებზე კრიტიკა, როგორ?
მამაკაცი გებრძვის … და მე როგორ არ ვიბრძოლო?
მამაკაცი ებრძვის კონკურენტს, კონკურენტი კი შენშია, ის მამაკაცური ენერგია შენში, რომელსაც ბალანსი აკლია.
და თუ ჯერ არ იცი, გეტყვი, ადამიანი ორივე ენერგიით იბადება.. მამაკაცურით და ქალურით. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენს საწყისში ორივე ენერგიაა, შემდეგ უკვე სქესის მიხედვით ის ენერგია უნდა დააბალანსო, რომელი სქესის წარმომადგენელიც ხარ.
და აქ ხდება ხშირად ენერგიების არევა… აქ ადამინის ტიპიც უწყობს ხელს თუ რომელ ენერგიას უფრო აძლიერებს.
ხშირად მისვამენ ჩემი მოსწავლეები კითხვას. როგორ დავაბალანსო ჩემი ენერგია?
რა თქმა უნდა პრაქტიკებით, შესაბამისი პრაქტიკებით, რომელიც არ გაზრდის ქალურ ენერგიას, არამედ დააბალანსებს, რადგან ჩვენ ორივე ენერგია გვჭირდება.
იოგა და განსაკუთრებით კუნდალინი იოგა, ძალინ პარადოქსულია და სწორედ ეს არის მასში კარგი, არსებობს არჩევნის უფლება. იპოვო ოქროს შუალედი და შემდეგ უკვე ყველაფერი თავისით მოდის.
კუნდალინი იოგა ადამიანში აერთიანებს სულს, გონებას და ფიზიკურ სხეულს. პრაქტიკების დროს, ჩემს მოსწავლეებს ბევრი კითხვები უჩნდებათ და სწორედ ამიტომ მე, იოგა სესიებს ყოველთვის ვურთავ თეორიას და ქვეცნობიერთან მუშაობა უფრო მარტივი ხდება.
ამის ნიმუშია, ჩემი ერთ-ერთი პროექტი: 2 X 21 დღე ჰარმონიული ქალი. სადაც იოგას 30 ვიდეო გაკვეთილთან ერათად მაქვს: 6 ვებინარი, მედიტაციები, დეტოქსი, რეცეპტები არამარტო გემრიელი და ჯანსაღი კერძების, არამედ თავის მოვლის საშუალებების. პროექტში, მე ვსაუბრობ ქალის 6 საყრდენზე, რომელსაც 2 თვის განმავლობაში ნაბიჯ - ნაბიჯ გავდივართ.
რეგისტრაციის ლინკი >>> https://academy.lotusi.ge/course/2×21-harmoniuli-qali/
რას მოგცემს პროექტი?
ძლიერ ინსტრუმენტს, რომელიც დაგეხმარება შექმნა შენი რეალობა ისეთი, როგორიც შენ გსურს.
პროექტს გაივლი ონლაინ, აკადემიაში, პერსონალურ ონლაინ კაბინეტში.
ყოველთვის გექნება საშუალება პირდაპირ ჩემთან კონსულტაციის, შენთვის საინტერესო საკითხებზე.
წარმატებები.
გისურვებ სიხარულის ყოველდღიურ შეგრძნებას.
დატოვეთ კომენტარი