2015 წელს ჩემი საკუთარი საქმე დავიწყე ბელგიაში. მივატოვე ინჟინერ ოპერტორის საკმაოდ წარმატებული კარიერა და რისკით სავსე ავანტიურა დავიწყე. რა თქმა უნდა ამით ჩემი ოჯახი და მეგობრები გაკვირვებულები იყვნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე ჩემი გულისთვის მომესმინა და ამერჩია ის საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ. და რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი ? -წარმოდგენამ. იმის წარმოდგენამ, თუ რამდენი ბედნიერი და გაღიმებული ადამიანი გავიდოდა ჩემი სახლიდან.
რა თქმა უნდა პირველი წლები იყო თავის დამკვიდრება. ეს ყოველთვის არ არის მარტივი განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში, მაგრამ წარმატება ყოველთვის ბედნიერებას არ განსაზღვრავს. ბედნიერება ეს მდგომარეობაა რომელიც შიგნიდამ მოდის. ეს ხდება მაშინ როდესაც აკეთებ იმას რისი გაკეთებაც გინდა. ეს განიჭებს ბედნიერებას და სიხარულს. როდესაც მიყვები იმ გზას რომელსაც შენი სული, შენი ინტუიცია გკარნახობს.
არა რაციონალური მიდგომა საქმისადმი არამედ, სიყვარულით. ეს არის გასაღები ბედნიერებისა და წარმატებისა და თუ გარშემო მიმოიხედავთ და წარმატებულ ადამიანებს დაინახავთ მიხვდებით რა არის სინამდვილეში მათი წარმატების გასაღები. ეს არის სიყვარული საკუთარი საქმისადმი.
მაგრამ ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ ვიპოვოთ ის საქმე რომელიც გვსურს ? არ შეგეშინდეს, რომ მოსინჯო იქამდე, სანამ შენი გული, სული არ აფორიაქდება და იგრძნობ ინტუიციურად, რომ ეს არის ის რაც ძალიან გსურს და იტყვი აი, ამ საქმის კეთებით არ დავიღლებოდი. ამ სიგნალებით შენს სულს და გულს სიხარულით აავსებ.
დღეს საუკეთესო დრო არის აკეთო ის რაც გიყვარს. დღეს ადამიანები იღვიძებენ მეტ დროს უთმობენ საკუთარ თავს, საკუთარი სულის გადარჩენას და სწორედ ამიტომაც ხედავთ, რომ ბევრი რამ იცვლება ჩვენს გარშემო, როდესაც სული გაღვიძებას იწყებს.
შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში სიხარულით აფორიაქებული გულის ფილოსოფია და შეიგრძენით ყოველდღიური სიხარულის ძალა.
სიყვარულით
მარინა კვატაია
ლოტუსის და U bent in goede handen დამფუძნებელი
დატოვეთ კომენტარი