… კვირის დასაწყისში, დილით, წერილი მოგდის შენი პროექტის ერთ-ერთი მონაწილისგან, რომ ის გათავისუფლდა შიშისგან, გააცნობიერა თავისი შიშის წყარო და საიდან მოდიოდა ეს შიში. დამიჯერებთ ალბათ, როგორც ქოუჩისათვის ეს დიდი გამარჯვებაა… და მართლაც, იოგის საშუალებით შეგიძლია გათავისუფლდე ძალინ დიდი წყენისგან, შიშისგან და სხვა უარყოფითი ემოციისგან, რომელიც წარსულში მოხდა და დღესაც კი გავლენა აქვს შენს ცხოვრებაზე.
ადამიანი ამას ხშირად ვერ აცნობიერებს, მას აქვს პანიკური შიში, მას აქვს რაღაც სიტუაციებზე უარყოფითი ემოცია, რაც შეიძლება დროთა განმავლობაში, მოცემულ სიტუაციაზე გულის რევითაც კი გამოიხატებოდეს ან გარკვეული ორგანოს ტკივილით, ან ავადმყოფობითაც კი, მაგრამ ის ვერ ხვდებოდეს, რომ ყველაფერი ეს მოდის წარსულში მომხდარი ფაქტებით. შეიძლება შენ, შეგნებულად ან შეუგნებლად დაივიწყე წარსული, მაგრამ ვიწყებთ იოგა-ქოუჩინგის კომპლექსურ მეთოდს და ეს სიტუაცია ამოდის… ამოდის ნათლად, ამოდის ისე, თითქოს ეს გუშინ მოხდა… და მაშინ ხვდები, რომ ამ სიტუაციას მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია, დიდი ნალექი დაუტოვებია შენს ცნობიერზე, სწორედ ეს წარსულის ფაქტები გიშლის წინსვლაში ხელს და ის უკან გხევს, შენი ცხოვრების ყველა სფეროში.
ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ ხდება ეს, იოგისა და ქოუჩინგის კომპლექსური მეთოდით, რა ხდება ამ დროს? და რატომ კომპლექსური მეთოდი? არაა იოგა ან პირიქით ქოუჩინგი?
ამ შემთხევაში იოგას ორმაგი დანიშნულება აქვს: მუშაობ ფიზიკურად და მენტალურად.
რატომ მოდის გაცნობიერება?
როდესაც იოგას ვაკეთებთ, ასანას, კრიას, არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი არის მშვიდ მდგომარეობაში, იწყებს მშვიდ სუნთქვას, უღრმავდები შინაგან სამყაროს და სწორედ მაშინ, როდესაც შენს გარშემო სიჩუმე და სიმშვიდე სუფევს ამოტივტივდება ის სიტუაცია, რომელიც თურმე ესე ძალიან გიშლიდა ხელს. იგივე ხდება, როდესაც დინამიურ იოგას ასრულებ. მაგალითად: კუნდალინის. თუ ამ დროს ტკივილი გაწუხებს, ე.ი იმ ტკივილის ადგილზე რაღაც ბლოკია, რაღაც უსიამივნო სიტუაცია. იოგის ვარჯიშით, იწყებს სისხლის მოძრაობას, მიედინიბა სისხლი იმ კუნთში და იხსნება ბლოკი, ხოლო ზემოთ ისევ ეს უსიამოვნო ნალექი ამოდის… ხდება ხშირად ისიც, რომ ამას მონაწილეები გაუცნობიერებლად უშვებენ, მაგრამ როდესაც ღრმა ტკივილზე არის საუბარი, მაშინ ეს ცნობიერის დონეზე ხდება. ამისთვის, ტკივილი სრულად გასათავისუფლებლად და გასაშვებად მე ვიყენებ ქოუჩინგის მეთოდს და სიტუაციას უტკივნეულო და ზოგჯერ ტკივილითაც ვემშვიდობებით. ამის შემდეგ იწყება ეტაპი, ახალი ეტაპი ენერგიით და სიხარულით სავსე.
ეს არ არის ყოველთვის მარტივი … მაგრამ აქვე გეტყვი სადაც ტკივილია, იქ არის ზრდა.. ეს პირადი გამოცდილებიდან არის… ამიტომ შეეცადე ეს სიტუაცია ყოველთვის უმტკივნეულოდ გაუშვა. ამაში დაგეხმარება ჩემი ქოუჩინგის ტექნიკები, რომელსაც ვიყენებ ჩემი პროექტიში ან პერსონაურად კლიენტთან მუშაობისას
აქვე მინდა აღვნიშნო, როდესაც მტკივნეული სიტუაცია ამოდის, არ უნდა შეგეშინდეს, პირიქით ეს სიტუაცია უნდა დააფიქსირო, აღიარო თამამად, ის მოხდა, რატომ მოხდა ამას მნიშვნელობა დღეს აღარ აქვს/მისი შეცვლა დღეს ჩვენს ხელთ არა არის… მესმის სათქმელად უფრო მარტვია, მაგრამ რადგან შენ ამ სტატიას ბოლომდე ჩაუყევი მე დარწმუნებუია ვარ შენ ეს შეგიძლია, შენ შეგიძლია ჩაურღმავდე ამ ნეგატიურ სიტუაციას, აღიარო და მართალი იყო საკუთარი თავის წინაშე და სწორედ ამის შემდეგ შესაბამისი პრაქტკით გაუშვა და განთავისუფლდე..
აქ მთავარია:
- გააცნობიერო ბოლომდე, ამაში იოგა დაგეხმარება;
- გაუშვა, აპატიო, რადგან წარსული სიტუაციის შეცვლა შენს ხელთ არ არის, ხოლო პატიება და სიტუაციის გაშვება, ეს შენზე არის მთლიანად დამოკიდებული.
და ამაში ჩვენი პროექტები დაგეხმარება.
მინდა ვთქვა, რომ მადლობელი ვარ პროექტის მონაწილეების, რომლებიც არა მარტო აცნობიერებენ, არამედ ღიად წერენ გაცნობიერებების და ამით სხვას აჩვენებენ: – აი, ეს არის ჩემი მაგალითი და გაითვალისწინე შენც.
მე არ შემრცხვება ამ სიტყვის თქმა და ეს გმირობის ტოლფასია. მე ამ დროს განსაკუთრებულად ემოციური ვხვდები, რადგან თქვენ, შენ ვინც საკუთარი თავისაკენ გაგადადგი ნაბიჯი, შენ ვინც მიზნად დაისახე გათავისუფლდე წარსულის წყენებისაგან. შენს წყენას და ტკივილს უკეთებ ტრანსფორმირებას, რომ ის შენს ძალად გადაიქცეს. შენ არ ეძებ დამნაშავეს, შენ შეუჩერებლად მიდიხარ წინ.. და ამით შენ, სამყაროს ამუჯობესებ და მადლობა შენ!
დატოვეთ კომენტარი