გაურკვეველ და უცნაურ მდგომარეობაშია ჩვენი სამყარო. თითქოს და გადაიტყვირთვა და Shut down’s აკეთებს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ცნობიერად ყოფნა გვმართებს, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე.
ყოველთვის ვთვლიდი, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავდი ჩემს თავზე, მაგარამ არაა… ამ პერიოდმა მიმახვედრა, რომ უფრო მზრუველი გავხდი, ჩემი თავის მიმართ.
ვცდილობ და ვახერხერებ, რომ დავიცვა ელემენტარული ჰიგიენის ნორმები, როგორიცაა: ხელების დაბანა, ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე საკვების მიღება და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება.
ჩემი რჩევა, თუ რა ვიტამინევი უნდა მიივიღოთ იმუნეტეტისთვის, იხილეთ ჩემი სტატია >>>> https://lotusi.ge/wp-admin/post.php?post=53420&action=edit
გიფიქრია რატომ არის არის აუცილებელი, პირველ რიგში იყო ჯანმრთელი შენ ? ჯანმრთლი მე, შენ და სხვა წინა პირობაა, საერთო ყველას ჯანმრთელობის … საკუთარი კარგად ყოფნით ვეხმარებით გარშემო ყველას. განა შეგვიძლია დღეს ამაზე მეტი?
გუშინ ვფიქრობდი, და გამახსენდა ერთი სიმღერა, მასში ესეთი სიტყვებია: “გააჩერე დედამიწა ჩავდივარ”, ჰო და ჩავბრძანდეთ :))) ეს ხუმრობით …
ჩვენთან აქ, ევროპაში, ბელგიაში შეიძლება ითქვას, რომ სასწაული მოახდინა ამ კრიზისმა. ხალხი დაახლოვდა, მეზობელი თუ მარკეტში მიდის, ეკითხება მეორეს, თუ სურს რაიმე წამოიღოს მისთვის, რადგან მოხუცები ამ ვირუსის დროს ფაქტობრივად დაუცველები არიან. ბელიაში, მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობა აიკრძალა, მაგრამ რომ ნახოთ, როგორი გულის ამაჩუყებელი ფაქტია, როდესაც შვილები, შვილიშვილები მიდიან და ნახატებს უკრავენ ფანჯრებზე, სადაც წერენ თუ როგორ უყვართ და ენატრებიან. როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც ასეთ თავშესაფარში მუშაობს, უამრავი დახმარების წერილის იღებს, მას მეც მივწერე, ძალიან მსურს ჩემი წვლილი შევიტანო, თუნდაც საკვებით და აქვე ისევ განმეორდები, რომ რამდენად აუცილებეილა შევინარჩუნო ჯანმრთელობა, მე რომ ავად ვიყო, ამას ხო ვერ შევძლებდი.?!
იცით, რა შევნიშნე, ადრე გარეთ, უცებ ქურთუკის გარეშეც გავიდოდი, ახლა ნურას უკაცრავად 😀 ჩემა შვილებმა, სუპერმარკეტიდან მცირედი მარაგი მოიტანეს, სრულიად დამოუკიდებლად, კარადებიც გამოასუფთავეს ძველი პროდუქტებიდან და სახლში დაბრუნებულს გაოცებისგან , ლამის მადლობა გადავუხადე, ამ ახალ კორონა ვირუსს :)))
ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოძრაობა, თუ შესაძლებელია სახლში დარჩენა, მედიტაცია, გულიდან ლოცვა და აქვე აღვნიშნავ, ზაფხულს რომ კარგ ფორმაში შეხვდეთ იოგას ვრჯიშებიც არ დაივიწოთ…
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს კრიზისი, რაღაც დადებითს აუცილებლად შემოიტანდა შენს ცხოვრებაში, შეამჩნიე ეს და დატკბი ამითაც.
და რამდენიმე სიტყვა მასმედიაზეც. მესმის მათიც, ეს მათი საქმეა, თუნდაც სიტუაციის გამძაფრება. ზოგჯერ საჭიროცაა, სხვაგვარად არ ესმის ადამიანს შექმნილი საფრთხის არსებობა, აქ, ბელგიაში მხოლოდ მკაცრი მეთოდების შემდეგ გაიგეს ადამიანებმა, რომ გარეთ გასვლა, სამოგზაუროდ წასვლა, ჰიგიენის დაცვა და ხალხთან ნაკლები კონტაქტი აუცილებელი იყო. დაანონსდა რესტორნების დახურვა და ბელგიაში, იმ დღეს გაივსო რესტორნები, კაფე-ბარები ხალხით, თითქოს და ეს უკანასკნელი იქნებოდა მათთვის:))
მოკლედ, ეს დღეებია სულ ვფიქრობ და მინდა გითხრათ მხოლოდ ერთი მიხედე საკუთარ თავს, შეძლებისდაგვარად დაეხმარე სხვებსაც, თუ არა და საკუთარი თავზე ზრუნვით, უკვე ძალიან ბევრს დაეხმარები.
დატოვეთ კომენტარი