ხმაური ქუჩებში, მაღალი ძაბვის ხაზები, გამვლელის შემთხვევითი შემოხედავა, დედის სიტყვა, ბავშვის ტირილი და ერთ დროს გაუაზრებელი ფიქრიც კი მოქმედებს და ქმნის ჩვენს რეალობას. საბოლოოდ ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, გზა ორია – ცნობიერი ან გაუცნობიერებელი და ქაოტური.
ჰარმონია – ეს ის სიტყვაა რომელიც უძველესი დროიდან წარმოადგენდა კაცობრიობის არსებობისა და განვითარების მთავრ მექანიზმს, თუკი შეიძლება რომ ცხოვრება ერთ გრძელვადიან და უწყვეტ პროცესად წარმოვიდგინოთ რომელიც გარკვეული გაქანების ან უბრალოდ ძალის ზემოქმედებით ცირკულირებს. ეგვიპტელებს სწამდათ რომ ჰარმონიის ,,ხორცშესხმა“ შეეძლოთ და მისი სული ქვებში გამოსახეს, პირამიდის სახით; მათემატიკოსებმა ის პი მუდმივაში იპოვნებს; აინშტაინმა ვაკუუმში, აღმოსავლელმა ხალხებმა კი ვიბრაციულ მექანიზმში ჩააქსოვეს, როგორც ერთგვარ კამერტონში ცხოვრების რიტმისა და ასე შეიქმნა ტიბეტური ანუ ეგრეთ წოდებული მომღერალი თასი.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილი ან გამოუცდელი ხართ, როდესაც იღებთ მას ხელში და იწყებთ მის ზედაპირთან შეხებას მაშინვე იწყებთ იმის გაცნობიერებას არის ეს თასი თქვენთვის თუ არა. საჭიროა მხოლოდ დაუკვირდეთ იმ განცდას, რომელიც გეუფლებათ, იმისდა მიხედვით თუ რამდენად სასიამოვნო ხდება ეს მდგომარეობა თქვენთვის.
თუკი თქვენს სახლში მოიძებნება ადგილი, რომელსაც ჯერაც ვერ უპოვნეთ ვერავითარი დანიშნულება და ისეში შეგძნება გავთ რომ ის ერთგავრი ,,ნკვდარი წერტილია“, ძალიან მარტივად შეგიძლიათ აქციოთ ის კუთხე თქვენს საყვარელ ადგილად. აიღეთ ხელში მომღერალი თასი და დაიწყეთ სახლის შემოვლა, მალევე მიხვდებით რომ ხმა, ყოველ ადგილს თავისი დამახასიათებელი ხმა აქვს და ის მით უფრო წკრიალაა, რაც უფრო საყვარელია ადგილი თქვენთვის. ჰოდა ისღა დაგრჩენით რომ მანამ არ გაშორდეთ ,,მკვდარ ადგილებს“ მანამ, სანამ ისინიც თქვენსავით ,,ცოცხლები“ არ გახდებიან. ჩვენ ხომ გვსურს რომ ყველაფერი ცოცხალი და ისეთივე ცნობიერი იყო ჩვენს გარშემო, როგორც თავად ჩვენ.
გტკივათ რომელიმე ორგანო და ვერ ახერხებთ მის გაყუჩებას, გაწუხებთ ქრონიკული უძილობა, გადაღლილობის შეგძნება და მტვრევა სხეულში, თითქოს ის თქვენი არ იყოს? აქაც შეგიძლიათ მომღერალი თასის გამოყენება, უბრალოდ მოათავსეთ ის იმ ორგანოსთან ან იმ წერტილთან, რომელიც ასე გაწუხებთ და დაიწყეთ მისი ზედაპირის გააქტიურება. არ შეწყვიტოთ ეს პროცესი მანამ, სანამ ხმა იმდენად მშობლიური და სასიამოვნო არ გახდება, ვიდრე ეს სიმშვიდის იმ მომენტამდე არ მიგიყვანთ, რომელიც ძილს მოგგვრით ან სულაც ცრემლებს…
გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები და არ იცით რომელ გზას დაადგეთ, თავში უამრავი აზრი გიტრიალებთ და ვერც ერთის სრულყოფას ვერ ახერხებთ? აიღეთ თასი, დაჯექით მოხერხებულად და მიენდეთ მის ჰანგებს. ცოტა ხნით უბრალოდ იყავით თასთან ისე, როგორც საუკეთესო მეგობართან, რომლიც ასე ძალიან გჭირდებათ ამ გადამწვეტ მომენტში და პასუხიც არ დააყოვნებს…
პ.ს. და მაინც, რა არის ამ თასში ასე განსაკუთრებული? პასუხი – არაფერი! თასი ხართ თავად თქვენ – მისი ყოველი ჰანგი, მცირე საფეხურია, გზა, საკუთარი თავისკენ…
ავტორი
ნუცა მუჯირიშვილი
დატოვეთ კომენტარი