ოჯახურ, კერძოდ ცოლ–ქმრის ურთიერთობას ერთი სტატია არ ეყოფა, მაგრამ მე შევეცდები ჩემი გამოცდილება და 20 წლიანი სტაჟი ჩავატიო 10 ნაბიჯში და თქვენ გაგიზიაროთ.
- უმთავრესი წესი: კვირაში სამი საათი დაუთმეთ ერთმანეთს, მხოლოდ თქვენ ორნი, ბავშვების გარეშე. ეს გააუმჯობესებს თქვენს ინტიმურ ურთიერთობასაც და უფრო ცეცხლოვანს და მიმზიდველს გახდის.
- არ შეეცადო გამოასწოროთ თქვენი მეუღლე. მიიღეთ ისეთი როგორიც არის ან გაშორდით. პრინცეპი თეთრ რაშზე და პრინცესები მხოლოდ წიგნებში და ზღაპრებში არიან. იყავით რეალური. გაუშვით თქვენი მოლოდინები და ნუ გამოიტანთ ნაჩქარევად დასკნას. შეძელით დადებითის დანახვა და დატკბი ყოველდღიური ცხოვრებით.
- შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დაიკარგეთ ერთად ზოგჯერ სადმე უცხო ქალაქში და მოიქეცით ისე თითქოს ერთმანეთი ახლახანს ნახეთ, აკოცეთ ერთმანეთს თითქოს პირველად და ჩახედეთ ხშიარად ერთმანეთს ღრმად თვალებში.
- როდესაც გაბრაზდებით უცებ ნუ წამოისვრით ყველაფერს რაც ენაზე მოგადგებათ, აცადეთ თავს ცოტა დამშვიდება და თუ ძალიან გიჭირთ დაწერეთ ფურცელზე. შემდეგ კი უთხარით, რომ სალაპარაკო გაქვთ და ყველაფერი წყნარად აუხსენით. გაგაიკვირდებათ, რამდენ ახალ რამეს გაიგებთ.
- მოუსმინე ხოლმე მეუღლის წუწუნს. უბრალოდ მოუსმინე, იცოდეს რომ თქვენთან წუწუნი შეიძლება და თქვენ მოსმენა, რჩევა შეგიძლიათ, ზოგჯერ უბრალოდ საუბარსაც სასაწაულების მოხდენა შეუძლია.
- თუ რაიმეზე მოილაპარაკეთ და ხედავთ რომ მეუღლე რაღაცა მიზეზის გამო საქმეს არ აკეთებს ნუ დაელოდებით სანამ აფეთქდებით მანამ დაელაპარაკეთ და შეეკითხეთ საქმის გადადების მიზეზი.
- არასოდეს შეადაროთ მეუღლე სხვას. ეს ჯერ ერთი ბევრ ენერგიას გართმევთ და ასეთი შედარებების შემდეგ მხოლოდ უარყოფითი გრძნობა დაგრჩებათ.
- დაუთმეთ ერთმანეთს ის მომენტები, რომელიც ძალინ გიყვრთ. მაგალითად: თუ მეუღლეს ფეხბურთის ყურება სურს, მიეცით ამის საშუალება
- კვირაში ერთჯერ გააკეთე ის რაც მეუღლეს უყვარს. თუ კი ფეხბურთზე თქვენთან ერთად წასვლა გაეხარდება წაყევით. და უგულშემატკივრე მის საყვარელ ჯგუფს.
- მიწერეთ ერთმანეთს თუნდაც ერთჯერ თვეში, სასიყავრულო და სამადლობელი შეტყობინებები. დროთა განმავლობაში ამ რიტუალის სიხშირეც მოიმატებს.
და რაც მათავარი იყავით ის რაც ხართ , არ ითამაშოთ.
დატოვეთ კომენტარი