კუნდალინი იოგა უძველესი პრაქტიკაა, რომელიც გეხმარებათ ენერგიის გამოთავისუფლებაში და თქვენი ცხოვრების გარდაქმნაში.
იოგას ყოველდღიურ პრაქტიკას აქვს ძალა, შეცვალოს თქვენი ჩვევები, უნარები, შესაძლებლობები ძალა, ენერგია უკეთესობისკენ.
სწორედ პრაქტიკული სავარჯიშოებით, თქვენ გექმნებათ შესაძლებლობა დამუშაოთ და რადიკალურად გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება.
შექმენით ისეთი ცხოვრება, რომელიც თავად გსურთ.
სხეულისა და გონების სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება გავაძლიეროთ იოგას იმ ღრმა ფილოსოფიით, რომელსაც ვიღებთ, წლების განმავლობაში.
ქვემოთ მოცემული 7 იოგას პოზა დაგეხმარებათ დარჩეთ ჯანმრთელი, ცოცხალი და ნათელი⭐
მზად ხართ აღმოაჩინოთ თქვენი ცხოვრების მიზანი და გააქტიუროთ მაქსიმალური პოტენციალი?
თითოეული, პოზა შეასრულეთ ნელა, განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები.
სასიცოცხლო ნერვის (ანუ ხერხემლის) გაწელვა
ინსტრუქცია:
- დასაწყისში დაჯექით მჯდომარე მდგომარეობაში
- ფეხები გაშლილი, წინ მხარიდან
- მოხარეთ მარცხენა ფეხი და მიუხლოვეთ ქუსლი ზემოთ სახსარს
- მარჯვენა ფეხი დაიჭირედ გდაჯაჭვული ხელის თითებით
- იგივე გააკეთე მარჯვენა ფეხზე
- 5 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ერთი ფეხისათვის და 5 მეორე ფეხისათვის.
◊პოზა კარგია ხერხემლისთვის, მეექვსე ენერგეტიკული ცენტრისათვის აძლიერებს ინტუიციას.
მერწყულის პოზა
ინსტრუქცია:
- დადექით გამართულ მდგომარეობაში
- ფეხები გაშალეთ ისე რომ მყარად იდგეთ. (თქვენი ზომიდან გამომდინარე);
- მოათავსეთ მარჯვენა ტერფი წინ, ხოლო მარცხენა ფეხი მოათავსეთ მარჯვენა კუთხით და მისწიეთ წინ ისე, რომ მარჯვენა მუხლი წინ გაიწიოს;
- ასწიეთ ხელები მიწის პარალელურად;
- მარცხენა ხელი მუხლის პარალელურად, ხოლო მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილი, თითქოს მშვილდისარს იზიდავ;
- კისერი და გულმკერდი გაჭიმული;
- დააბალანსეთ წონა ორივე ფეხზე და იგრძენი დაჭიმულობა ბარძაყებში;
მხრების ტვისტი (მხრების წინააღმდეგობა)
- დასაწყისში დაჯექით მარტივ პოზაში, ან მიიყვანეთ ფეხები რაც შეიძლება მენჯთან ახლოს.
- აწიეთ მხრები ზემოთ და დადეთ ცერა თითი უკან, ხოლო დანარჩენი თითები წინა მხარეეს
- 3 წთ განმავლობაში რიტმული სუნთქვით ჩასუნთქვა, გადახრა მარცხნივ, ამოსუნთქვა გადახრა მარჯვნივ
◊ ეს ასანა აბალანსებს ყელის ჩაკრას ანუ მეხუთე ენერგეტიკულ ცენტრს
ხის პოზა
ინსტრუქცია:
- დადექით მდგომ პოზაში, მოხარეთ მარჯვენა ფეხი და ზევით მიმართული ქუსლი მარცხენა ბარძაყს მიადეთ.
- მარჯვენა ქუსლი რაც შეძლება მაღლა ასწიეთ და მუხლი მიმართეთ განზე;
- ასწიეთ ხელები და ხელისგულები შეაერთეთ თავს ზემოთ;
- გამოიყენეთ მულბანდ (სუნთქვის შეკავება) რომ მენჯი კარგად შეიწიოს.
◊ეს ასანა კარგია: პირველი ენერგეტიკული ცენტრისათვის და ბალანსისათვის.
ბორბლის პოზა
ინსტრუქცია:
- თავდაპირველად დაწექით ზურგზე, მოათავსეთ ფეხები მხრებზე ოდნავ განზე და იატაკზე მყარად, მუხლები მოხარეთ და შემდეგ აწიეთ მუცელი.
- ხელისგულები დადეთ თითებით სახისკენ, ასწიეთ მუცელი და გულ-მკერდი ზემოთ, რამდენადაც შეგიძლიათ. დააჭირეთ ქუსლები მიწას, რომ უფრო მეტი წონა მოიტანოთ ხელებზე.
◊ასანა გეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში და აბალანსებს მესამე ენერგეტიკულ ცენტრს.
დატოვეთ კომენტარი