მზე ანათებს🌞🌞🌞 ეს კი უფრო და უფრო ემსგავსება ზაფხულის დასაწყისს.
ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, რომ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყვნენ. თუმცა სახლში დარჩენა სულაც არ ნიშნავს რომ დღეები მოსაწყენი და ერთფეროვანია.
და თუ საყვარელი და გრძელი საგაზაფხულო შაბათ-კვირის გატარება შენც სახლში გიწევს, გთავაზობ ჩვენი თავის მოვლის საშუალებებით, გავალამაზოთ ეს დღეები და შეგიძლია გააკეთო საკუთარ ან ვირტუალურად მეგობრებთან ერთად.
♥ მოკლედ ვიწყებთ :
♥♥♥
დაგეგმე მოგზაურობა/თავგადასავალი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა არ/ვერ ვმოგზაურობთ , საუკეთესო დრო გაქვს მშვიდად შეისწავლო და დაგეგმო, სამოგზაურო ადგილები. მოიძიო თითოეული დღის გასართობი, მოსანახულებელი ადგილები, გაეცანო ყველა პატარა დეტალს, მაგალითად, როგორი კულტურა აქვთ, როგორ აპირებ იქ მისვლას, სად ისაუზმებ, რისი ნახვა და გამოცდილება გსურს, ვისთან ერთად განახორციელებ ამ თავგადასავალებს და ა.შ.
კარგი დროა ოცნებებსა და კრეატივისთვის.
განაახლე ძველი ტანსაცმლი:
ეს შესანიშნავი დროა, ძველ ტანსაცმელზე ახალი სიცოცხლის შემატებისთვის. მითუმეტეს, რომ ჯერ ჯიდევ არ ვიცით როდის შევძლებთ განვაახლოთ გარდერობი. ეს გზა კარგია არამარტო შენთვის და შენი საფულისთვის, არამედ გარემოსთვისაც.
გონების გაფერადება- მანდალა თერაპია.
თუ ამას ერთხელ ცდი, ვერასოდეს დაივიწყებ. ეს არის დამამშვიდებელი, ერთგვარი მედიტაცია გონების, იჯდეს საღებავებით და შეავსო პატარა ადგილები, რათა შექმნა მთელი სურათი. უამრავი ლამაზი მანდალები შეგიძლიათ იპოვო ინტერნეტით და ამობეჭდო. სცადე ეს დამამშვიდებელი განტვირთვა.
იოგას სესია- ვივარჯიშოთ ერთად.
სხეულისა და გონების შერწყმა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ახლა სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ბევრ გაურკვევლობას ვხვდებით. სახლში ვარჯიშები ძალიან პოპულარული ხდება, გაწევრიანდი ჩვენს ონლაინ კლასში, ⇒ https://www.facebook.com/groups/727232184684040/?ref=share
მეგობრებთან ერთად და მიეცით შანსი თავს ერთად შეიგრძნო სიხარული ყოველდღიური.
Მებაღეობა:
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გაქვს ლამაზი ბაღი, მაგრამ ამისთვის საჭიროა სულ რამდენიმე ქოთანი შენს ბინაში, ნერგები და ზრუნვა გამწვანებისთვის, ეს შესანიშნავი საშუალებაა შემოქმედებითად და საფუძვლიანად იგრძნოთ თავი.
გაიარეთ ონლაინ კურსი:
ონლაინ კურსის გავლა, ეს შეიძლება იყოს ენების, ფოტოგრაფიის, მუსკის, იოგას და ა.შ გარდა იმისა რომ რაღაც ახალს ისწავლით, ვინ იცის, შეიძლება გქონდეს ფარული ნიჭი ამ კუთხით და აღმოაჩინოთ.
მეხსიერების ხაზის გასეირნება:
ჩაყვინთე ძველ ფოტო ალბომში:) სიცილით მოგაგონდება, ძველი თმის ფერი თუ ძველ თმის ვარცხნილობები, იმ დროს მოდური ტანისამოსით შემოსული. მშვენიერ მოგონებები იქნება , შეგიძლია დაურეკო შენი ოჯახის წევრს ან საუკეთესო მეგობარს და გააზიარო ეკრანი მათთან, შემდეგ კი ერთად იმოგზაუროთ წარსულში .
თავის მოვლა ბანაობისას:
ხანგრძლივი, ცხელი აბაზანა უნდა გახდეს საბოლოო თავის მოვლა. გამოიყენე ეთერზეთების და აბაზანის მარილები, სანთლები აანთე და ჩართე შენი საყვარელი მუსიკა ან გააკეთე მედიტაცია, ეს პოზიტიურად იმოქმედებს შენ განწყობასა და ენერგიაზე.
ბუნებაში გასეირნება
თუ გაგიმართლა და ცხოვრობ ბუნებასთან ახლოს, სადაც სავარჯიშო საშუალება გექნება, ისარგებლეთ ამით და მიიღე მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი.
დატოვეთ კომენტარი