ჩაკრები ეს არის ენერგეტიკული ბირთვები ჩვენს სხეულში, რომელნიც არეგულირებენ სხეულისა და ორგნოების ფუნქციონირებს. ეს ნერვული ბირთვები მიაწოდებენ ენერგიას ორგანოებს. თითიოეულ ჩაკრას აქვს თავის თვისება, რომელიც ცხოვრებაში გამოიხატება ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ , სულიერ დონეზე. ჩაკრა ადამიანის ორგანიზმში არის 114 მაგრამ მთავარი, რომელიც ხერხემალს გაყვება არის 7.
- 7 მთავარი ჩაკრა
ყველა ჩაკრას აქვს თავის მდებარეობა. ისინი ურთერთობენ და გავლენას ახდენენ იმ ორგანოებზე, სადაც განლაგებული არიან. მათი გავლენა გამოიხატება ენერგიის მიწოდებით. თუ ენერგია სუფთაა და ჯანსაღი მაშინ ორგანოები კარგად მუშაობენ. როგორც ორგანოებს ვერ დავაშორებთ ერთმანეთს და არცერთ ორგანოს მეორეს გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია, ასევე არის ჩაკრებიც, ისინი მუდამ ურთიერთ შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ.
პირველი სამი ჩაკრა დაკავშირებულია ელიმინაციასთან ანუ რაღაცის მოშორება, ის რაც საჭირო აღარ არის და ხელს გვიშლის, ახალ საფეხურზე გადასვლა, ცხოვრების სტილის, გაცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა, შეცვლა და ის რაც არ არის საჭირო გაშვება. ამ პირველ სამ ჩაკრასთან დაკავშირებულია მომნელებელი სისტემა, საშარდე ორგანოები, კუჭ-ნაწლავი და საშვილოსნო. თუ დავაკვირდებით, ეს სწორედ ის ორგანოებია, რომლებიც უშვებენ, ათვისუფლებენ. ასევე ეს სამი ჩაკრა პასუხისმგებელია ადამიანის პირველად მოთხოვნილებებთან, ინსტიქთან, ლტოლვა და სურვილებთან…
ეს სამი ჩაკრა ბუნებრივია ფუნქციონირებს დარჩენილ ჩაკრებთან ენერგიის გაცვლის ხარჯზე. სამი ჩაკრა, რომელიც უფრო მაღლა არის განლაგებული, დაკავშირებულია ბალანსთან, სულიერ სიწმინდესთან, გაწმენდასთან და ინტუიციასთან.
გვირგვინოსანი ჩაკრა, შუბლი ანუ წარბებს შორის ადგილი -მეექვსე ჩაკრა და ყელის მეხუთე ჩაკრა დაკავშირებულია კომუნიკაციასთან. თვით გამოვლინებასა და რეალიზაციასთან.
ყელის ჩაკრა გვეხმარება, რომ ადამიანი გამოვლინდეს თავისი ნიჭით და არა მიბაძველობით. გამოავლინოს თავისი უნიკალურობა. ის რისთვისაც მოავლინა უფალმა ამ ქვეყნად. ეს ყველა ადამიანის უწმინდესი მისია არის.
სამი ზედა და სამი ქვედა ჩაკრა დაკავშირებულია მეოთხე გულის ჩაკრით. ის არის ხიდი ქვედა ცხოველური ინსტიქტების ადამიანში და მაღლა სულიერი ვიბრაციების. ეს ჩაკრა არის სიყვარულის ცენტრი, უპირობო, ჯანსაღი სიყვარულის ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და ვალდებულებების გარეშე. როდესაც ეს ცენტრი ენერგიას კარგად ატარებს, ადამიანი არის ბალანსში და მისი ჰარმონიული მდგომარეობა არის გადამდები, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ყველას უნდა, ის გასცემს სიხარულს და სევე იღებს. ენერგეტიკული გაცვლა არის გაწონასწორებული და ჰარმონიული მასთან ურთიერთობას ძალიან მარტივია.
როდესაც იოგებმა აღმოაჩინეს ჩაკრები, მათ მისცეს ფერი რადგან ყველა ენერგეტიკული ცენტრს აქვს განსაკუთრებული ვიბრაცია რაც გამოიხატება მათთან დაკავშირებული ფერით. მათ მისცეს აგრეთვე სახელი და სიმბოლო.
უკვე შეგექმნათ წარმოდგენა თუ რა გავლენა აქვს ჩაკრებს ჩვენს ცხოვრებაზე. ისინი განსაზღვრავენ როგორი ცხოვრება გვაქვს, როგორ აღვიქვამთ ამა თუ იმ სიტუაციას, მოქმედებას, ცხოვრების სფეროს, რა გვამოძრავებს გადაწყვეტილების მისაღებად, როგორი ურთიერთობა გაქვთ გარშემომყოფებთან, ოჯახში, რა ემოციები, ფიქრები და ა.შ
როდესაც ენერგეტიკული ცენტრები არის ბალანშში ანუ ურთიერთ- შეთანხმებულად მუშაობენ ადამიანი სხავგავარად აღიქვამს სამყაროს და გარშემომყოფებს. ფერებიც კი უფრო მკვეთრი ხდება.
ადამიანი ცვლილებას იოგა სესიია შემდეგაც გრძნონბს რადგან ამ დროს ენერგია თავისუფლად იწყებს მოძრაობას ჩაკრებში და ბუნებრივია ორგანოებიც უფრო კარგად იწყებენ მუშაობას.
დატოვეთ კომენტარი