მე ვარ მარინა კვატაია, კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგისა და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. 20 წელზე მეტია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ბელგიაში. მყავს მოსიყვარულე მეუღლე და 2 არაჩვეულებრივი შვილი – სტუდენტი ირაკლი და 14 წლის ნიკოლასი. გარდა ამისა, მყავს დიდი ოჯახიც – ჩემი კლიენტები, რომლებიც ყოველდღიურად მაგრძნობინებენ, რომ სამყაროში ჩემს მისიას ვასრულებ და საკუთარი შედეგებით მაძლევენ იმ უდიდეს სიხარულს, რაც სხვა ადამიანების გაბედნიერებას მოაქვს.
ყოველდღე სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ვიყავი. ზოგადად, ცხოვრებაში დგება ხოლმე გარკვეული მომენტი, როდესაც გიჩნდებათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა… აღარ გაკმაყოფილებთ აღარც საკუთარი თავი, აღარც ცხოვრებისეული მიღწევები და ეძებთ სიახლეს, გჭირდებათ ბიძგი საკუთარი თავის ახლიდან საპოვნელად… ასე დამემართა თავის დროზე მეც… გარკვეულ მომენტში, კერძოდ კი – 33 წლის ასაკში მივხდვი, რომ ჩემი პროფესია, ინჟინერ-ოპერატორი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში აღარ მაკმაყოფილებდა, მაგრამ უბედურება ის იყო რომ თვითონ არ ვიცოდი რა მინდოდა ამის სანაცვლოდ. ვიღვიძებდი სიცარიელის შეგრძნებით და სწორედ ასევე მთავრდებოდა დღეები, რომლებმაც თითქოს ფერები დაკარგა. ძალიან მტკივნეული იყო ყოველი ასეთი დღე და მიზნად დავისახე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემი ცხოვრება შემეცვალა. სამუშაოდან წამოვედი, რაც გარემოცვისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო და მივენდე საკუთარ თავს, რომ აღმომეჩინა ის, რაც შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას მომიტანდა.
პირველი ძლიერი ბიძგი იყო ევგენი ჰოტეის ტრენინგზე მოხვედრა. მისი სახელი ასე ჟღერდა – “იყავი ბედნიერი აქ და ამჟამად“. ტრენინგმა იმდენად დამაინტერესა, რომ მიყოლებით დავამთავრე კლინიკური ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, რეიკი და იოგის ინსტრუქტორის კურსები. თვითგანვითარება და ახალი საქმის დაწყება უცხო ქვეყანაში არ იყო ადვილი, მაგრამ ყველა წინააღმდეგობა გადავლახე და მეუღლისა და შვილების დახმარებით, შევძელი საკუთარი სტუდია გამეხსნა ბელგიაში, სადაც იოგის, მედიტაციის, ქოუჩინგისა და რეიკის კომპლექსური მეთოდის საშუალებით ვეხმარები ადამიანებს, რომლებმაც აღარ იციან როგორ გააგრძელონ ცხოვრება, საიდან დაიწყონ, როგორ დააბალანსონ და როგორ მოიპოვონ ჰარმონია როგორც საკუთარ თავთან, ისე ცხოვრებაში.
მადლიერი ვარ, რომ მაშინ, როცა თავადაც ამ მდგომარეობაში ვიყავი, მასწავლებლებად შემხვდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები და პროფესიონალები – ევგენი ჰოტეი, ელს ლისსენბორგსი, სვეტლანა შიმანი, სოფია ინდი, ჰარი კრიშან სინგჰ, სანგეტა, იულია სტარკ, ჰარი აშტარ, ელიზავეტა ბაბანოვა
ჩემი მისიაა, დავეხმარო ადამიანებს ყოველდღიური სიხარულისა და ჰარმონიის შეგრძნებაში. მივცე წინსვლა და მოქმედება პირველივე სესიიდან. ვასწავლო იოგის და მედიტაციის დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩემს პროექტს ვუძღვნი ჩემს მეუღლეს, რომელიც მაძლიერებს, ჩემს შვილებს, რომლებიც ცხოვრებას მიმშვენიერებენ, დედიკოს და მამიკოს – მათი ჩემდამი რწმენისათვის, ჩემს ძმებს, რომლებიც სულ გვერდში მიდგანან და თქვენ, ვინც ამ გვერდს კითხულობთ და გრძნობთ, რომ თქვენთვისაც დადგა სასიხარულო ცვლილებების დრო. გსურთ გათავისუფლდეთ ერთფეროვანი და ცარიელი ცხოვრებისგან და აჩუქოთ საკუთარ თავს ყოველდღიური სიხარული, ჰარმონია და ბალანსი
სიყვარულით, მარინა კვატაია.
ავტორი პროგრამებისა:
- 21 დღიანი ონლაინ იოგა-ჩელენჯი
- სტრესისაგან თავისულფალი (მოკლე და ეფექტური 2 კვირა)
- 49 დღიანი გადატვირთვა (ჩაკრები) – Let it shine
- ჰარმონიული ქალი “2 ჯერ 21”
- ნუმეროლოგია პერსონალური ქოუჩინგ-პროგრამა (ერთ წლიანი დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვლილი პროგრამა)
- პერსონალური ქოუჩინგ-პროგრამა – Change your Lifestyle